USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 აპრილი?
Date:  1753

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღე სავსეა მოულოდნელი შემოთავაზებებით, თუმცა ყველა მათგანი ღირებული არ იქნება. ოჯახში შესაძლოა გამოჩნდეს ძველი პრობლემა, რომელიც შერიგებას მოითხოვს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მიაქციე ყურადღება გულს და წნევას. სიყვარულში ზედმეტი პირდაპირობა დღეს დაძაბულობას შექმნის. საქმეში მოულოდნელი პარტნიორობა დაგეხმარება ნაბიჯის გადადგმაში, თუ ვერ დაფრთხი.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ემოციური სტაბილურობა შენს გვერდითაა. იდეალური დროა სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად. ოჯახში ურთიერთობები ტკბილია, თუმცა მცირე ეჭვიანობა დღეს თავს იჩენს. ფინანსურად სტაბილურობა შენს სასარგებლოდ თამაშობს. კარიერაში შესაძლოა მიიღო დაფასება წარსული შრომისთვის. ნუ გადადებ გამოკვლევებს – განსაკუთრებით კუჭის არეში.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
დღე კომუნიკაციისთვის ზედგამოჭრილია – სიტყვები გაგეხსნება, მაგრამ ენის მოქნილობას გონების სიცხადე მოითხოვს. ოჯახში მეტი გაგება დაგჭირდება უფროს თაობასთან. სიყვარულში დამაჯერებელი უნდა იყო, არ უნდა ითამაშო გრძნობებით. საქმიანი საქმეები წინ მიდის, თუ იურიდიულ დეტალებს დააკვირდები. ჯანმრთელობის მხრივ, ყურადღება მიაქციე უძილობას.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
დღე ემოციურად ღრმა და მგრძნობიარეა. ოჯახში სითბო და ჰარმონია დაგიცავს, თუმცა ბავშვებთან დაკავშირებული საქმეები შეიძლება მოითხოვდეს ენერგიას. სიყვარულში ნაზი დეტალები გააღრმავებს კავშირს. ფინანსურად გაფრთხილება გმართებს – ზედმეტი ხარჯები წინასწარ დაგეგმე. კარიერაში ახალ პროექტზე ფიქრი შენთვის სასარგებლო იქნება. ჯანსაღი კვება აუცილებელია.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ლომებო, დღეს ასპარეზი თქვენი იქნება, მაგრამ სიფრთხილეც გმართებთ – არა ყველა აპლოდისმენტი გულისხმობს პატივისცემას. ოჯახში ლიდერის როლი გეკისრებათ, თუმცა სხვების აზრის გათვალისწინება არ დაგაზარალებთ. სიყვარულში ყურადღება მიაქციე პარტნიორის სიგნალებს. კარიერაში კარგი შესაძლებლობა გამოჩნდება, მაგრამ სჯობს ჯერ დაფიქრება. ჯანმრთელობასთან – ზურგის ან კისრის დაჭიმულობა გაითვალისწინე.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დაგეგმვა და ანალიზი დღეს გადაგარჩენს ზედმეტი ხმაურისგან. ოჯახში დეტალებზე გადაჭარბებული კონცენტრაცია შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს. სიყვარულში სიწყნარე სჯობს პერფექციონისტურ შენიშვნებს. კარიერაში შენი წვრილმანი მიდგომა იქნება შენი სიძლიერე. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით – მიაქციე ყურადღება საჭმლის მონელებას.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
დღეს შენს შარმსა და დიპლომატიას ბევრი გზა გაეხსნება. ოჯახში შენს ნაზ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ურთიერთობაში ემოციური ბალანსი უნდა დაიცვა. საქმეში – დროა კომპრომისზე წახვიდე. ახალი იდეების გაზიარება მოგიტანს მხარდაჭერას. ჯანმრთელობის მხრივ – ყურადღება მიაქციე კანის პრობლემებს და წყლის ბალანსს.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მკვეთრი ემოციები და სიღრმე დღეს შენს ხასიათს განსაზღვრავს. ოჯახში სჯობს ძველი წყენის დამთავრება. სიყვარულში შესაძლოა გაჩნდეს ინტენსიური მომენტი, რომელიც სერიოზულ გადაწყვეტილებას მოითხოვს. კარიერაში დამალული შესაძლებლობა უნდა აღმოაჩინო – განსაკუთრებით იქ, სადაც სხვები სუსტობენ. ჯანმრთელობასთან – ფსიქოლოგიური სიმშვიდე დღეს შენი მთავარი პრიორიტეტია.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დღე სავსეა გადაადგილებებითა და თავგადასავლებით – თუნდაც გონებრივით. ოჯახში მოულოდნელი სტუმარი შეიძლება დინამიკას შეცვლის. სიყვარულში მეტი თავისუფლება გჭირდებათ – ან მის მიცემას ითხოვენ. საქმეში გონივრული რისკი შეიძლება მოგებად გადაიქცეს. ყურადღება მიაქციე მუხლებსა და ძვლებს – გადაანაწილე დატვირთვა.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
მუშაობის სურვილი და პასუხისმგებლობა მაქსიმუმზეა – იდეალური დროა მნიშვნელოვანი ამოცანების მოსაგვარებლად. ოჯახში დაგროვებული პრობლემები დღეს უნდა გადაჭრა – გადადება აღარ გამოგადგება. სიყვარულში თავშეკავებულობა შეიძლება ცივ დამოკიდებულებად ჩანდეს – გახსნილობა არ გაწყენდა. კარიერაში შედეგები მოდის, თუმცა შენს თავთან მკაცრი ხარ. წელისა და სახსრების დაცვა არ დაგავიწყდეს.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ინოვაცია, ექსპერიმენტი და სპონტანურობა დღეს შენს ბუნებრივ მდგომარეობად იქცევა. ოჯახში განსხვავებული აზრი შეიძლება კონფლიქტად გადაიქცეს, თუ მოთმინება არ გექნება. სიყვარულში საინტერესო იდეა ურთიერთობას ახალ სუნთქვას მისცემს. კარიერაში – ახალი მიმართულება თუ დასაწყისია, მხარი დაუჭირე. ჯანმრთელობასთან – მოერიდე ტექნოლოგიურ გადატვირთვას, თვალები დაისვენე.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ინტუიცია სიღრმეში მიდის, მაგრამ რეალობაც არ უნდა დაგეკარგოს. ოჯახში სითბო და მზრუნველობა განწყობას გააუმჯობესებს. სიყვარულში შენგან ელიან ნაზ და გულისხმიერ ჟესტს. ფინანსურად სჯობს დღეს გაწერილი ბიუჯეტით იარო. კარიერაში – შემოქმედებითი იდეები დღეს მომგებიანია, ოღონდ არა ყველასთვის გასაგები. ჯანმრთელობა – წყლის პროცედურები და ძილი საუკეთესო მეგობრები არიან.

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way