USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 მარტს?
თარიღი:  

 

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ, ამიტომ დაგეგმილი საქმეების დროულად დასრულებისთვის ეცადეთ, მთელი ყურადღება საუშაოზე გადაიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი პრინციპები და შეხედულებები ნებისმიერ ვითარებაში დაიცვათ. მოზღვავებული ემოციები ურთიერთობებში ხელს გიშლით. ეცადეთ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ და საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მოულოდნელი პრობლემები განწყობას გაგიფუჭებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სამსახურში ნაკლები იაქტიუროთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ. სტრესის მოსახსნელად, საღამო ჰაერზე გაატარეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შესაძლოა, ძველ გადაწყვეტილებაზე უარი თქვათ და გეგმები შეცვალოთ. მიზნის მისაღწევად მეტი მონდომება უნდა გამოიჩინოთ და საკუთარი შესაძლებლობების იწამოთ. თუ არ იზარმაცებთ, შესაძლოა, მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოუბოდიშოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი აქტივობა შეანელოთ. დროა, შედეგები შეაჯამოთ და ყველაფერს ადგილი მიუჩინოთ. ამ დღეს ყველაზე კარგად შემოქმედებასთან დაკავშირებული საქმეები გამოგდით, სხვა რამეზე კი დრო არ უნდა დაკარგოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ შინაგან შფოთვას და გაურკვევლობას გრძნობთ, თქვენი განცდები ახლო მეგობრებს უნდა გაუზიაროთ. მეტი დრო დაუთმეთ იმ აქტივობებს, რომლებიც ყველაზე კარგად გამოგდით. ნუ მოგერიდებათ, რომ საკუთარ უნარებზე და მიღწევებზე საჯაროდ ისაუბროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი პროექტები დაგეგმოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით. მისი შესრულების დროა.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

რთულ სიტუაციებში მხოლოდ ინტუიციას და შინაგან ხმას უნდა ენდოთ. სიბრძნე და გამოცდილება შეცდომების აცილებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ურთიერთობის დროს თანამოსაუბრის განწყობას და ჟესტებსა მეტი ყურადღება მიაქციოთ - ეს საშუალებას მოგცემთ, მისი ნამდვილი მოტივები და გეგმები გაიგოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას უნდა მოერიდოთ. პირიქით - ეცადეთ, საკუთარი პასუხისმგებლობები კოლეგებს ან ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ნურც საკუთარ ჯანმრთელობას დაივიწყებთ - დროა პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტაროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ზედმეტი სტრესის თავიდან ასაცილებლად, სამსახურში აქტიურობა უნდა შეამციროთ და რთული დავალებები სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. ეცადეთ, არ ჩაერთოთ კონფლიქტში როგორც სახლში, ისე სამსახურში. ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ, დროა ვარჯიში დაიწყოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ყველაზე მეტად უსარგებლო საუბრები გაღიზიანებთ, ამიტომ ეცადეთ, განმარტოებით მეტი დრო გაატაროთ და ყურადღება მუშაობაზე გადაიტანოთ. პირად ურთიერთობებში კომპრომისები უნდა იპოვოთ და საყვარელ ადამიანებზე ზეწოლას მოერიდოთ. მარტოხელა მშვილდოსანს საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ელის, რომელმაც შეიძლება მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. მთავარია, ცვლილებებმა არ შეგაშინოთ.

 

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს უცხო ადამიანების რჩევა არაფერში გამოგადგებათ. სასურველია გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ გამოცდილებას და ინტუიციას დაეყრდნოთ. გახსოვდეთ, რომ ერთდროულად ბევრი საქმის კეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგამდე მიგიყვანოთ. გირჩევთ, ოჯახში წარმოქმნილი დაძაბულობა პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ნუ ეცდებით დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საქმეების ერთდროულად დასრულებას, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. გირჩევთ, სათადარიგო გეგმა მოამზადოთ, რათა შეფერხების შემთხვევაში დრო არ დაკარგოთ. ახლა ყველაზე მთავარია, რომ ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და სულელური კამათის გამო ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაწყვიტოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, შესაძლებლობა გამოიყენოთ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ახალი ნაცნობობა არა მარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება.

თბილისი
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.