USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 თებერვალი?
თარიღი:  636

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
დღის მოვლენები: ბევრი ფიქრი და ცოტა მოქმედება – რაღაც გაწუხებს, მაგრამ გადაწყვეტას არ ჩქარობ.
ოჯახი: ახლობლებთან საუბარში მოულოდნელად საინტერესო ინფორმაცია გაიგებ.
ბიზნესი: დაგეგმე მომავალი ნაბიჯები, მაგრამ დღეს ხელშეკრულებებზე ხელმოწერა არ ღირს.
სიყვარული: შეიძლება იგრძნო, რომ პარტნიორი ზედმეტად მოგთხოვნია – დროა ღიად დაელაპარაკო.
კარიერა: ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება არ ღირს – იზრუნე იმაზე, რაც მართლა გეკუთვნის.
სამსახური: უფროსობა შენგან მეტს ელის, ვიდრე მზად ხარ გასაკეთებლად – განსაზღვრე საზღვრები.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
დღის მოვლენები: ბევრი წვრილმანი შეგაწუხებს, მაგრამ საერთო სურათი ცუდი არ არის.
ოჯახი: შეიძლება ოჯახში რაღაც სახალისო ამბავი მოხდეს, რაც განწყობას აგიმაღლებს.
ბიზნესი: ფულის მართვის დროს ფრთხილად იყავი – ზედმეტ ხარჯს ერიდე.
სიყვარული: მარტოხელებს ახალი ნაცნობობა ელით, მაგრამ ბევრის მოლოდინი ნუ გექნება.
კარიერა: კოლეგებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანი გახდება – მშვიდად იმოქმედე.
სამსახური: ახალი დავალებები შეიძლება დაგაკისრონ, მაგრამ ბოლომდე გაარკვიე, რას ითხოვენ შენგან.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
დღის მოვლენები: მრავალფეროვანი დღეა – რამდენიმე საკითხს ერთდროულად უნდა მიხედო.
ოჯახი: მცირე უთანხმოება მოსალოდნელია, მაგრამ არ ღირს ნერვიულობა.
ბიზნესი: ინოვაციური იდეა შეიძლება გაგიჩნდეს, მაგრამ ჯერ ბოლომდე გაწერე, სანამ დაიწყებ.
სიყვარული: ძველი ნაცნობი შეიძლება კვლავ გამოჩნდეს – დაფიქრდი, გინდა თუ არა ეს.
კარიერა: დროა, შენი შესაძლებლობები დაამტკიცო – გადამწყვეტი მომენტია.
სამსახური: ერთდროულად რამდენიმე საკითხზე ფიქრი მოგიწევს – ნუ გადაიტვირთავ.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
დღის მოვლენები: ემოციები უფრო მეტად გაბრკოლებს, ვიდრე გარემოებები.
ოჯახი: ახლობლებისგან მხარდაჭერას იგრძნობ, მაგრამ თავადაც არ დაიშურო ზრუნვა.
ბიზნესი: დღეს დიდ რისკებს ნუ აიღებ, ჯერ ყურადღებით გაერკვიე დეტალებში.
სიყვარული: პარტნიორისგან მეტ სითბოს მოითხოვ, მაგრამ თავად როგორ იქცევი?
კარიერა: ზედმეტი ემოციები საქმეში ხელს შეგიშლის – თავი მოთოკე.
სამსახური: ვიღაც შეიძლება არასწორად გაიგოს შენი სიტყვები – იყავი ზუსტი და მკაფიო.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
დღის მოვლენები: მცირე სირთულეებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოს, მაგრამ სიტუაცია გამოსწორებადია.
ოჯახი: ოჯახში შენი ენერგია ყველას სჭირდება – იყავი მხარდამჭერი.
ბიზნესი: ახალ შესაძლებლობებს ნუ დაკარგავ – რაღაც საინტერესო შეიძლება გამოჩნდეს.
სიყვარული: ქარიზმა დაგეხმარება, მაგრამ პარტნიორის ემოციებიც გაითვალისწინე.
კარიერა: თუ ლიდერის პოზიცია გინდა, ინიციატივა უნდა გამოიჩინო.
სამსახური: ზედმეტად ნუ დაიტვირთავ – რაც ვერ მოასწარი, ხვალისთვის გადადე.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დღის მოვლენები: გეგმები უცნაურად შეიცვლება, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოგებას მოგიტანს.
ოჯახი: ვიღაცას შენი რჩევა სჭირდება – არ დაიზარო დახმარება.
ბიზნესი: თანამშრომლებთან ან პარტნიორებთან კონფლიქტი არასასურველია – დიპლომატია გამოიყენე.
სიყვარული: ურთიერთობაში ცვლილებები მოსალოდნელია – შენს სურვილებზე იფიქრე.
კარიერა: სიზუსტე გადამწყვეტი იქნება – ნუ დაუშვებ შეცდომებს.
სამსახური: დეტალებზე ფოკუსირება დღეს აუცილებელია – ყურადღება არ მოადუნო.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
დღის მოვლენები: დღეს შენი არგუმენტები სხვებზე იმოქმედებს – სწორად გამოიყენე.
ოჯახი: მცირე უთანხმოება შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ დრამას ნუ გაამძაფრებ.
ბიზნესი: ფულის დაზოგვის გზებზე დაფიქრდი – მომავალში გამოგადგება.
სიყვარული: მეტი სითბო და ყურადღება გამოიჩინე – პატარ-პატარა ჟესტებიც მნიშვნელოვანია.
კარიერა: დღეს გადაწყვეტილებებს სწრაფად უნდა მიიღო.
სამსახური: კოლეგებთან ურთიერთობაში მეტი დიპლომატია გჭირდება.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
დღის მოვლენები: რაღაც საკითხი მოულოდნელად მოითხოვს შენს ჩარევას.
ოჯახი: დღეს მეტისმეტად დაძაბული ხარ – ოჯახის წევრებს ზედმეტი ნუ დააკისრებ.
ბიზნესი: ახალი პროექტები ცოტა ხანს დააყოვნე – ჯერ ყველაფერი ნათელი არ არის.
სიყვარული: ემოციებს ნუ დაუმალავ, მაგრამ ზედმეტი დრამაც არ ღირს.
კარიერა: დროა, შენი უნარები სხვებსაც დაანახო.
სამსახური: ზედმეტი საქმე თუ დაგაწერეს, უარის თქმა ისწავლე.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
დღის მოვლენები: მოულოდნელ სიახლეს მოისმენ, რომელიც შენზე პირდაპირ იმოქმედებს.
ოჯახი: ახალი ამბავი ოჯახში ცვლილებებს მოიტანს.
ბიზნესი: დროა, არსებული რესურსები უკეთ გამოიყენო.
სიყვარული: ვიღაც შენს ყურადღებას ელოდება – ინიციატივა გამოიჩინე.
კარიერა: არ უგულებელყო დეტალები – დღეს ისინი გადამწყვეტია.
სამსახური: გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანია – ინდივიდუალურად ყველაფერს ვერ მოერევი.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დღის მოვლენები: შენი გეგმები სხვებისგან მეტ მხარდაჭერას საჭიროებს.
ოჯახი: ვიღაცას შენი მხარდაჭერა სჭირდება – არ დაიზარო.
ბიზნესი: დღეს ფრთხილად იყავი ფინანსებთან დაკავშირებით.
სიყვარული: მცირე უთანხმოება მოსალოდნელია – ემოციებს ნუ აჰყვები.
კარიერა: დროა, შენი იდეები გააჟღერო.
სამსახური: დეტალებზე ყურადღება გაამახვილე – შეცდომები თავიდან აირიდე.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
დღის მოვლენები: დღე საკმაოდ არასტაბილურია – ემოციურადაც და პრაქტიკულადაც.
ოჯახი: ძველი კონფლიქტი შეიძლება ისევ ამოტივტივდეს – სჯობს, მშვიდად მოაგვარო.
ბიზნესი: თუ ახალი გარიგება გინდა, ჯერ დეტალები კარგად გადაამოწმე.
სიყვარული: მოულოდნელი შეხვედრა ან შეტყობინება შეიძლება ძველი გრძნობები გაგიცოცხლოს.
კარიერა: დღეს ინოვაციური იდეები გაგიჩნდება – მთავარია, სწორად წარადგინო.
სამსახური: კოლეგები შენს იდეებს კარგად მიიღებენ, მაგრამ სჯობს, ზედმეტი არ იჩქარო.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
დღის მოვლენები: ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერი გაქვს – მას ენდე.
ოჯახი: დროა, ოჯახის წევრებისთვის მეტი ყურადღება დაუთმო.
ბიზნესი: დღეს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ნუ დაგეგმავ – ჯერ დასკვნები გააკეთე.
სიყვარული: რომანტიკული განწყობა გაქვს, მაგრამ პარტნიორის რეაქცია შეიძლება განსხვავებული იყოს.
კარიერა: დღეს ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებ – რაც შეგიძლია, ის შეასრულე.
სამსახური: გონიერება დღეს გადაგარჩენს – ზედმეტი დაპირებები არ გასცე.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.