USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 ნოემბერი?
дата:  2045

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დღეა სამოქმედო სტრატეგიის შედგენისა და სამომავლო გეგმების განხილვისთვის. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლას გეგმავთ, ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი სახლიდან დაიწყოთ. მოიცილეთ ძველი ნივთები, გაბზარული ჭურჭელი, სამოსი, რომელსაც აღარ იცვამთ და გაათავისუფლეთ ადგილი ახალი და საინტერესო ნივთებისთვის.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ძალიან დაბალია, ამიტომ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი საუბარი ან მოვლენა გამოტოვოთ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ განმარტოვდეთ და ემოციურად განიტვირთოთ. სავარაუდოდ, დაუფიქრებლად შეიძენთ ნივთებს, რომლებიც თითქოს არაფერში გჭირდებათ, მაგრამ მოგვიანებით თავადაც გაოცდებით, იმდენად საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მოერიდეთ ნებისმიერ სარისკო საქმიანობას და ნუ აჰყვებით გარშემო მყოფთა პროვოკაციებს. 26 ნოემბერს ნებისმიერ ავანტიურაში ჩართვა პრობლემებს და უსიამოვნებებს მოგიტანთ, რომლის შედეგებთან გამკლავება დიდხანს მოგიწევთ. შესაძლოა, რაიმე ბიზნეს-საქმიანობაში მონაწილეობა შემოგთავაზონ, მაგრამ უმჯობესია ამაზე უარი თქვათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და შეეცადეთ, მას მიჰყვეთ. სავარაუდოდ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ მეგობარს თქვენი რჩევა ან დახმარება დასჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი შესანიშნავადაა. ამ დღეს თქვენს მოქმედებას, ლოგიკის ნაცვლად, ინტუიცია განსაზღვრავს, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ და თავი უნდა დაიზღვიოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს რთული პრობლემის გადაჭრას ან რაიმე მნიშვნელოვანი ამოცანის დასრულებას შეძლებთ. ძალების მოზღვავებასაც იგრძნობთ და განწყობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ. პასუხი, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ, ცხვირწინ გიდევთ, მთავარია დაინახოთ. ვარსკვლავები ვარჯიშის დაწყებას გირჩევენ - დროა დაკარგული ფორმა აღიდგინოთ. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი ჩაიწერეთ - ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარმატების მისაღწევად დროდადრო „ჩარჩოებს“ გასცდეთ და ოცნებების გზაზე იაროთ. იდეალური დღეა ყველაზე უჩვეულო, თუნდაც ფანტასტიკური მოქმედებისთვის. დროთა განმავლობაში ამ წარმოუდგენელი იდეებიდან ბევრი რეალობად იქცევა.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

შეეცადეთ საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ. სასურველია, რომ ახალ გარემოებებს ან საყვარელი ადამიანების განწყობას მოერგოთ. რთული სიტუაციიდან გამოსვლას იუმორის დახმარებით შეძლებთ. განდევნეთ ბნელი და სევდიანი ფიქრები და ეცადეთ პოზიტიურად იაზროვნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ცდილობთ, გარშემო მყოფთა შექება და ყურადღება დაიმსახუროთ, მაგრამ ვერ ხვდებით, რომ ამისთვის მეტი თვითრეკლამა გჭირდებათ. სასურველია, შემოთავაზება მიიღოთ - შესაძლოა, ის დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გირჩევთ, ახალი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს უკვე დაწყებული საქმეების დროულად დასრულება ჯობს. გაითვალისწინეთ, რომ აჩქარებამ შეიძლება შეცდომები და პრობლემები გამოიწვიოს, ასე რომ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად და აუჩქარებლად უნდა აკეთოთ. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვან ადამიანებს თავი მოაწონოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

უმიზეზო შფოთვა ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით. სიტუაციის დრამატიზებას და ბუზის სპილოდ ქცევას ცდილობთ. მალე ემოციური სტაბილურობა და სიმშვიდე დაგიბრუნდებათ, დღეს კი ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თუ საჭიროა, ახლობელ ადამიანებს თქვენი გამოცდილება გაუზიარეთ და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებაში დაეხმარეთ. ხელსაყრელია დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის, თუმცა ჯობია, ყველაფერი გულდასმით გამოთვალოთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა დაგეხმარებათ, რათა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებთან უწყვეტი კავშირი შეინარჩუნოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

მოემზადეთ გეგმების შეცვლისა და ახალ გარემოებებთან ადაპტაციისთვის. ინფორმაციამ, რომელსაც დღეს მიიღებთ, შეიძლება გაგანერვიულოთ, თუმცა ეს დროებითი პრობლემებია. გირჩევთ ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ და არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати