USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 მაისი?
дата:  8136

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თუ არ გსურთ ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნათ, მძიმე ფიზიკურ და გონებრივ შრომას უნდა მოერიდოთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რადგან ამ დღეს შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა გაგაღიზიანოთ. მყუდრო გარემოში დასვენება და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

მშვიდი გარემო და პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, რომ ეს დღე აქტიურად და ნაყოფიერად გაატაროთ. გახსოვდეთ, რომ სტრესი და ნერვიულობა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად ისახება. სანამ ახალ, მნიშვნელოვან პროექტს დაიწყებთ, ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ყალბი დაპირებები არ გასცეთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო იდეა გეწვევათ და ეცადეთ დაიმახსოვროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. ვარსკვლავების მხარდაჭერით შეგიძლიათ ნებისმიერ რთულ დავალებას გაუმკლავდეთ და სასურველ მიზანს მიაღწიოთ. ყურადღებითა და პასუხისმგებლობით სავსე ხართ, ამიტომ უმცირეს წვრილმანებსაც კი ამჩნევთ. ადამიანებს თქვენი ბუნებრიობით და გულწრფელობით ხიბლავთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

რთული და არახელსაყრელი დღეა. მუშაობაზე კონცენტრირება გიჭირთ. დავალების შესრულებისთვის ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდებათ, სასურველ შედეგს კი მაინც ვერ აღწევთ. გირჩევთ, ეს დღე დილიდან დაგეგმოთ და მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებით დაიწყოთ. ეცადეთ საღამოს დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის დრო გამონახოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია პრობლემები.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების გამო, ეს დღე ნებისმიერ საქმეში წარმატებას გპირდებათ. შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ახალი პროექტი ან უკვე დაწყებული დაასრულოთ. სირთულეების შემთხვევაში რჩევა და დახმარება ახლობელ ადამიანებს სთხოვეთ. ყურადღებით იყავით - სიტყვები და ინტონაცია თანამოსაუბრის ნამდვილი მიზნების გაგებაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თუ ამ დღეს ახალი, საინტერესო საქმის დაწყებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაგიმართლებთ. შესაძლოა, პირველი მცდელობა წარმატებული არ იყოს, მაგრამ თქვენი მონდომება და შეუპოვრობა წარმატებულ დასასრულამდე მიგიყვანთ. თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაოს მიმართ გამოჩენილი ერთგულება მენეჯმენტზე შთაბეჭდილებას მოახდენს. საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ყველასგან გამორჩეული, ბედნიერი დამთხვევებით ან მოულოდნელი აღმოჩენებით სავსე დღეა. გირჩევთ, ამ დღის გამოწვევებს თამამად უპასუხოთ და იღბალი სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ. უმჯობესია, სხვა ადამიანების რჩევებს ნაკლებად უსმინოთ და მხოლოდ საკუთარ შინაგან ხმას ენდოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თქვენი რჩევა ახლობელ ადამიანს ძალიან დაეხმარება, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარი აზრები თავისუფლად გამოხატოთ. ოჯახური ბიუჯეტის გონივრულად დაგეგმვა ფულის დაზოგვის და საკუთარი კეთილდღეობის გაზრდის საშუალებას მოგცემთ. რომანტიკული პაემანი ან მეგობრებთან ერთად გატარებული საღამო დადებითი ემოციებით დამუხტავთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

გრძნობთ, რომ დაიღალეთ და ძალა გელევათ, ამიტომ სავარაუდოდ, დაწყებული სამუშაოს დასრულებას ვერ შეძლებთ. გირჩევთ, ამ დღეს უპირატესობა საოჯახო საქმეების კეთებას და ეკონომიკურ საკითხებს მიანიჭოთ. დღის ბოლოს შესაძლოა უსიამოვნო შემთხვევამ განწყობა გაგიფუჭოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღისთვის რთული საქმეები ან მნიშვნელოვანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. რუტინულ სამუშაოს ბევრად უკეთ გაუმკლავდებით, მით უმეტეს, რომ ასეთი საქმე ბევრი დაგიგროვდათ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ, რადგან კოლეგებისგან ხელშეწყობას ვერ მიიღებთ. სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ, რომ პოზიტიური განწყობა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

რთულიდა დაძაბული დღე გელით, ამიტომ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ. ეცადეთ, სიზარმაცის შემოტევებს გაუმკლავდეთ, საკუთარი და სხვა ადამიანების დრო დაზოგოთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. სავარაუდოდ, ეს დღე ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სამსახურში და პირად ცხოვრებაში საქმეები თქვენთვის წარმატებით განვითარდება. ამ დღეს მნიშვნელოვანია ემოციები აკონტროლოთ და კოლეგებთან ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. დღის მეორე ნახევარში განმარტოება და მომავალზე ფიქრი პრიორიტეტების სწორად დაგეხმარებათ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати