USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 აპრილი?
дата:  6295

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26  აპრილისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ ზეწოლას, უხეშობას და ნებისმიერ წვრილმანზე უკმაყოფილების გამოხატვას. ეცადეთ საუბრის დროს მტკივნეულ თემებს არ შეეხოთ. პრობლემის მოგვარებას ის მაინც ვერ შეძლებთ, მისი გამწვავება კი ადვილია. 

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

 შესაძლოა, ნაცნობმა უაზრო დისკუსიაში ან კონფლიქტში ჩაითრიოთ. გრძნობთ, რომ თქვენი გარემოცვიდან რომელიღაც ენერგეტიკული ვამპირი თქვენი ემოციებით იკვებება. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრას მოერიდოთ - ნუ მისცემთ ვამპირებს თქვენზე ზემოქმედების საშუალებას და ამით დაამარცხებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

 ამ დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო სიმტკიცესა და მოთმინებაში მდგომარეობს. სანამ თამამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეცადეთ მისი მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს ეხება. მოერიდეთ ნაჩქარევი, ემოციური გადაწყვეტილებების მიღებას, რომელმაც შეიძლება თქვენ ან თქვენი ახლობელი ადამიანი დააზარალოს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს თქვენ და დიპლომატია ისე შორს ხართ ერთმანეთისგან როგორც არასდროს! ყველაფერს, რასაც გარშემო მყოფებზე ფიქრობთ, პირდაპირ სახეში ეუბნებით, ამასთან დარწმუნებული ხართ, რომ მსოფლიოში ერთადერთი შეუმცდარი ადამიანი ხართ.

ეცადეთ თქვენი მგზნებარე ტემპერამენტი მშვიდობიან კალაპოტში მოაქციოთ, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ.

 ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ უფროსს თვალში არ მოხვდეთ, რომ მისი ბრაზი და კრიტიკა არ დაიმსახუროთ. ზოგადად, თუ გსურთ, რომ ამ დღემ უსიამოვნო შემთხვევების გარეშე ჩაიაროს, თქვენსა და გარშემომყოფებს შორის იუმორის ფარი უნდა აღმართოთ. 

 ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ. ეს შეიძლება იყოს სასამართლო პროცესი ან ფინანსური დავა იყოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადავო სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ და გარშემო მყოფებს საკუთარ სიმართლეს დაუმტკიცებთ. თუნდაც ხელში რკინის არგუმენტები გქონდეთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაიცადოთ - სხვა დღეს მოგების მეტი შანსი გექნებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დროა იმოქმედოთ! გეგმების შედგენა მშვენიერია, მაგრამ ისინი ოდესმე უნდა განახორციელოთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ გააკეთოთ ის, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ნუ შეშინდებით თუ მიზნამდე შორი გზაა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გზა პირველი ნაბიჯით იწყება. 

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ძველი შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა გექნებათ. ეს შეიძლება საყოფაცხოვრებო საკითხებს, სამუშაოს ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას ეხებოდეს. რა თქმა უნდა, შეცდომის აღიარება ადვილი არაა, მაგრამ ის მძიმე ტვირთისგან გაგათავისუფლებთ და ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

 მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

 ამ დღეს უსამართლობასთან მებრძოლის ხდებით და ღიად დაუპირისპირდებით ყველას, ვინც გზაზე გადაგიდგებათ. ასეთი დამოკიდებულება ოპონენტების განადგურების საშუალებას მოგცემთ, თუმცა მალე შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რამდენიმე ახალი მტერი და მეგობარი მოგემატათ.

 თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ შემოვლით გზებზე იქ, სადაც პირდაპირ სიარული შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა. თქვენი წარმატების სტრატეგია მარტივია - არანაირი თაღლითობა და ტყუილი. პრობლემების დაძლევაში მხოლოდ გულწრფელობა და პატიოსნება დაგეხმარებათ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს მზად ხართ ნებისმიერი ბუზი სპილოდ აქციოთ. ასეთი განწყობა პრიორიტეტების განსაზღვრაში ხელს გიშლით და ვერ გადაგიწყვეტიათ, ჯერ რომელი საქმე უნდა აკეთოთ და რომელი არა. დღემ უაზრო რბოლაში რომ არ ჩაიაროს, გირჩევთ შეისვენოთ და საკუთარ სურვილებში გაერკვეთ. 

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს შეიძლება ვიღაც უნებურად შეურაცხყოთ. მიზეზი ისაა, რომ ჯერ ლაპარაკობთ და მოსალოდნელ შედეგებზე შემდეგ ფიქრობთ. ემოციების გავლენით შეიძლება სხვისი საიდუმლო გაამჟღავნოთ ან თანამოსაუბრეს უსიამოვნო სიმართლე სახეში მიახალოთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზული თემებიდან ყურადღება გართობაზე გადაიტანოთ.

 

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати