USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 თებერვალი?
თარიღი:  4114

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს სარისკო აქტივობებს უნდა მოერიდოთ, რათა რაღაც ძვირფასი არ დაკარგოთ. ეცადეთ, რომ მატყუარა და აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას თავი აარიდოთ - თუ თქვენი მოტყუება ვერ შეძლეს, განწყობას აუცილებლად გაგიფუჭებენ. თუ მოახერხებთ, მოსაწყენი საქმეების კეთება სამომავლოდ გადადეთ და ამ დღეს მხოლოდ ის აკეთეთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

საქმის საბოლოო შედეგი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, დილიდან ოპტიმისტურად განეწყოთ და ყველაფერში დადებითი მხარე დაინახოთ. ამ დღეს ექსპერიმენტებისგან თავის შეკავება და კარგად ნაცნობი გზით სიარული სჯობს. უფრო მეტიც - უცნობ ადამიანებთან ურთიერთობასაც უნდა მოერიდოთ და მთელი დღე ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს მიხვდებით, თუ რამდენად სწორი იყო თქვენი ძველი გადაწყვეტილებები. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ძველი შეცდომები გამოასწოროთ და მოძრაობის ვექტორი შეცვალოთ. ზოგი იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, შეიძლება ახლავე განახორციელოთ. ამ დღეს დაწყებული ნაცნობობა უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

სიფრთხილე გამოიჩინეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებსაც კარგად არ იცნობთ - გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დღეს გაგილამაზებთ და განწყობას აგიმაღლებთ. ამ დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობა თქვენს კარიერულ ზრდას დაეხმარება. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და უსმინეთ საკუთარ ინტუიციას.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. გამორიცხული არ არის, რომ ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, რომელსაც დიდი ხნის წინ, უმნიშვნელო კამათის გამო დაცილდით. ამ დღეს ახალი, რთული საქმეების დაწყება არ უნდა სცადოთ, პირიქით, ყურადღება წარსული შეცდომების გამოსწორებაზე ან დაწყებულის დასრულებაზე გაამახვილეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს საკუთარი აზრის მტკიცება და ორატორობის დემონსტრირება მოგიწევთ. ეს პროფესიულ სფეროში დაგეხმარებათ და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. მოერიდეთ გულწრფელ საუბრებს, რათა შემთხვევით საკუთარი ან სხვისი საიდუმლო არ გასცეთ და მოგვიანებით უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოემზადეთ რთული დღისთვის, როდესაც პრობლემა შეიძლება ყველაზე უწყინარ სიტუაციაშიც კი გაჩნდეს. არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა ახლობელი ადამიანების ან კოლეგებისთვის - ეს საქმეს გაგიმარტივებთ და მიზნის მიღწევას გაგიადვილებთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და უსიამოვნო სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მიმართეთ. უცნობებმა ადამიანმა შეიძლება შესანიშნავი იდეა მოგაწოდოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეცადეთ, შესაძლებლობა გამოიყენოთ - პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ და ნაყოფიერ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ინტუიცია უსიამოვნებებისგან გიხსნით, ამიტომ ყურადღებით უნდა უსმინოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს დაწყებული კავშირი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დიდია იმის ალბათობა, რომ ვიღაცამ არასწორი ინფორმაციით თქვენი მოტყუება სცადოს. გირჩევთ, ფაქტები კარგად შეამოწმოთ და ალტერნატიული წყაროები მოძებნოთ. ოპტიმიზმი და კარგი განწყობა პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებას მიაღწევთ. თუ საქმესთან გამკლავება გიჭირთ, დახმარება ახლობელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსაფიქრებელი დრო ითხოვოთ. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღების - ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს საფულეს გახსნას უნდა მოერიდოთ. შეიძლება იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე საჭიროა და რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. კრიტიკულად შეაფასეთ ყველაფერი, რასაც დღეს შემოგთავაზებენ და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ. კითხვების დასმის ნუ მოგერიდებათ, რათა სიტუაციაში კარგად გაერკვეთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თუ შესაძლებელია, ამ დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და ასეთი საქმეები სხვა დროისთვის გადადეთ. ოჯახის წევრები პრობლემებს თავიდან აგარიდებენ, ამიტომ შეგიძლიათ, დახმარება სთხოვოთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ის გამოსავალს დაგანახვებთ. ამ დღეს თავში ბევრი ახალი იდეა მოგივათ და უახლოეს მომავალში მათი განხორციელების საშუალებაც მოგეცემათ.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.