USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 მარტი?
дата:  802

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მარტისთვის:

ვერძი

ხელსაყრელი დღეა რთულ ამოცანებთან გასამკლავებლად და გადადებული საქმეების დასასრულებლად. პოზიტიური განწყობა, საქმის გარდა, პირად ურთიერთობებშიც დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზი და საბედისწერო შეხვედრა გელით.

კურო

მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეა, დილიდან სამუშაო განწყობას და აქტიურობის სურვილს გრძნობთ. მშვენიერია, ადრე დაწყებული პროექტების დასრულება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ეცადეთ, თქვენი ჰობისთვისაც დრო გამონახოთ, რადგან ის შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს.

ტყუპები

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სირთულეები არ გაშინებთ, რადგან გარშემომყოფები გამუდმებით დახმარებას და მხარდაჭერას გთავაზობენ. თუ სიზარმაცეს დაძლევთ და დასვენების დღეს მუშაობას დაუთმობთ, ხელმძღვანელობა ამას აუცილებლად დააფასებს და ფინანსურად წაგახალისებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ ურთიერთობებში მეტი ტაქტი და პატივისცემა უნდა გამოიჩინოთ. ერთი დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით შეიძლება თანამოსაუბრე გაანაწყენოთ და შეურაცხყოთ. ეცადეთ. უსაქმოდ არ გაჩერდეთ - ამ დღეს როგორც სახლში, ისე სამსახურში საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და სასურველ შედეგს მიიღებთ.

ლომი

დროა, სახლის დასუფთავებასა და მოწესრიგებაზე იზრუნოთ. ხელსაყრელი დღეა მცირე რემონტის ან ავეჯის გადაადგილებისთვის. არც საკუთარი თავი დაივიწყოთ - გირჩევთ, საგაზაფხულოდ სტილის შეცვლა და სილამაზის სალონში ვიზიტი დაგეგმოთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრების მოსვლა განწყობას გაგიხალისებთ.

ქალწული

იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, დაიწყეთ გამაჯანსაღებელი დიეტა. გირჩევთ, მძიმე ფიზიკურ ან გონებრივ მუშაობას მოერიდოთ. ეცადეთ, სასიამოვნოსა და სასარგებლოს შორის ოქროს შუალედი მოძებნოთ და თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს მოგიტანთ.

სასწორი

შესაფერისი დღეა განმარტოებისა და სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის. ეცადეთ, ბოლო დროინდელი მოვლენები გააანალიზოთ - გაიხსენეთ, რა გაკეთდა და რას სჭირდება დამატებითი ძალისხმევა. უმჯობესია ყველანაირი ურთიერთობა შეზღუდოთ და მსუბუქი საქმით დაკავდეთ. თუ საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვევით, გადაწყვეტილებას ადვილად იპოვით.

მორიელი

ამ დღეს საკუთარ გეგმებს უნდა მიჰყვეთ და სხვა ადამიანების წესებზე ან მოლოდინებზე ნაკლები იფიქროთ. ნუ დარჩებით საკუთარ ფიქრებთან მარტო - სასურველია, მიმდინარე საქმეებზე და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ახლობელ ადამიანებთან ერთად იზრუნოთ. საღამოს დრო გამონახეთ მეგობრებთან ან თანამოაზრეებთან შესახვედრად.

მშვილდოსანი

ყტოველმხრივ წარმატებული და ხელსაყრელი დღეა. თუ დასვენების ნაცვლად, მუშაობა გიწევთ, გირჩევთ ეს კოლეგებთან ან თანამოაზრეებთან ერთად გააკეთოთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა დიდ სარგებელს მოგიტანთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა

ეცადეთ, ოპტიმისტურად განეწყოთ და უსიამოვნო წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. ამ დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება საგულდაგულო განხილვას მოითხოვს. ნუ იჩქარებთ საკუთარი აზრის გამოხატვას, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ.

მერწყული

სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფულთან დაკავშირებული სირთულეები სწრაფად გადაჭრათ და არავითარ შემთხვევაში სამომავლოდ არ გადადოთ. მოსალოდნელი კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ.

თევზები

მეგობრის დახმარებით, შესაძლოა, წარმატებით გადაჭრათ პრობლემა, რომელიც მუდმივად თავს გახსენებთ. ენერგიით სავსე ხართ და ვარსკვლავების მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე გრძნობთ. ეცადეთ, ეს შანსი მიზნის მისაღწევად გამოიყენოთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати