USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 ივნისი?
дата:  10132

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მაქსიმალურად იაქტიუროთ და ნებისმიერ დისკუსიაში საკუთარი აზრი გამოხატოთ. ეს გარშემო მყოფთა თვალში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის და პროფესიულ განვითარებაშიც დაგეხმარებათ. მარტოობა თქვენს გუნება-განწყობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ სასურველია, საღამო მეგობრების ან ნათესავების გარემოცვაში გაატაროთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

საკუთარი შესაძლებლობები გაეჭვებთ და თავს დაუცველად გრძნობთ. მოერიდეთ ემოციური გადაწყვეტილების მიღებას და მხოლოდ ფაქტებით იხელმძღვანელეთ. ახალი პროექტების და იდეების განხორციელება წარმატებით დასრულდება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება კონლიქტით და გაუგებრობით დასრულდეს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს უწყინარ საუბარს ან უმნიშვნელო კამათს შეიძლება დაპირისპირება მოჰყვეს, ამიტომ ურთიერთობები მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ. გირჩევთ კარიერულ წინსვლაზე იზრუნოთ და დიდი ხნის მოფიქრებული ამბიციური გეგმის განხორციელება დაიწყოთ. ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გატარებული დრო ძალას შეგმატებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

საუკეთესო დღეა თქვენი იდეების ვიზუალიზაციისთვის. დროა, დაფიქრდეთ სინამდვილეში რა გსურთ და მიზნის მიღწევისთვის რა რესურსები გაქვთ. მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და მშვიდად, აუჩქარებლად იმუშავეთ. ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შექმნილი ვითარება გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით, ამიტომ იმპროვიზაციისა და სათადარიგო გეგმის განხორციელებისთვის უნდა მოემზადოთ. თუ პრინციპულობას გამოიჩენთ, სადავო საკითხში გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. სავარაუდოდ, ამ დღეს ოპონენტების დარწმუნებას და ახალი თანამოაზრეების პოვნას შეძლებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს დაწყებული პროექტები წინ ძალიან ნელა მიიწევენ და გზაზე უამრავი პრობლემა ხვდებათ, ამიტომ გირჩევთ ყურადღება ძველი საქმეების დასრულებაზე და სამუშაო გრაფიკის დაგეგმვაზე გადაიტანოთ. თუ პირად და სოციალურ ცხოვრებაში ცვლილებების განახორციელებს გეგმავთ, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზა მოძებნოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგების გამო ნებისმიერ გამოწვევას სწრაფად და ადვილად უმკლავდებით, ამიტომ თამამად შეგიძლიათ რთული პროექტის განხორციელება დაიწყოთ. დროა, სახლის საფუძვლიან დასუფთავებას შეუდგეთ და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ძირითად მოვალეობებთან გამკლავებაც გიჭირთ, ამიტომ დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლა თქვენს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე უარყოფითად აისახება. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში სახლის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. ეს ემოციურ განტვირთვასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული დრო დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ. დროა, საკუთარ აზროვნებასა და ქცევაში მცირეოდენი ცვლილებები შეიტანოთ და ზოგ ადამიანთან ურთიერთობასაც გადახედოთ. ამასთან, ყველა ცვლილება კარგად გააზრებული და დაგეგმილი უნდა იყოს. ახალი, საინტერესო შეხვედრები გელით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება და პრობლემის სხვა მხრიდან დანახვაში დაგეხმარებათ. თუ მოულოდნელად შეხვედრაზე ან ღონისძიებაზე მიგიწვიეს, უარს ნუ იტყვით - შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ. დაიმახსოვრეთ იდეა, რომელიც ამ დღეს გესტუმრებათ, რადგან ის შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

გირჩევთ რთული სამუშაო სხვა დროისთვის გადაიტანოთ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ დინებას მიჰყვეთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. სავარაუდოდ, ყურადღების კონცენტრაციისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების მიმართულებით მოსალოდნელია პრობლემები. გირჩევთ მეტი დაისვენოთ და მხოლოდ მარტივი, კარგად ნაცნობი საქმეები აკეთოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. რაციონალურად აზროვნება გიჭირთ, რადგან ყურადღება მუდმივად სხვა თემებზე გადაგაქვთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უფრო ხშირად დაისვენოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ხვალ სიტუაცია გამოსწორდება და უფრო ეფექტურად მუშაობას შეძლებთ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати