USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 იანვარი?
дата:  1400

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გუნდური მუშაობა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, პირადმა ცხოვრებაზე ან საკუთარ პრობლემებზე ნაკლები იფიქროთ - ეს საქმიდან ყურადღებას გაგიფანტავთ. საღამოს ჯობს, სახლში განმარტოვდეთ და დაისვენოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

კეთილი ადამიანი ხართ და ცდილობთ, რჩევებით და საკუთარი გამოცდილებით ნებისმიერ, თუნდაც სრულიად უცნობ ადამიანს დაეხმაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები აკონტროლოთ, ფრთხილად იყოთ და მხოლოდ მას დაეხმაროთ, ვინც დახმარებას გთხოვთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვების „დაკრულზე ცეკვა“ შეწყვიტოთ და საკუთარი გეგმის მიხედვით, უფრო თავდაჯერებულად იმოქმედოთ. დღის პირველი ნახევარი გაცილებით უფრო ნაყოფიერია, ამიტომ გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და მოლაპარაკება დილას დანიშნოთ. შესაძლოა, თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

სირთულეებით სავსე დღე საშუალებას მოგცემთ, რომ მეგობრების ერთგულება და მხარდაჭერა შეაფასოთ. ამ დღის უსიამოვნებებზე არ ინერვიულოთ. ხვალ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდება და პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ნებისმიერ უმნიშვნელო მოვლენას განიცდით და ფაქტების გადაჭარბებისკენ ხართ მიდრეკილი. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები ინერვიულოთ, რადგან პრობლემები ისეთი სერიოზული არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით. თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და თუ ვერაფერს ცვლით, მოთმინება გამოიჩინოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

შეთავაზებაზე პასუხი სწრაფად და უყოყმანოდ უნდა გასცეთ. რთული, დაძაბული დღე გელით, რომელიც გაიძულებთ, თქვენი საქმიანი თვისებები ბოლომდე გამოავლინოთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, უფრო ყურადღებიანი იყოთ და მათი გაგება შეძლოთ. გახსოვდეთ, რომ უკმაყოფილების გამოხატვით და ბუზღუნით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება რთული საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ, რასაც დიდხანს ვერ ახერხებდით. სხვების რჩევები ნაკლებად გამოგადგებათ, ამიტომ უმჯობესია, საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას დაეყრდნოთ. ეცადეთ, დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილების წინ ყველა დეტალი კარგად გაიაზროთ, რადგან გრძელვადიანი შედეგები ექნება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს შეგიძლიათ თქვენი საქმიანი აქტივობა შეამციროთ. მოვლენები ისე განვითარდება, რომ ყველა საქმე თითქმის თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება. თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან - ამ დღეს მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოთ. დღეს საკუთარ ინტუიციას არ ენდოთ, რადგან შეიძლება სრულიად სხვა, არასწორი მიმართულებით წაგიყვანოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ. თქვენმა მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება გარშემო მყოფები დააფრთხოს, ამიტომ საკუთარი სიტყვები და ქმედებები უნდა აკონტროლოთ. თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა რამედ გიღირთ, ეცადეთ, უფრო ტაქტიანად იმოქმედოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

იმპულსური და გაუაზრებელი ქმედებები შეცდომამდე მიგიყვანთ. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ და რისკები გამოთვალოთ. დროა, ფულის დაგროვება დაიწყოთ - მალე დაუგეგმავი ხარჯები გელით. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, რათა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება განწყობა საფუძვლიანად გაგიფუჭოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დღეს მაქსიმალურად ეცადეთ, წვრილმანებზე ნაკლებად ინერვიულოთ და მხოლოდ პოზიტიურად განწყობილ ადამიანებთან იკონტაქტოთ. გახსოვდეთ, რათა გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს სათადარიგო გეგმა უნდა გქონდეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდი, მიზანდასახული და საქმიანი ხართ და ნებისმიერ სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩვეულის საზღვრებს არ გასცდეთ. ამ დღეს ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი - არაეფექტური. ეს დღეები მოერიდეთ ხალხმრავლობას ან მაქსიმალურად იფრთხილეთ - გაზრდილია ვირუსით დაავადების რისკი.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати