USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 სექტემბერი?!
 875

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

საკუთარ სისუსტეებთან და მავნე ჩვევებთან რთული ბრძოლა გელით, თუმცა სანამ არ დაამარცხებთ, წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. მზად იყავით შეცდომების აღიარებისთვის და ეცადეთ, რაც შეიძლება მალე გამოასწოროთ.

თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, მათი მოსმენა და დათმობებზე წასვლა უნდა ისწავლოთ.

 

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება, ამიტომ სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და შეცდომები არ დაუშვათ, რომლებიც შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ. სამომავლოდ, პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაიზრდება და მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ეცადეთ სხვის შეცდომებზე ისწავლოთ და გამოცდილ ადამიანებს უსმინოთ. სავარაუდოდ, თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს დაიწყება რომანტიკული ისტორია, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ცდილობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ და უგულებელყოფთ რჩევებს, რომლებიც ბევრ შეცდომას აგაცილებდათ. ამ დღეს სასურველი კი არა, აუცილებელიც კია, რომ სხვისი გამოცდილება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დღის პირველი ნახევარი რთული და დამღლელი იქნება, ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ. ძველი მეგობრები და სანდო მოკავშირეები საკუთარი საქმეებით არიან დაკავებული და დახმარებას მათგან მიიღებთ, ვისგანაც არ ელოდით.

დღის მეორე ნახევარში ვითარება თქვენ სასარგებლოდ შეიცვლება. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც წარმატებულ შესყიდვებში დაგეხმარებიან.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

წინააღმდეგობრივი და ქაოსური დღეა. ზოგჯერ ბედი მოულოდნელად გაგიღიმებთ, ზოგჯერ კი ზურგს ისეთ დროს გაქცევთ, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.

არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, შესაშურ სიჯიუტეს იჩენთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიგყავთ. სპონტანურად რაღაცის შეძენას არ გირჩევთ - შენაძენი წარუმატებელი იქნება.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღეა და შეეცადეთ, მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. ენერგიით სავსე ხართ და ურთულეს დავალებებსაც კი ადვილად უმკლავდებით. სამსახურში მოსალოდნელია უთანხმოება. ეცადეთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე პირადმა სიმპათიებმა და ანტიპათიებმა გავლენა ვერ მოახდინონ.

საღამოს საშუალება გექნებათ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კომფორტულ გარემოში განიხილოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მიზანს ადვილად მიაღწევთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღეს უფრო შესაფერისია დასვენებისთვის, ვიდრე აქტიურობისა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის. ყველა საქმის გადადებას ვერ შეძლებთ, მაგრამ ეცადეთ, ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. გონებას თუ დაძაბავთ, იპოვით საშუალებას, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ და მიმდინარე პრობლემებისგან გაგათავისუფლებთ.

შესაძლოა, ოჯახში ურთიერთობები გაცივდეს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - ეს დროებით პრობლემებია.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ სამომავლო გეგმებზე და მათი განხორციელების გზებზე იფიქროთ - ამჟამად რეალური სიტუაციის დანახვაში ილუზიები და ფანტაზიები ხელს არ გიშლით, ამასთან ინტუიციაც შესანიშნავად მუშაობს.

ადამიანზე შთაბეჭდილების მოსახდენად ერთი შეხედვაც გყოფნით. მისი კეთილგანწყობისა და სიმპათიის მოპოვებისთვის კი რამდენიმე წუთიც საკმარისია.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. საღამოს შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციებში აღმოჩნდეთ, სადაც აუცილებლად თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ბევრი პრობლემა მოულოდნელად, ძალიან მარტივად მოგვარდება. თქვენ იპოვით პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც დიდი ხანია გაწუხებთ. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ძალები ახალ საქმეში მოსინჯოთ და მავნე ჩვევებზე უარი თქვათ.

ბევრი თხის რქისთვის ამ დღიდან ცვლილებების პერიოდი დაიწყება. თქვენი ინტუიცია ახლა ძალიან გამახვილებულია და სწორ მინიშნებებს გაძლევთ. აი, გარშემო მყოფთა რჩევებმა კი შეიძლება, საბედისწერო შეცდომა დაგაშვებინოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან ხელსაყრელი დღეა. გარშემო მყოფებს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ხიბლავთ და თქვენ მიმართ კეთილად განაწყობთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ, ვისგანაც რაღაცის მიღება გსურთ.
ყოველ ნაბიჯს გულმოდგინედ აფასებთ, ამიტომ საეჭვოა, ვინმემ თქვენი მოტყუება შეძლოს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ბევრს მიაღწევთ, რადგან პრინციპულად მოქმედებთ და სირთულეების მიუხედავად, სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობთ. წარმატებული, მაგრამ ძალიან დამღლელი დღეა. ეცადეთ, დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ.

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. შეხვედრები ნაყოფიერად ჩაივლის. მოსალოდნელია შემთხვევით შეხვედრა ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია, გენატრებათ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати