USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 26 აგვისტო?
Date:  1978

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა. ის შეიძლება რთულიც აღმოჩნდეს, მაგრამ სწორედ ამ დღიდან დაიწყება სასიკეთო ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. დაბრკოლებებს, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით, გზიდან იშორებთ. ამას რა თქმა უნდა, დიდი ძალა სჭირდება და ყველაზე ენერგიული ვერძებიც კი თავს გამოფიტულად იგრძნობენ.

ყურადღებით დააკვირდით რა ხდება თქვენ გარშემო, შეადარეთ ფაქტები და დასკვნები გამოიტანეთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თქვენს წამოწყებებს დიდი მომავალი აქვს. ეს როგორც სამსახურს, ისე პირად ურთიერთობებსაც ეხება. მაგალითად, შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ რომანში გადაიზარდოს, რომელიც ქორწინებით დაგვირგვინდება.

ამ დღის ამოცანაა, არ იჩქაროთ და არ იზარმაცოთ. ზოგჯერ სასურველი შედეგის მისაღწევად დროა საჭირო.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

წარმატების მისაღწევად მოქმედების თავისუფლება გჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. გარშემო მყოფები თქვენში ხედავენ ძლიერ ადამიანს, რომლის აზრები და პოზიცია ყურადღებას იმსახურებს. შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მათთან, ვისგანაც რაღაცის სწავლა შეიძლება.

ამ დღეს მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ. მალე იპოვით შესაძლებლობას, რომ საკუთარი ცოდნა ფულად აქციოთ.

.კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობაში სიფხიზლე და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ზოგიერთ კირჩხიბს უსიამოვნო სიურპრიზები ელის - მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. თუ ვინმე დაჟინებით ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას, ფხიზლად უნდა იყოთ - სავარაუდოდ, ის თქვენი ნდობის მოპოვებას ცდილობს, რათა საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ყველაზე რთულ და დახლართულ საქმესაც კი ადვილად უმკლავდებით. ეცადეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ - შეძენილი ცოდნა და უნარები ძალიან მალე გამოგადგებათ. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები მოაგვაროთ - როდესაც საქმე ფულს ეხება, თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით კარგად მუშაობს.

ყოველდღიურ საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით და საკმარისი დრო დაგრჩებათ, რათა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა განახორციელოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

რთული დღე გელოდებათ და ეცადეთ, ამისთვის წინასწარ მოემზადოთ. არაკეთილსინდისიერი ადამიანების გარდა, ბრძოლა მოგიწევთ საკუთარ ემოციებთანაც, რომლებიც დროდადრო დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ. გირჩევთ ყოველი სიტყვა აწონ-დაწონოთ, რადგან ამ დღეს კონფლიქტი შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა გამოიწვიოს.
აკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით, ანუ მოაგროვეთ და შეისწავლეთ ინფორმაცია, გამოიტანეთ დასკვნები და დასახეთ გეგმები - კონკრეტული მოქმედებისთვის შესაფერისი დრო ჯერ არ დამდგარა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს სირთულეები მოსალოდნელია, მაგრამ მათ გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ. ზოგადად, სიტუაცია არც ისე ცუდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ. უნდა მიხვდეთ, როდის შეიძლება მოვლენების განვითარებაზე გავლენა მოახდინოთ და როდის არა. ოჯახში და სამსახურში მცირე უთანხმოება გელით, მაგრამ ეს დროებითი პრობლემებია, რომლებსაც მალე გადალახავთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

სასიკეთო ცვლილებები გელით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მოვლენების განვითარება დამოკიდებულია თქვენს გარემოცვაზე და მოკავშირეების სწორად არჩევაზე. შეეცადეთ, გვერდით ისეთი ადამიანები გყავდეთ, რომლებიც არა მარტო კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში, არამედ კონკურენტების მოგერიებაშიც დაგეხმარებიან.

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს არა მარტო საკუთარი თავისთვის, გარშემო მყოფებისთვისაც ბევრი საქმის გაკეთება შეგიძლიათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღე საუკეთესოა დასვენებისთვის, მაგრამ თუ დასვენების საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ, საკუთარ თავზე იმუშაოთ - ეს ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე ნებისმიერი თანამშრომლობა.

გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ, მაგრამ მეგობრებთან და ნათესავებთან მეტი დრო გაატაროთ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ - ის შეიძლება, ყალბი იყოს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ, რადგან დილა ამ დღის ყველაზე წარმატებული დროა. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ახალი მოკავშირეები იპოვოთ და მიიღოთ ფული, რომელიც ძალიან გამოგადგებათ.

დღის მეორე ნახევარი დილისგან რადიკალურად განსხვავდება. სამუშაოს დაწყება და მით უმეტეს დასრულება ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან ოცნების ღრუბლებში დაფრინავთ და რეალურ პრობლემებს ვერ ხედავთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დატვირთული და საინტერესო დღეა. ყველას დაუმტკიცებთ, რომ დამოუკიდებლად მოქმედება შეგიძლიათ და მუდმივი მხარდაჭერა, მფარველობა და გაუთავებელი რჩევები არაფერში გჭირდებათ.

შესაძლებელია უთანხმოება და კონფლიქტი მენეჯმენტთან, თუმცა არ შეგეშინდეთ – საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებთ და პატივისცემას დაიმსახურებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღე გელით. დროა, არაკეთილმოსურნეებთან ღია ბრძოლაში ჩაერთოთ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოთ.

თქვენ შეგიძლია შესანიშნავი შედეგები მიიღოთ იქ, სადაც სხვებს არ შეუძლიათ, რადგან სირთულეებისა და ექსპერიმენტების არ გეშინიათ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე გელით.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way