USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 ივლისი?
Date:  3753

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ნუ დაიძაბებით, ამ დღეს მძიმე და შრომატევად სამუშაოს უნდა მოერიდოთ. უმჯობესია ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. კარადის ან სამუშაო მაგიდის დალაგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, თან ზედმეტ ნივთებსაც მოიცილებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დროა, საკუთარ სიამოვნებაზე იფიქროთ. შეგიძლიათ საკუთარი თავი საჩუქრით გაანებივროთ. კარგი განწყობა უსიამოვნების დაძლევაში დაგეხმარებათ და სამუშაოს დაწყების წინ ენერგიით აგავსებთ. მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები, მით უმეტეს, რომ ამის არავითარი საფუძველი არ გაქვთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დილიდან სიზარმაცესა და აპათიის შემოტევებს ებრძვით. თუ გსურთ, დასახულ მიზანს მიაღწიოთ, მძიმე და ხანგრძლივი მუშაობისთვის უნდა მოემზადოთ და მეტი იაქტიუროთ. ეცადეთ, საკუთარი პოზიციის დაცვისას ოპონენტი არ შეურაცხყოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრის ჯანმრთელობას და დაავადების პირველივე სიმპტომის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციაზე წაიყვანეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეს დღე წარმატებას გპირდებათ. მცირეოდენი მონდომება და ბევრი რთული საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. გირჩევთ პლანეტების კეთილგანწყობით ისარგებლოთ და ის საქმეები დაასრულოთ, რომლებიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გირჩევთ, გეგმები შეცვალოთ და მეორეხარისხოვანი ამოცანები სხვა დროისთვის გადადოთ. მშვიდი დღე და კარგი განწყობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. შანსი გაქვთ, რომ რთული ამოცანა წარმატებით გადაჭრათ, რაც კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

აქტიური მოქმედების დრო ჯერ არ დამდგარა. ახლა მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოძიება და სიტუაციის გაანალიზება შეძლოთ. ნუ მისცემთ რჩევას მათ, ვინც ამას არ ითხოვს, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. თუ საღამოს სახლის ნაცვლად, მეგობრების გარემოცვაში გაატარებთ, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს და ურთიერთობის გარკვევას. ამან შეიძლება დიდი სკანდალი გამოიწვიოს და რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. შეზღუდეთ ურთიერთობა და ეცადეთ, მეტი დრო მარტოობაში გაატაროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეს დღე ხელსაყრელია მუშაობისთვის, მაგრამ არა ურთიერთობისთვის, ამიტომ შეგიძლიათ კარი მიიხუროთ და დაწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ამ დღეს ახლობელი ადამიანის რჩევამ შეიძლება უფრო დაგაზიანოთ, ვიდრე სარგებელი მოგიტანოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. დროა, აქტიურობა შეამციროთ და სრულფასოვანი დასვენება დაგეგმოთ. გახსოვდეთ, რომ ნერვული სტრესი შეიძლება სერიოზულ დაავადებაში გადაიზარდოს. თუ შთაგონება გეწვიათ შეიძლება რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეული შექმნათ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დილიდან ექსპერიმენტებისა და უჩვეულო იდეების განხორციელების ცდილობთ, თუმცა, სანამ საქმეს შეუდგებით ეცადეთ მოსალოდნელი რისკები და შედეგები გამოთვალოთ. გაათავისუფლეთ პირადი სივრცე ძველი და უსარგებლო ნივთებისგან. სწორედ ესაა, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს საშუალება გექნებათ მშვიდობიანად მოაგვაროთ რთული სიტუაცია, რომელშიც შემთხვევით აღმოჩნდით. ეცადეთ, დაიმახსოვროთ სიზმარი, რომელსაც ამაღამ ნახავთ - მასში მნიშვნელოვანი მინიშნება იქნება. აუჩქარებლად იმოქმედეთ, რომ ყველა კონფლიქტს და დისკუსიას გვერდი აუაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

პროექტი, რომელზედაც ბევრს მუშაობდით, ბოლოს და ბოლოს მოგებას მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და დამატებითი შემოსავლის მიღებისთვის. შესაძლოა გაიგოთ ამბავი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ყურადღებით მოუსმინეთ გვერდით მყოფ ადამიანებს. მათგან ბევრ საინტერესოს გაიგებთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way