USD 2.6975
EUR 3.1439
RUB 3.4288
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 მაისი?
дата:  4369

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გირჩევთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ, რადგან შეიძლება უცნობ ან ახლობელ ადამიანებთან რაღაც ზედმეტი თქვათ და მალე ძალიან ინანოთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სავარაუდოდ, ახალი საქმე მოულოდნელი დაბრკოლებების გამო შეფერხდება.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სავარაუდოდ, სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება. კოლეგებთან საუბარი თუ ნებისმიერი წვრილმანი საქმეს მოგწყვეტთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება პროფესიულ პასუხისმგებლობებზე გადაიტანოთ. სტრესის მოხსნაში ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღის დაგეგმვა გიჭირთ - მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება და იძულებული ხართ, ახალ გარემოებებს მოერგოთ. გირჩევთ აქტიურ მოქმედებებზე უარი თქვათ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. ახალი იდეების განხორციელება სასურველ შედეგს არ მოიტანს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, მშვიდი სამუშაო რიტმისთვის განეწყოთ. აჩქარებამ ან თქვენთვის არაკომფორტულ რეჟიმში მუშაობამ შეიძლება შეცდომები და შეფერხებები გამოიწვიოს. თავი შეიკავეთ კოლეგებსა ან პარტნიორებზე ზეწოლისგან. თუ დახმარება გჭირდებათ, გულწრფელად აღიარეთ და მოგვიანებით მადლობის თქმა ნუ დაგავიწყდებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს მხოლოდ სასიამოვნო საქმეების კეთებისკენ ხართ განწყობილი. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ თქვენი გატაცება შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს. კოლეგებთან საუბარი დიდ დროს გართმევთ, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

რთული და დაძაბული დღეა. სავარაუდოდ, სახლშიც და სამსახურშიც ბევრი საქმე გაქვთ, რაც ყურადღებას მოითხოვს. ყველაფრის მიუხედავად, შესვენება არ უნდა დაგავიწყდეთ, რადგან გადაღლას შეიძლება შეცდომები და ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვეს. საყოველთაოდ მიღებული წესების დარღვევა პრობლემებს შეგიქმნით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გირჩევთ, უარყოფითი ემოციები აკონტროლოთ და მოერიდოთ კამათს, რომელიც შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამ დღეს ჩვეული კომფორტის ზონიდან გასვლა სასარგებლო იქნება და პროფესიული თუ პიროვნული ზრდისთვის ახალ, საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მოლაპარაკებებისა ან გარიგებებისთვის. ამ დროს თანამოსაუბრეების დარწმუნება და სასურველი შედეგების მიღწევა ყველაზე ადვილი იქნება. სავარაუდოდ, მეგობარს ან კოლეგას მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებით, რაც შინაგან კმაყოფილებას მოგანიჭებთ და თავს უკეთესად იგრძნობთ. ეცადეთ, სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რთული საუბარი და დაპირისპირება გელით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია. ეცადეთ, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იპოვოთ და პრობლემები წარსულში დატოვოთ. მთელ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებას დაუთმობთ. გირჩევთ, ვალები და გადასახადები დროულად გადაიხადოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სულ ერთია, გინდათ თუ არა, ამ დღეს დაწყებული სამუშაოს დასრულება მოგიწევთ. ამ საქმის სამომავლოდ გადატანა დამატებით სირთულეებს შეგიქმნით, ამიტომ დრო არ უნდა დაკარგოთ. ეცადეთ, მეტი მოისმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ და შეიძლება მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შეიძლება, ამ დღისთვის დაგეგმილი ყველა საქმის დასრულებისთვის დრო არ გეყოთ. თუ ხვდებით, რომ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება უნდა ითხოვოთ. გირჩევთ, თანამშრომლებზე ზეწოლას მოერიდოთ და კორექტულად იმოქმედოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ხანმოკლე სარგებლის გამო საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სავარაუდოდ, მიზნებისა და პრიორიტეტების შეცვლა მოგიწევთ. ახალი ნაცნობობა ხანმოკლე და უსარგებლო იქნება. ყურადღებით იყავით, შესაძლოა, ამ დღეს ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მოისმინოთ, რომელსაც თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენებთ.

экономика
მოჰამედ ალაბარი: „იგლ ჰილსის” პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტის შემოსავლების მობილიზება

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, - ამის შესახებ „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შემატებს.

„თუ გადავხედავთ იმას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიკეთებია მასშტაბური პროექტების სახით - 6 ან 6.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში - ოთხმაგი ეფექტი ჰქონია მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე; ეს ინფორმაცია გადამოწმებადია და ინტერნეტშიც შეიძლება ფაქტების მოძიება. 6 ან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეფექტი იქნება ამ რიცხვის ოთხზე გამრავლება. შესაბამისად, ფაქტობრივად საუბარია 24 მილიარდზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ ამ ინიციატივის ფარგლებში - იქნება ეს მასალების შეძენა, მარაგების გაკეთება, სპეციალისტების დასაქმება, არქიტექტორების დაქირავება, კონტრაქტორების აყვანა და ა.შ. ყველაფერი ადგილობრივად მოხდება.

ნიშანდობლივია, რომ მშენებლობის პროცესში 30 000 ადამიანი დასაქმდება; ანუ სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

რაც შეეხება სამთავრობო სფეროში მიღებულ სარგებელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე.

ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს მატებს. როდესაც საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, სწორედ ეს იგულისხმება. ამგვარ პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5 პროცენტით გაზარდოს“, - აღნიშნა მოჰამედ ალაბარმა.

„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, თუ რა ეფექტს იქონიებს აღნიშნული ინიციატივა ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის პროექტს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტურისტის მოზიდვა შეუძლია.

„ყველა იმ ქვეყნის გამოცდილებით ვსაუბრობ, სადაც ამგვარი პროექტები გვიკეთებია. ასეთი მასიური და პასუხისმგებლიანი ურბანული განვითარების პროექტები ინვესტიციებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ინვესტიციების გარდა ხდება ტურისტების მოზიდვა. თითოეული ჩვენი პროექტი 1 000 ახალ ბიზნეს სუბიექტს უქმნის ახალ შესაძლებლობას. სკოლებსა და სკვერებს ვაშენებთ. არქიტექტურულ ქმნილებებს და არაჩვეულებრივი დიზაინის მქონე ობიექტებს ვქმნით მასპინძელ ქვეყანაში. ასე და ამგვარად ჩნდება სიცოცხლით სავსე ადგილი და ეს ჩვენ კარგად გამოგვდის. გვიყვარს ამის კეთება, უმშვენიერეს გარემოს ვქმნით.

აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, ასე გულთბილად რომ მიღებს საქართველო და შევეცდებით, ყველაზე კარგ პროექტად ეს ინიციატივა ვაქციოთ“ , - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.

более
голосование
Кстати