USD 2.7226
EUR 3.1909
RUB 3.4120
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 ნოემბერი?
Date:  2615

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. შესაძლოა, მეგობრებმა დახმარება გთხოვონ. ეცადეთ დრო გამონახოთ და დაეხმაროთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სტრესული სიტუაცია. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეცადეთ, პირად ურთიერთობებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. გამონახეთ დრო, რომ საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. სავარაუდოდ, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რაზედაც მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ, დიდხანს იძინოთ, ლოგინში ინებივროთ, საყვარელ ფილმს უყუროთ და გარშემო ყველა საზრუნავი დაივიწყოთ. ამჟამად თქვენს სხეულს დასვენება და ემოციური „რესტარტი“ სჭირდება. თუ მუშაობა გიწევთ, ნუ აჩქარდებით, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმოქმედეთ. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თქვენი აზრები და გეგმები უნდა დაალაგოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი რისკები და შედეგები უნდა გაითვალისწინოთ. ურთიერთობაში მოსალოდნელია უსიამოვნო ინციდენტი, თუმცა იუმორის გრძნობა სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარებათ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით. ახლა მისი შესრულების დროა.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ და დაასრულეთ საქმე, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით. ვარსკვლავები წარმატებულ და საინტერესო დღეს გპირდებიან. მთავარია, ამ შანსით ისარგებლოთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ გააფუჭოთ. საღამოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნაც შეძლოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სასურველია ეს უქმე დღე მართლაც უსაქმურობაში გაატაროთ და მთელი ყურადღება საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს დაუთმოთ. ნუ უპასუხებთ საქმიან ზარებს და ნუ იფიქრებთ სამუშაო პრობლემებზე. სრული უფლება გაქვთ, რომ განმარტოებით მოდუნდეთ ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე ურთიერთობების გასარკვევად არ გამოდგება. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ და თქვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას მოუხდება. შეეცადეთ, რომ წლის ბოლოს დროც და ფინანსებიც უფრო რაციონალურად ხარჯოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თქვენი საქმიანი ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ცვლილებას თვალი ადევნოთ და ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჩამოწეროთ იდეები, რომლებიც თავში მოგივათ - შეიძლება ზოგი მათგანი მალე განხორციელდეს და კარგი მოგება მოგიტანონ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ყველაზე მეტად უწესრიგობა გაღიზიანებთ და ცდილობთ ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოთ. მშვენიერი დღეა სახლის დალაგებისა და პირად ურთიერთობებზე ფიქრისთვის. შესაძლოა, რაღაცაზე უარის თქმა მოგიწიოთ. თუ ასე მოხდა, ეცადეთ, უარყოფითი გამოცდილება წარსულში დატოვოთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გადადგით რამდენიმე ნაბიჯი თქვენი ოცნებისკენ, გეგმა შეიმუშავეთ და იპოვეთ ადამიანები, რომლებიც მის განხორციელებაში დაგეხმარებიან. თქვენს ცხოვრებაში მალე დიდი ცვლილებები მოხდება და მზადება ახლავე უნდა დაიწყოთ. ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ რამდენიმე საქმეს ერთდროულად გაუმკლავდეთ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული დონე დაბალია, ამიტომ რთულ დავალებებს უნდა მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება მოგიწევთ, რაც იმედგაცრუებას და ნერვიულობას გამოიწვევს. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, უფრო რბილი და დამთმობი იყოთ და უსიამოვნო თემებს მოერიდოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გირჩევთ, დილიდან პრიორიტეტები განსაზღვროთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. ყველაფრის ერთდროულად კეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ნუ ეცდებით ოპონენტებზე ზეწოლას და მათ აზრს პატივი ეცით.

analytics
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way