USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 ივნისი?
თარიღი:  3154

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს საყვარელი ადამიანების რჩევებს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ. მათი დახმარებით უამრავი შეცდომის აცილებას შეძლებთ. ეცადეთ, მოსაწყენ საქმეში საინტერესო მხარეები იპოვოთ და პრობლემებს არასტანდარტული მიდგომით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარში დაგვიანება და სხვადასხვა შეფერხება გელით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ მსუბუქი სამუშაო აკეთოთ და გადაღლას მოერიდოთ. უმნიშვნელო სიმპტომი რომ დაავადებად არ იქცეს, ეს დღე დასვენებას და ძალების აღდგენას უნდა დაუთმოთ. სავარაუდოდ, საღამოს საჭირო და საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელიც თქვენს თანამოაზრედ იქცევა.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს გარშემო მყოფთა რჩევები სარგებლის მოტანის ნაცვლად, დაგაზარალებენ, ამიტომ მთავარი მრჩეველი ინტუიცია უნდა იყოს. ნუ აჩქარდებით! სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მისი მოსალოდნელი დადებითი თუ უარყოფითი შედეგები უნდა გათვალოთ, შესრულებული სამუშაო კი რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ემოციურად რთული დღეა. ყურადღების კონცენტრირება და საკუთარი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა გიჭირთ. საქმე, რომელმაც დიდი დრო წაგართვათ, ერთ ადგილზე გაიყინა, ამიტომ ჯობია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ. გირჩევთ საღამო ფიქრს და მომხდარის გააზრებას დაუთმოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

პიროვნული თვისებებისა და მომხიბვლელობის წყალობით შეიძლება საინტერესო ადამიანების ყურადღება მიიქციოთ და საკუთარი იდეებით დააინტერესოთ. ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და პირადი ცხოვრება გააუმჯობესოთ. გახსოვდეთ, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ძველი უნდა დაასრულოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერ რთულ ამოცანას ადვილად უმკლავდებით. გირჩევთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და ის გააკეთოთ, რაც ადრე წარმოუდგენლად რთული იყო. ყურადღებით მოუსმინეთ შემოსულ ინფორმაციას და შეიძლება თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მიიღოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

რთული პროექტის დაწყებას რომ მომზადებული შეხვდეთ, თადარიგი ახლავე უნდა დაიჭიროთ. ენერგიით სავსე ხართ და ყველზე რთულ დავალებებსაც კი სწრაფად და ადვილად უმკლავდებით. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფ ადამიანებს - მათგან შეიძლება ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება არ უნდა დაგეგმოთ - სწრაფად ცვლადი გარემოებების გამო, სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და წარუმატებელი პროექტის გამო ბრაზი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას შეიძლება მძიმე შეცდომა მოჰყვეს, ამიტომ ერთი ან ორი საკითხი აირჩიეთ და მხოლოდ მათზე იმუშავეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ, ცოტა ხნით სამუშაო დაივიწყოთ და მთელი დღე დასვენებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას მიუძღვნათ. თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისა და შოპინგისგან - შეიძლება ფული უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ. ყურადღებით უსმინეთ სიახლეებს - შეიძლება ზოგი ინფორმაცია თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ხელსყრელი დღეა გართობისა და მხიარულების, ახალი ადამიანების გაცნობისა და ურთიერთობებისთვის. ახალი, საინტერესო იდეები წინსვლასა და განვითარებაში დაგეხმარებათ, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ რაღაც შემთხვევის გამო ნერვიულობა მოგიწიოთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ოპტიმიზმი არ დაკარგოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მსუბუქი სამუშაოს შესრულებას და დასვენებას დაუთმოთ. შესაძლოა, თავში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეა მოგივიდეთ, ამიტომ რომ არ დაგავიწყდეთ, უნდა ჩაიწეროთ. უახლოესი გარემოცვიდან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს და ფრთხილად უნდა იყოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება. სავარაუდოდ, ბევრი საქმის კეთება და პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, თუ გრძნობთ, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარება ნათესავებს უნდა სთხოვოთ. შესანიშნავი დღეა შოპინგისთვის - ამ დღეს შეძენილი ნივთი დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიხარულს გაჩუქებთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის