USD 2.6753
EUR 2.8473
RUB 2.8348
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 იანვარი?
Date : 01.23.2023  191

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის:

ვერძი

ამ დღეს ინიციატივის ნაკლებობას განიცდით და ნებისმიერი მიზნის განხორციელება გიჭირთ. თუ არ გსურთ, რომ ეს დღე ტყუილად დაიკარგოს, გვერდით უნდა გადგეთ და ინიციატივა უფრო ენერგიულ ადამიანს უნდა გადასცეთ. დაუთმეთ ეს დღე შემოქმედებას ან ახალი ცოდნის მიღებას - შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

კურო

ამ დღეს ემოციებით სავსე ხართ, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ გრძნობებმა თავბრუ არ დაგახვიოთ. კარგი ისაა, რომ თქვენი ემოციები, ძირითადად, დადებითია. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, განიტვირთოთ.

ტყუპები

დაუგეგმავი შენაძენი და ხარჯები გელით, თუმცა, ამის ნუ შეგეშინდებათ - ფინანსურ საკითხებში, როგორც ყოველთვის, გააზრებულად და წინდახედულად მოქმედებთ. ასე რომ, საეჭვოა, შოპინგმა თქვენი ბიუჯეტი დააზარალოს, სარგებელს კი აუცილებლად მოგიტანთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, საკუთარი ბედის მჭედელი გახდეთ და არა მარტო საკუთარი! ახლობელი ადამიანები ცდილობენ, რომ ინიციატივა თქვენ გადმოგილოცონ. ამ დღეს თქვენი ემოციები პოზიტიური და გადამდებია, იდეები და გეგმები კი - საინტერესო. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე თქვენი ნებისმიერი იდეის განხორციელებისა და ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელია.

ლომი

ლომს ყველა შანსი აქვს, რომ სასურველს მიაღწიოს და მიღწეული ხელიდან არ გაუშვას. ამ დღეს ლომის შეჩერება არ უნდა სცადოთ - მიზნის მისაღწევად ის უკან არაფერზე დაიხევს და არავის დაინდობს. თუ არ გსურთ, რომ ლომის რისხვა თავზე დაგატყდეთ, მას ხელი არ შეუშალოთ.

ქალწული

ეცადეთ, გადაწყვეტილებები ცოტა უფრო სწრაფად მიიღოთ! ეს დღე უამრავ ბედნიერ შანსს შემოგთავაზებთ - როგორც ბიზნესში, ისე სიყვარულში, მაგრამ იმდენ ხანს იფიქრებთ, რომ ყველა შანსს დაკარგავთ. გახსოვდეთ, ზედმეტი ფიქრი საზიანოა.

სასწორები

ამ დღეს სურვილიც გექნებათ და შესაძლებლობაც, რომ ფული სასარგებლო საქმისთვის დახარჯოთ. გამორიცხული არაა, რომ უამრავი მაღაზიის შემოვლა და დახლებთან საათების გატარება მოგიწიოთ, სამაგიეროდ, ნამდვილად საჭირო და ხარისხიან ნივთებს შეიძენთ.

მორიელი

მორიელს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ნიჭი და უნარები გამოავლინოს და გარშემო მყოფები გააოცოს. ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ერთი საინტერესო იდეაც საკმარისია, რომ ყველას ყურადღება მიიქციოთ. ეს დღე შეიძლება სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად, საკუთარი იდეები გასავრცელებლად ან სპონსორის საპოვნელად გამოიყენოთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ცდუნებას აჰყვებით და სახლისთვის რაღაც წვრილმან ნივთს შეიძენთ. თუ არ გსურთ, რომ მთელი საოჯახო ბიუჯეტი მაღაზიებში დატოვოთ, რეკლამას და მეგობრების რჩევებს ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა

ერთადერთი, რაც გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით, თქვენივე არაორგანიზებულობაა. ამის გამო არა მარტო თქვენ, თქვენს ახლობლებსაც მოუწევთ გეგმების შეცვლა. რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობას არავინ გეტყვით. ამიტომ სხვის საქმეებში ჩარევის ნაცვლად, ეცადეთ, საკუთარი საქმეები მოაწესრიგოთ.

მერწყული

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ფული იპოვოთ ან სრულიად უიმედო საქმე თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. საკუთარი გულწრფელობისა და დამაჯერებელი საუბრის წყალობით, არა მხოლოდ მოკავშირეებს, არამედ სპონსორებსაც იპოვით, რომლებიც მზად არიან, თქვენი ვალდებულებები დააფინანსონ. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე მეტად შოპინგს უნდა ერიდოთ. მაღაზიაში უწყინარი გასეირნება შეიძლება თქვენი ოჯახური ბიუჯეტისთვის დარტყმად იქცეს. ეცადეთ, საღამო სახლში ოჯახის წევრებთან ან უახლოეს მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

 

 
culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way