USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 აპრილი?
 1071

რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 26 აპრილისათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დღეა ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. მეგობრებისგან საინტერესო შეთავაზებებს უნდა ელოდოთ. თუ სასწავლო კურსებზე ან სპორტულ კლუბში სიარულის დაწყებას გეგმავთ, უფრო შესაფერის დღეს ვერ იპოვით. ფინანსური კუთხით სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სამსახურში განხორციელებული ცვლილებებით კმაყოფილი დარჩებით. მეგობრებთან ურთიერთობისას ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. ბევრი მარტოხელა კურო გადაწყვეტს, პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება მიაქციოს. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულში ჩაბარდა - დროა, ცხოვრებით სრულად დატკბეთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი დღეა საქმიან პარტნიორებთან სამომავლო გეგმებისა და პროექტების განხილვისთვის. სასურველია, რომ პროფესიულ საქმიანობას უფრო სერიოზულად მოეკიდოთ და ყველა საკითხი ყურადღებით შეამოწმოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს სახლშიც და სამსახურშიც სამუშაო თავზე საყრელად გაქვთ. ეცადეთ ცვლილებებს და სიახლეებს მშვიდად შეხვდეთ. არახელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრის ან სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ექიმის მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სამსახურებრივ საკითხებს განსხვავებული კუთხით შეხედოთ და პრობლემის მოგვარების არასტანდარტული ხერხი გამოიყენოთ. დროა, ადამიანს, რომელიც ძალიან გიზიდავთ რომანტიკული პაემანი დაუნიშნოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები შეგაწუხებთ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს ქალწულების ყურადღება ოჯახის, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და საყვარელ ადამიანისკენ არის მიმართული. ადამიანი, ვისაც დღეს შეხვდებით, რაღაცას გიმალავთ ან ცდილობს მოგატყუოთ. პარტნიორისგან შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღოთ, თუმცა დათანხმდებით თუ არა, თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. განსხვავებული შეხედულების გამო ოჯახის წევრებთან შესაძლოა იკამათოთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს საბუთებთან მუშაობა, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სამოქმედო გეგმის შედგენა გელით. რომელიღაც ნათესავი თქვენთან შეხვედრას და ძველი პრობლემის ერთობლივი ძალებით მოგვარებას ცდილობს. ამ დღეს სიტყვაზე არავის ენდოთ და ნებისმიერ საკითხზე მტკიცებულებები მოითხოვეთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ფინანსურ საკითხებში მოსალოდნელია ცვლილებები. ხელსაყრელი დღეა ფულის ინვესტირების, მაგალითად, ბანკში ანაბრის გახსნის ან სახლისთვი ძვირად ღირებული ნივთი შეძენისთვის. პარტნიორი ან სხვა ვინმე თქვენი გარემოცვიდან თქვენზე ზეწოლას ან მანიპულირებას ეცდება, მაგრამ ამის გამო სკანდალი არ უნდა ატეხოთ. უმჯობესია, მშვიდად დააკვირდეთ, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

საკმარისი ენერგია და სურვილი გაქვთ, რომ ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. მიზნისკენ თავდაჯერებულად მიიწევთ და თქვენი იდეების ან თვალსაზრისის სისწორეში ოპონენტების დარწმუნება არ გიჭირთ. ოჯახში საკმაოდ მეგობრული და გულწრფელი ატმოსფეროა დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. დროა, საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ - ჰკითხეთ, რა აწუხებთ და რთულ სიტუაციაში დახმარებას დაჰპირდით. თქვენს თვალში ზოგმა ადამიანმა ფასი დაკარგა და სასურველია მათგან გათავისუფლდეთ. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომელსაც თქვენი შურს..

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს მთელ ენერგიას ფინანსური საკითხების მოგვარებაზე დახარჯავთ. ეცადეთ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მშვენიერი დღეა სოციალური ღონისძიებებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სამსახურში მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება გელით. მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც თქვენზე პირდაპირ გავლენას მოახდენს. შესაფერისი დღეა ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანთან ურთიერთობისა და სახელმწიფო უწყებებში ვიზიტისთვის. ოჯახის წევრებთან არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა თქვენ მოგიწევთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის