USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 მაისი?
 884

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე გეგმავდით. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, სასიამოვნო სიახლეები და საინტერესო შეთავაზებები. მარტოხელა ვერძებს ვარსკვლავები რომანტიკული ამბის დაწყებას ჰპირდებიან, რომელიც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, დასვენების დღე მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პრობლემები და დროებით დაივიწყოთ და ყურადღება რაიმე სასიამოვნოზე გადაიტანოთ, რომელიც თქვენს განწყობას აამაღლებს. ძველი მეგობრების სტუმრობა ძალიან გაგახარებთ. შესაძლებლობა გექნებათ განიხილოთ საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაინტერესებთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ - დღის მეორე ნახევარში სტრესს და გადაღლას განსაკუთრებით უნდა ერიდოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

წინააღმდეგობრივი, სტრესული დღეა. მოულოდნელი მოვლენები გეგმების შეცვლას და ზოგი საქმის სამომავლოდ გადადებას გაიძულებთ. შეიძლება სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, რაც დასვენებასა და ძალების აღდგენაში ხელს გიშლით. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ხელსაყრელი დღეა ძველი პრობლემებისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. ვარსკვლავების განლაგება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში გაერკვეთ და სწორად შეაფასოთ. ამ დღეს თქვენს მოტყუებას ვერავინ შეძლებს. დღის მეორე ნახევარში, იღბლიანი შემთხვევა დაგეხმარებათ, რომ შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდოთ. შესაძლებლობა გექნებათ, ურთიერთობა გააუმჯობესოთ ადამიანთან, ვისთანაც ამ ბოლო დროს ხშირად კამათობთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირად ცხოვრებაში ეცადეთ ძალიან ფრთხილად და დიპლომატიურად იმოქმედოთ, რათა კონფლიქტი არ გაღვივდეს. არავის არაფერს დაჰპირდეთ – ამ დაპირებების შესრულება გაგიჭირდებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სასიამოვნო და საინტერესო დღეა. ისეთი რამის გაკეთებას შეძლებთ, რისთვისაც დრო არასდროს გქონდათ. მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლაში, განსაკუთრებული ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით წარმატება ელით. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, დიდი ხნის უნახავ ადამიანებს შეხვდეთ. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაში ბევრი პრობლემა და უთანხმოება წარსულს ჩაჰბარდება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ - ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და საყვარელ ადამიანებს უმიზეზოდ ეჩხუბებით. მზად იყავით ფინანსური დანაკარგების, წარუმატებელი შესყიდვებისა და საბუთებთან დაკავშირებული სირთულეებისთვის. საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც უჩვეულო, უცნაურ გარემოებებში შედგება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. სასიამოვნო სიახლეები და შემოთავაზებები გელით, რომლებზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, ახალ ნაცნობობას შეიძლება რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს. კარგად დაფიქრდით, სანამ ახალ საქმესთან დაკავშირებულ იდეებს გარშემო მყოფებს გაუზიარებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დილას შეიძლება სამწუხარო და უსიამოვნო მოვლენებით დაიწყოს, მაგრამ ეს განწყობას ვერ გაგიფუჭებთ. მით უმეტეს, რომ მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ გამოცდილი ადამიანებისგან რაღაც სასარგებლო ისწავლოთ. დღის მეორე ნახევარში ძველი მეგობრები თავს შეგახსენებენ. შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში უთანხმოება წარმოიშვას, მაგრამ მათი მოგვარების გზას მალე იპოვით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

აკვიატებული აზრები თავიდან მოიცილეთ, რათა საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ, რომელსაც მალე ინანებთ. სიფრთხილე ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში, ასევე საბუთებთან და ძვირად ღირებულ ნივთებთან მუშაობისას. სირთულეების შემთხვევაში შეგიძლიათ დახმარება მეგობრებს სთხოვოთ. თუ საღამოს მნიშვნელოვან შეხვედრას გეგმავთ, გარეგნობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ხელსაყრელი დღეა. თითქმის ყველა საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, შესანიშნავად გამოგდით. თუ პრობლემები მაინც წარმოიქმნება, თქვენ გვერდით მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც დახმარებისთვის მიმართავთ. დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ და სიხარულს მოგანიჭებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დილიდან სირთულეები გელით, მაგრამ მათ გადალახვას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოულოდნელი და მაცდურ შემოთავაზებებს დაუფიქრებლად დათანხმდეთ. ყველაფერში, რაც ფინანსებსა და ქონებას ეხება, ინტუიციას ენდეთ. შინაგანი ხმა არ გიღალატებთ. გირჩევთ, პირადი ურთიერთობების საკითხებში ლოგიკით იხელმძღვანელოთ. როგორი საქმეც არ უნდა დაიწყოთ, სწრაფი შედეგს იმედი ნუ გექნებათ. მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ მოგვიანებით.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.