USD 2.7207
EUR 2.9509
RUB 2.8314
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 სექტემბერი?!
 483

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

გირჩევთ ამ დღეს სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმე არ დაგეგმოთ, რადგან ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. მეგობრებთან შეხვედრების დროს ეცადეთ, ისეთი თემების განხილვას მოერიდოთ, რომლებიც შეიძლება ვინმესთვის უსიამოვნო იყოს.

ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ და თუ აუცილებელი არ არის, შესყიდვებს უნდა მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში ურთიერთობებში თავს განსაკურებით დაუცველად გრძნობთ და ნებისმიერ შენიშვნაზე მტკივნეულად რეაგირებთ.

.კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეს დღე გეგმების განხორციელებისთვის არახელსაყრელია - წინ მეტისმეტად ბევრი დაბრკოლება გელით. სამაგიეროდ, შესაძლებლობა გაქვთ, ახალი ცოდნა და უნარები შეიძინოთ, რომლებიც მალე გამოგადგებათ. ძველ ნაცნობებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება.

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სიურპრიზები და აქედან ყველა სასიამოვნო არაა. ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გსურთ - ადრე თუ გვიან, თქვენი მონდომება შედეგს მოიტანს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ადამიანებს მოსწონხართ, ამიტომ ისინი ყოველთვის და ყველგან თქვენს დასახმარებლად მოდიან და ცდილობენ, პრობლემებისა და საზრუნავისგან გიხსნან. ეცადეთ, ეს მადლიერებით მიიღოთ და ახალ, ყველაზე ერთგულ მეგობრებს შეიძენთ.

მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. ბევრ ტყუპს, კომერციული საქმიანობისგან შორს მყოფსაც კი, ამ დღეს ბიზნესალღო განსაკუთრებით გამახვილებული აქვს. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სწორად გამოიყენოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ძველი პრობლემები თავს შეგახსენებთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია - ყველაფერს გაუმკლავდებით. ძველი მეგობრები და სანდო მოკავშირეები ყველა მიმართულებით გეხმარებიან, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები თავად უნდა გადაწყვიტოთ.

მშვენიერი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. თქვენ შეძლებთ, იპოვოთ გამოსავალი, რომელიც არა მხოლოდ თქვენ, თქვენთვის ძვირფას ადამიანებსაც მოეწონებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სირთულეების მიუხედავად, მიზნისკენ მიმავალ გზას იპოვით. მეგობრებთან ურთიერთობა შთაგონებით და დადებით ემოციებით აგავსებთ. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ურთიერთობა დაამყაროთ ადამიანთან, რომელსაც ვერასოდეს უგებდით.

მშვენიერი დღეა ნათესავებთან სტუმრობისთვის. ლომი მშობლები იამაყებენ შვილების წარმატებებით.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თუ ყურადღებას მნიშვნელოვან საკითხებზე და მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილებთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. მზად ხართ, ითანამშრომლოთ ადამიანებთან, რომლებიც ყველა დავალებას ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც თქვენ.

გირჩევთ, კოლეგები და საქმიანი პარტნიორები სტუმრად მიიწვიოთ - არაფორმალურ გარემოში ურთიერთობას ერთად მუშაობას გაგიადვილებთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ყველაფერი, რაც ამ დღეს ხდება, საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ეს გამოცდილება მომავლის შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

დღეს სარისკო მოქმედებებს უნდა მოერიდოთ - რაც უფრო ფრთხილად იქნებით, მით უფრო ნაკლები იქნება უხერხული სიტუაციები და სულელური პრობლემები. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი შესყიდვებისგან

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს შეიძლება ახალი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. ნუ დაკარგავთ დროს ისეთ ადამიანებთან საუბარში, ვისი შეხედულებებიც თქვენი შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავდება.

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - დარწმუნდით, რომ თქვენი გარიგებები იურიდიულად გამართულია, რადგან შეიძლება, თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ. რამდენიმე დღე დიდი შესყიდვებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეს დღე არა მხოლოდ დადებით ემოციებს, არამედ მნიშვნელოვან გამარჯვებებსაც გპირდებათ. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი მოულოდნელ, მაგრამ ძალიან საინტერესო შეთავაზებას მიიღებს. საშუალება გექნებათ, გაერთოთ და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ.

ახალი ნაცნობობა საქმიანი თვალსაზრისით ძალიან სასარგებლო იქნება.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ, ან დრო სასიამოვნო ადამიანებთან გაატაროთ, თუმცა არც უსიამოვნო დავალება უნდა დაივიწყოთ, რომელიც სწრაფად მოქმედებას მოითხოვს. მასთან გამკლავება ყველაზე ადვილი შუადღის შემდეგ იქნება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მნიშვნელოვანი საკითხებისა და საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელი დღეა. საქმიანი მივლინება კარგ გარიგებებს და წარმატებულ შესყიდვებს მოგიტანთ.

ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და ყურადღება იმაზე გაამახვილოთ, რაც ნამდვილად ყურადღებას საჭიროებს. დღის ბოლოს განტვირთვისა და გართობის შესაძლებლობა გაჩნდება. ძველ ნაცნობებთან შეხვედრა ძალიან გაგახარებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე უფრო შესაფერისია ფიქრისთვის, ვიდრე კონკრეტული ქმედებებისთვის. ამასთან, მეგობრები და ნათესავები მზად არიან, საქმის დროულად დასრულებაში დაგეხმარონ.

ეცადეთ, რომ გარშემო მყოფებთანაც და საკუთარ თავთანაც გულახდილი იყოთ – მაშინ ყველა პრობლემა სწრაფად მოგვარდება.

რეგიონი
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.