USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 თებერვალი?
Date:  470

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის: 

ვერძი

ჩიხურ ვითარებაში სჯობს უკან დაიხიოთ ან პრობლემას გვერდი აუაროთ, ვიდრე მისი ძალით გადაჭრა სცადოთ. ძალა და ნერვები ტყუილად რომ არ დახარჯოთ, ეშმაკობა და დიპლომატიური თვისებები უნდა გამოიჩინოთ. მცირე პაუზის შემდეგ საშუალება გექნებათ, რომ პრობლემას დაუბრუნდეთ და თქვენთვის სასარგებლოდ მოაგვაროთ.

კურო

შესაძლებლობა გაქვთ, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოთ, პრობლემები პოზიტიური განწყობით მოაგვაროთ და გარშემო მყოფები სასიამოვნოდ გააოცოთ. შესაძლოა, მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც მალე კარგ შემოსავალს მოგიტანთ. სასურველია, საღამოს სტუმრები მოიწვიოთ - მეგობრული კამპანია ძალიან გაგამხიარულებთ.

ტყუპები

სავარაუდოდ, ისეთი რამის გაკეთება მოგიწევთ, რაც არ გინდათ, მაგრამ ვალდებული ხართ გააკეთოთ. ზოგჯერ სასურველი შედეგის მისაღწევად უსიამოვნო პირობებში მუშაობა გვიწევს. გირჩევთ, დისციპლინა და შეუპოვრობა გამოიჩინოთ და თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ფინანსური მდგომარეობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

კირჩხიბი

ეცადეთ, წარმატებისთვის განეწყოთ, თქვენი საუკეთესო თვისებები აამოქმედოთ და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. სამსახურში სირთულეები გელით, მაგრამ თუ მონდომებას და პრინციპულობას გამოიჩენთ, საქმის დასრულებას შეძლებთ. საღამოს შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ლომი

მიზნებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დაისახეთ, თანამოაზრეებთან ერთად უფრო სწრაფად და ადვილად მიაღწევთ, ვიდრე მარტო. შეეცადეთ, ის ადამიანები დააინტერესოთ, ვინც აქამდე მხარს არ გიჭერდათ. შესაფერისი დროა ახალი საქმის დასაწყებად ან საქმიანობის უცნობი სფეროს დასაუფლებლად.

ქალწული

რთული და ემოციურად არასტაბილური დღეა. ეცადეთ, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი სიმშვიდე და წონასწორობა შეინარჩუნოთ. ზოგჯერ გარშემომყოფები ცდილობენ, უარყოფით ემოციების საშუალებით მწყობრიდან გამოგიყვანონ. ეცადეთ, ამის მიზეზები გაარკვიოთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ.

სასწორი

ხელსაყრელი და იღბლიანი დღეა. საქმეებს ადვილად უმკლავდებით, კოლეგებთან და პარტნიორებთან შეთანხმებას სწრაფად აღწევთ. ეცადეთ, განწყობა აკონტროლოთ და წვრილმანებ უსიამოვნებებზე არ გაღიზიანდეთ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ხალისიანი და სასიამოვნო ატმოსფეროა თქვენ ირგვლივ, მით უფრო ადვილი იქნება წინსვლა და მუშაობა.

მორიელი

იმის მიუხედავად, თუ როგორ მოგვარდება პრობლემა, ეცადეთ, ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოთ. ადამიანები, ვის გვერდითაც მუშაობა გიწევთ, დროთა განმავლობაში თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან.

მშვილდოსანი

ეცადეთ სამსახურებრივი მოვალეობები კარგად შეასრულოთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მუშაობა საერთოდ არ გსიამოვნებთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომებს ვერ აიცილებთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა დატვირთვამ ან დაღლილობამ შეიძლება თქვენს გარეგნობაზე უარყოფითად იმოქმედოს. გირჩევთ, არაჯანსაღ საკვებს და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდოთ.

თხის რქა

მიზანსწსრაფულობა და შეუპოვრობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. რთული ამოცანები არ გაშინებთ, პირიქით, აზარტით და მოქმედების სურვილით გავსებთ. ეცადეთ, საკუთარი შეცდომებიდან და სხვების გამოცდილებიდნ სწორი დასკვნები გამოიტანოთ. შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა - გირჩევთ, მაღაზიებში გაისეირნოთ.

მერწყული

დღის განმავლობაში წარმოქმნილ პრობლემებს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ბიზნესპარტნიორებისგან შეიძლება მოგებიანი წინადადება მიიღოთ. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, ის დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ - თქვენ ყველაზე უკეთ იცით, როგორი შედეგის მიღწევა გსურთ.

თევზები

მშვიდი და ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს თქვენთან მუშაობა და ურთიერთობა მარტივი და სასიამოვნოა. მოგწონთ ახალი ინფორმაციის მიღება და სხვებისთვის გაზიარება. ხანმოკლე მოგზაურობა საინტერესო ნაცნობობას და მდიდარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way