USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 აგვისტო?!
 178

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ბევრი შრომა მოგიწევთ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, მით უფრო, თუ საქმე ფინანსებსა და ქონებას ეხება. თავი შეიკავეთ გარიგებების დადებისა და ახალი ვალდებულებების აღებისგან.

სხვა ადამიანების გავლენით საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე უარი არ უნდა თქვათ. სასიამოვნო ნაცნობობა გელით, მაგრამ ახალი ურთიერთობები სასურველზე ნელა ვითარდება, რაც ძალიან გაღელვებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

იღბლიანი დღეა, მაგრამ დაწყებული საქმის დასრულებისთვის მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, შეგიძლიათ როგორც პროფესიული, ასევე პირადი საკითხები განიხილოთ.

მიმდინარე დავალების შესრულებას ადვილად გაუმკლავდებით, რადგან პიროვნულ ხიბლს ოსტატურად იყენებთ და ხალხის კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებთ. ცოტაოდენი ძალისხმევა და დღევანდელი ოპონენტი შეიძლება საუკეთესო მეგობრად იქცეს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება მოულოდნელი სიახლის გამო სასწრაფოდ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. სავარაუდოდ, მცირე ფინანსური ზარალიც გელით.

მოერიდეთ ახალი ვალდებულებების აღებას, თუმცა უკვე მიცემული პირობის შესასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. სავარაუდოდ, ოჯახური უთანხმოების დასრულებას შეძლებთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება.

.კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თავი შეიკავეთ დაუგეგმავი შესყიდვებისგან - მალე ფული ძალიან დაგჭირდებათ. პროფესიული ამოცანები იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად საკუთარ თავს მოფიქრების და სიტუაციის შეფასების დრო უნდა მისცეთ. მოიშორეთ დრომოჭმული სტერეოტიპები და ცრურწმენები. ძლიერმა გრძნობამ, რომელიც დღეს გეწვევათ, შეიძლება ბედნიერება მოგიტანოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ, უკმაყოფილებას სახალხოდ გამოხატავთ. ამან შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში უთანხმოება გამოიწვიოს, მაგრამ სასარგებლოც იქნება - ბევრი გაუგებრობა გაირკვევა და ძველი პრობლემები მოგვარდება.
თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დღე მშვენივრად იწყება. დილას რთულ საქმეებთან გამკლავების გარდა, სასარგებლო კავშირების დამყარებასაც შეძლებთ. გარშემომყოფები ხალისით შეასრულებენ თქვენს ნებისმიერ თხოვნას.

დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობა გელით - შესაძლებელია საყვარელი ადამიანის მოქმედებამ გაგაბრაზოთ, თუმცა ეს დროებითი პრობლემებია.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს რთულ დავალებას ადვილად გაუმკლავდებით და არახელსაყრელ გარემოებებშიც კი სარგებელს ნახავთ. ერთადერთი პრობლემა ცუდი განწყობაა, რომელმაც შეიძლება მთელი დღე გაგიფუჭოთ. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველ ადამიანებთან - ეს დადებით ემოციებს მოგიტანთ, რაც ახლა ძალიან გჭირდებათ.

დღის მეორე ნახევარში შეიძლება საინტერესო გეგმები და იდეები გაგიჩნდეთ, რომლებიც მალე განხორციელდება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. უამრავ საქმეს ისე გაუმკლავდებით, რომ დაღლას ვერ იგრძნობთ. ახალი ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ინტუიცია გიკარნახებთ, ვისთან შეიძლება ურთიერთობა და ვისთან არა.

გირჩევთ უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ და ფული იმაზე დახარჯოთ, რაც ნამდვილად გჭირდებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა, თუმცა მეორე ნახევარში კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში გაუგებრობა გელით.

ცხოვრებისეული გამოცდილება სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ხალისიანი განწყობისა და ოპტიმიზმის წყალობით ადამიანებს მარტივად იზიდავთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს ნებისმიერი სირთულის ამოცანას დამოუკიდებლად უმკლავდებით და კოლეგების დახმარება არაფერში გჭირდებათ. ასე ჯობს, რადგან დახმარებისთვის მიმართვას აუცილებლად პრობლემები მოჰყვება.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობა, მაგრამ თქვენი გონივრული კომპრომისის დამსახურებით საქმე კონფლიქტამდე არ მივა.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება - პროფესიული ამოცანების გარდა, პირადი პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. მთავარია, არ გადაიღალოთ - სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება და შეიძლება ძალების აღდგენა გაგიჭირდეთ.

დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ურთიერთობას და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს გპირდებათ. მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი გელით. საღამოს განხორციელებული შესყიდვები წარმატებული იქნება

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს მცირე სირთულეები გელით, თუმცა ყველაფერს სწრაფად გაუმკლავდებით. დღის დასაწყისში არ არის გამორიცხული კოლეგებთან უთანხმოება და გუნდში სირთულეების წარმოშობა. გირჩევთ, დამოუკიდებლად იმუშაოთ, სასურველი შედეგის მიღწევა ასე უფრო ადვილია.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way