USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 მარტი?
თარიღი:  1573

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, გუშინდელი საქმეები დროულად დაასრულოთ. თუ დახმარება გჭირდებათ, ამის პირდაპირ თქმა ნუ მოგერიდებათ. ცდილობთ, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი იპოვოთ და ამ იმპულსს არ უნდა შეეწინააღმდეგოთ - შესაძლებელია, სოციალური მდგომარეობა ან კარიერა მალე გაიუმჯობესოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დილიდან რთული ამოცანის წინაშე დადგებით და იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბევრი სამუშაო გაქვთ, მაგრამ შესაძლებლობები, რომელსაც ბედი გთავაზობთ, ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თუ პრობლემებს საღამომდე მოაგვარებთ, მეგობრებთან შეხვედრის დროც დაგრჩებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, მთავარია, არ იზარმაცოთ და მონდომება გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობების შესახებ უამბოთ. საუბრის დროს გაურკვევლობას უნდა მოერიდოთ. ადამიანებს საკუთარ სურვილებზე ან ეჭვებზე პირდაპირ უნდა უთხრათ - მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგისმენენ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დღის პირველ ნახევარში წვრილმან უსიამოვნებებს უნდა გაუმკლავდეთ. ამ დღეს თქვენი წარმატება მეტწილად სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული, ამიტომ გარშემომყოფებს ყურადღებით მოუსმინეთ და მათ მოსაზრებებს დაეთანხმეთ. თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და თუ ვერაფერს ცვლით, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რთული, კონფლიქტური დღისთვის უნდა მოემზადოთ. სირთულეების მიუხედავად, გარკვეული საკითხების მოგვარებას და დისკუსიებში გამარჯვებას შეძლებთ. ემოციების მიუხედავად, ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი და მშვიდი დამოკიდებულება შეინარჩუნოთ და შეურაცხყოფა არავის მიაყენოთ. თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა რამედ გიღირთ, არ უნდა აწყენინოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

რთული დღეა, რომელიც ბევრ სანერვიულოს მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მომხდარს მშვიდად შეხვდეთ და გონივრულად იმოქმედოთ. საშუალება გექნებათ, რომ უფროსი და კოლეგები თქვენი საუკეთესო პროფესიული თვისებებით გააოცოთ. ამ დღეს ჩვეულის საზღვრებს არ გასცდეთ, რადგან ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი - არაეფექტური.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, თქვენი ინტელექტუალური უნარები სწორად გამოიყენოთ და სტრესული საქმე დროულად დაასრულოთ. ამ შემთხვევაში შანსი გექნებათ, რომ საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ და საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად უპირატესობა გუნდურ მუშაობას უნდა მიანიჭოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დღევანდელი მოვლენები გაიძულებთ, რომ გარშემო განვითარებულ მოვლენებს სხვა თვალით შეხედოთ და ვიღაცის ან რაღაცის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ, ამიტომ ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ და აზრები მკაფიოდ გამოხატოთ. ამ დღეს აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მორიელის გაკრიტიკება ან უკმაყოფილების გამოხატვა სურთ, მაგრამ ეცადეთ, ეს მშვიდად მიიღოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სავარაუდოდ, მოსაწყენი და ერთფეროვანი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მდიდარი წარმოსახვის დახმარებით, ყველა დავალებას სწრაფად დაასრულებთ და დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. სასიამოვნო თანამოსაუბრე დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანთან საუბარი დაგამშვიდებთ და თავდაჯერებას შეგმატებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

პრინციპულობა და მიზანსწრაფულობა სასურველი შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ. თუ საჭიროა, კიდეც უნდა გარისკოთ, რადგან არის შანსი, მიიღოთ ის, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ფრთხილად იმოქმედეთ და ყოველი ნაბიჯი გათვალეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

რთული დღეა. დილიდან მოულოდნელ პრობლემებთან გამკლავება მოგიწევთ, მაგრამ პოზიტიური განწყობა და ერთგული მეგობარი ამაში დაგეხმარებათ. ყველაზე მეტად კომპრომისების პოვნა და შეთანხმების მიღწევა გიჭირთ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას მეტი დრო დასჭირდება.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ვარსკვლავები გირჩევენ, მომხდარის გასააზრებლად აქტივობა შეამციროთ და ცოტა ხნით დაისვენოთ. დროა, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თქვენი ქმედებების შესაძლო რისკები გამოთვალოთ. ფრთხილად იყავით - ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.