USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 ნოემბერი?
дата:  4965

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ნოემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

წარმატებული დღე რომ გქონდეთ, ღრუბლებიდან მიწაზე უნდა დაეშვათ და მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ. უამრავი საქმე დაგიგროვდათ, ამიტომ ნუ გადადებთ და ახლავე შეუდექით. კოლეგებთან ურთიერთობა რთული იქნება, მოსალოდნელია გაუგებრობები, ამიტომ გირჩევთ, წვრილმანებზე კამათს მოერიდოთ და მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. თუ ვინმე ძალიან გენატრებათ, უბრალოდ დაურეკეთ ან მოინახულეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ოპტიმიზმი და თავდაჯერება საშუალებას გაძლევთ, რომ ყველაზე რთული პრობლემები ადვილად გადაწყვიტოთ. ხელსაყრელი დროა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის. ნუ გაჯიუტდებით და ეცადეთ, გარემოებების შესაბამისად იმოქმედოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა გექნებათ გარშემო მყოფებთან, თავს მით უფრო უკეთ იგრძნობთ. პლანეტების ნეგატიური ზემოქმედების გამო ნებისმიერი საუბარი შეიძლება კამათსა და დაპირისპირებაში გადაიზარდოს და განწყობა დიდი ხნით გაგიფუჭოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს და არასწორი ინფორმაცია გამიზნულად მოგაწოდოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, სწრაფად ცვლად გარემოებებს მოერგოთ, რათა თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა არ დააზიანოთ. იგივე ეხება სამსახურს - მოერიდეთ საკუთარი მოსაზრებების სხვებისთვის თავზე მოხვევას. შეეგუეთ, რომ ადამიანებს შეიძლება თქვენგან განსხვავებული აზრები ჰქონდეთ და ეს დაპირისპირების მიზეზად არ გამოდგება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დილიდან სიზარმაცის შეტევებს ებრძვით. ეცადეთ დაძლიოთ, რადგან თაროებზე უამრავი მნიშვნელოვანი საქმე დაგიგროვდათ. სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული ან ვარჯიში ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, სიბრძნე გამოიჩინოთ და უსარგებლო კამათს ან დაპირისპირებას მოერიდოთ. ეს, ურთიერთობის გაფუჭების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, აუჩქარებლად იმუშაოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. მოერიდეთ სარისკო პროექტში ჩართვას. სასურველია, საღამოს ოჯახთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბროთ და შექმნილი ვითარებიდან კომპრომისული გამოსავალი მოძებნოთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

შესაძლოა, ძველი პრობლემა ისევ აქტუალური გახდეს ან თქვენი ცხოვრებიდან წასული ადამიანი ისევ გამოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულთან დაბრუნებას მოერიდოთ, რადგან ეს განწყობას დიდი ხნით გაგიფუჭებთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ნუ უგულებელყოფთ ავტორიტეტული ადამიანების რჩევებსა და მოსაზრებებს, რომლებიც დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანები ამ დღეს თქვენს ნებისმიერ წამოწყებას მხარს დაუჭერენ, ამიტომ რთულ სიტუაციებში მათთან დაკავშირება ნუ მოგერიდებათ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას და წარმატებას მოგიტანთ. თუ შესაძლებელია, გავლენიან ადამიანებსაც დაუკავშირდით, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ. ყურადღებით იყავით - წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს საკუთარ თავს და პირად საჭიროებებს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. უსმინეთ საკუთარ სურვილებს და ის აკეთეთ, რაც ნამდვილად გსურთ. გირჩევთ, ამ დღეს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მიზნის მისაღწევად შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება მოგიწიოთ. კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ამის გაკეთება, რადგან სავარაუდოდ, მოგვიანებით ინანებთ. ნუ მოუსმენთ სხვა ადამიანების რჩევებს და ეცადეთ, ამ დღეს ყველანაირი ურთიერთობა შეზღუდოთ. საკუთარი ინტუიცია საქმეში ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ოპტიმისტური განწყობა ამ დღის სირთულეების დაძლევაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ მეგობრების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. უარი თქვით დამატებით სამუშაოზე, უმჯობესია საღამო დასვენებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმოთ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати