USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 24ივნისი?
თარიღი:  1533

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივნისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ბოლო დროს თქვენი ცხოვრება თითქოს ერთ ადგილზე გაჩერდა, რის გამოც პირად და კარიერულ ცხოვრებაში წინსვლას ვერ აღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოპტიმიზმი არ დაკარგოთ, მეტი იაქტიუროთ და საკუთარი პოზიცია დაიცვათ. უსმინეთ პროფესიონალებს - მათი რჩევები და გამოცდილება პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს თამამად შეგიძლიათ, თქვენი გეგმები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ - იმედი გქონდეთ, რომ მათ მხარდაჭერას მიიღებთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და გადაწყვეტილების მიღებისას სხვების აზრი და სურვილებიც გაითვალისწინეთ. მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდით - სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და მასთან შეგუება მოგიწევთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს თავში შესანიშნავი იდეები მოგივათ, თუმცა სანამ მათ განხორციელებას შეუდგებით, გირჩევთ, თქვენი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. გამოცდილი ადამიანების რჩევები შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც კარგ მინიშნებებს მოგცემთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ თქვენი საუკეთესო პროფესიული თვისებები გამოავლინოთ. ამ დღეს ხელმძღვანელობას თქვენი მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩება და ფინანსურ ბონუსს დაიმსახურებთ. ეცადეთ, ძველი პრობლემის გადასაჭრელად ახალი და ორიგინალური გზა მოძებნოთ. ასეთი მიდგომა ყველაზე რთულ დავალებასთან გამკლავებაშიც კი დაგეხმარებათ. აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები და მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რთული და დაძაბული დღეა. ოჯახური საქმეები და პროფესიული მოვალეობები დასვენების დროს არ გიტოვებთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია, ამიტომ ეცადეთ, დავალებები კოლეგებს და ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ, რადგან შეცდომის დაშვების დიდი შანსია. გირჩევთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ. მოერიდეთ შეუსრულებელი დაპირებების გაცემას. გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო იდეა გიკარნახოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გარშემო მყოფი ადამიანების დახმარება დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ თქვენი უშუალო პასუხისმგებლობებიც არ უნდა დაგავიწყდეთ. მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებაში მონაწილეობას და ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. ხელსაყრელი დღეა გადადებული საქმეების დასრულებისთვის.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ყველზე მეტად გარშემო მყოფთა დახმარება გჭირდებათ. ეცადეთ, პრობლემებს და სირთულეებს თანამოაზრეებთან ერთად შეებრძოლოთ, რაშიც გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ. ახლა საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ ცოტა ხანი უნდა დაიცადოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება. ენდეთ კოლეგების გამოცდილებას და ეცადეთ, ახალი ინფორმაცია მოიძიოთ. თუ ახლობელ ადამიანს დახმარება სჭირდება, უარს ნუ ეტყვით - მალე სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ. დროა საკუთარი გეგმის მიხედვით იმოქმედოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ძველი მეგობრის რჩევა საბედისწერო შეცდომის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანის ან საკუთარი შესაძლებლობების გამო დიდი იმედგაცრუება გელით, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია. წინ იღბლიანი პერიოდი გელით.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს ემოციური ფონი მაღალია, ამიტომ შესაძლოა, ბნელი ფიქრები დაგეუფლოთ. ეცადეთ, ნერვებს არ აჰყვეთ, სიტუაცია მალე შეიცვლება და მოვლენებს სხვა თვალით შეხედავთ. თუ შესაძლებელია, ეს დრო ბუნებაში გაატარეთ. სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, ამ დღეს ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. მოერიდეთ ხალხმრავლობას, მარტო გატარებული დრო შეიძლება ნაყოფიერად გამოიყენოთ. თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ნერვიულობა არ ღირს. ეს დროებითი სირთულეებია, რომლებიც თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდება.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.