USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 27 აპრილი?
дата:  1089

რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 27 აპრილისათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღის ზოგი სიახლე დადებით ემოციებს და კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ. მზად იყავით ახლობელი ადამიანისგან ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის. არახელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უმჯობესია, რომანტიკული პაემანი დაგეგმოთ. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო ნაცნობთან საქმიანი ურთიერთობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდეს, რომლებიც სავარაუდოდ, ფინანსურ სფეროს ან პარტნიორთან ურთიერთობას შეეხება. შეიძლება რაღაც საიდუმლო ინფორმაცია ან ჭორი გაიგოთ, რომელიც სარგებელს მოგიტანთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმეები არც ისე კარგად მიდის. ასე მტრების მოტყუებას და მეგობრების დაიმედებას შეძლებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დროა, ძველი პროექტი ან იდეა განახორციელოთ, რომელიც სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ, საკუთარ ინდივიდუალურობას კოლეგებთან, გუნდური მუშაობის დროსაც არ უღალატოთ. საყვარელი ადამიანი ან ერთგული მეგობარ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. რთული კვირის შემდეგ დასვენება დაიმსახურეთ და შეგიძლიათ, საკუთარ სიამოვნებაზეც იფიქროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გირჩევთ, პირად ცხოვრებაში გრძნობები ღიად გამოხატოთ და პარტნიორის აზრს ყურადღებით მოუსმინოთ. ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ პრობლემები, რომლებიც შეიძლება უცაბედად დაგატყდეთ. ყველაფერი გაივლის, თუმცა ამისათვის საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ სხვადასხვა შეხედულების გამო, ახლობელ ადამიანთან იკამათოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მარტოხელა ლომებისთვის ხელსაყრელი დღეა, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეს და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოს. ამისთვის, პირველ რიგში, სახლიდან უნდა გახვიდეთ. ნუ გააუფასურებთ იმას, რასაც ახლობელი ადამიანები თქვენთვის აკეთებენ. ეცადეთ მეტი მადლიერება გამოიჩინოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ოჯახურ გარემოსა და ურთიერთობებში შეიძლება რაღაც შეიცვალოს. გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. სამსახურში, უფროსთან საუბარმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. თუ თქვენს თვალში ზოგმა საგანმა ან ადამიანმა ფასი დაკარგა, სასურველია მათგან გათავისუფლდეთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გპირდებიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს და თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თუ ახლობელი ადამიანი დახმარებას გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით, გამორიცხული არ არის, რომ მალე მისი დახმარება თავად დაგჭირდეთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას და, საჭიროების შემთხვევაში, პრევენციულ მკურნალობას ნუ გადადებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მთელი ყურადღება ფინანსური საკითხების მოგვარებაზე გაქვთ გადატანილი. ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეიძლება საყვარელ ადამიანს ეკამათოთ. შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს მთელი ოჯახის ყურადღება თქვენკენაა მიმართული. ახლობელი ადამიანებისგან ვალდებულებების შესრულებას მოითხოვთ და იღებთ კიდეც. ხანდაზმულ ნათესავებთან საუბარმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ნუ უარყოფთ ძველი ნაცნობების რჩევებსა თუ მოსაზრებებს - ისინი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დროა, მავნე ჩვევებზე და უსარგებლო საკვებზე უარი თქვათ. უმჯობესია ახალი საქმეების დაწყებას მოერიდოთ და ეს დღე მშვიდად გაატაროთ - ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - უცნობ ადამიანებთან.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

კარგი დღეა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობისა და სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შესყიდვებს და ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. გახსოვდეთ, რომ დასკვნის გამოტანამდე ფაქტები უნდა გადაამოწმოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შრომის ნაყოფიერების მხრივ განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ელოდოთ. სასარგებლო კავშირების დამყარებას და საკუთარ სიმართლეში თანამოსაუბრეების დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати