USD 2.7207
EUR 2.9509
RUB 2.8314
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 სექტემბერი?!
 535

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

შესანიშნავი დღეა ძალების აღდგენის, გართობისა და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობისთვის. გადაწყვეტილების მიღების დროს ნუ აჩქარდებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე გრძელვადიან პროექტს ან ფინანსურ ხარჯებს ეხება.

მცირე შესყიდვები წარმატებულები იქნება, მაგრამ თუ ნივთებს საკუთარი თავისთვის კი არა, სხვისთვის შეიძენთ.

.კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ არ იჩქარებთ, წარმატებული და სასიამოვნო დღე გელით. ჩანაფიქრის განხორციელება ისე ადვილი არ იქნება, როგორც გეგონათ. არ ინერვიულოთ. მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ მოგვიანებით.

შემთხვევით ნაცნობობას შეიძლება რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დღის დასაწყისში შეიძლება სირთულეებს შეეჯახოთ, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - ამ დღეს თქვენი მზრუნველობა და მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ.

გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ბიზნესინტერესებს იზიარებენ. ახალი იდეების არაფორმალურ გარემოში განხილვა თქვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის შესანიშნავი დღეა. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც მალე აუცილებლად დაგჭირდებათ.

ხელსაყრელი გარიგების წყალობით, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ნუ ეცდებით, ნებისმიერ ფასად ყურადღების ცენტრში მოხვედრას - ვინც დაინტერესებულია, აუცილებლად შეგნიშნავთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გსურთ დაისვენოთ, განიტვირთოთ, ბედს მიენდოთ და უბრალოდ დაელოდოთ, სანამ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება, მაგრამ სიტუაცია თქვენს მოქმედებას მოითხოვს.

ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. საერთო ენას მათთანაც კი ვერ პოულობთ, ვისაც კარგად იცნობთ. ფულთან ფრთხილად უნდა იყოთ - იმაზე მეტს ხარჯავთ, ვიდრე საჭიროა.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დატვირთული, ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. ძალითა და ენერგიით ხართ სავსე და შეგიძლიათ ის მიიღოთ, რაც გსურთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის - ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება არ გიჭირთ.

ბევრი ქალწული ფულის შოვნის საშუალებას იპოვის. საღამო შესანიშნავი დროა გართობისა და სტუმრების მიღებისთვის.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვერცერთი გაუთვალისწინებელი გარემოება გზიდან ვერ აგაცდენთ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ.

მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს შეეჯახებით, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ - თუ არ იზარმაცებთ, ისეთ შედეგს მიიღებთ, როგორზეც არასოდეს გიოცნებიათ. უშრეტი სასიცოცხლო ენერგია საშუალებას გაძლევთ, რომ ყველა კონკურენტი გზიდან ჩამოიცილოთ.

გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს ღირსეულად დააფასებენ. მზად ხართ რისკისა და ექსპერიმენტებისთვის და ხშირად აკეთებთ იმას, რასაც თქვენგან არავინ ელის - ამან შეიძლება თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა ძველი გეგმებისა განსახორციელებლად. დღეს შეგიძლიათ ის გააკეთოთ, რისი გაკეთებაც ადრე არ შეგეძლოთ და გადაუჭრელი ჩანდა. შესაძლებლობა გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანს დაეხმაროთ.

ზოგი მშვილდოსანი ბიზნესგეგმის განხორციელებისთვის საჭირო ფულს მიიღებს. არ იზარაცოთ - ეს დღე უამრავ შესაძლებლობას გთავაობთ, რომ საკუთარი ან ახობელი ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგრამ სითამამე ყველა თხის რქას არ ყოფნის.

მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერა თავდაჯერებას შეგმატებთ. დღის მეორე ნახევარი ქაოსსა და აურზაურში ჩაივლის. მოულოდნელი პრობლემების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

საინტერესო შეხვედრებისა და სასიამოვნო ნაცნობობის დღეა. შესაძლებლობა გექნებათ, რომ გამოცდილ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ და ინფორმაცია გაუზიაროთ.

ხელსაყრელი დღეა ცხოვრების ყველა სფეროში ინიციატივის გამოჩენისთვის. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი დაიწყოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დროა მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ, რასაც დიდი ხანია, აჭიანურებთ. ამ დღეს ნებისმიერი ამოცანის შესრულებას შეძლებთ, თუნდაც გარემოებები თქვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

საღამოს ბევრ თევზს მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრა ელის.

region
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way