USD 2.7500
EUR 3.1614
RUB 3.3805
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 მარტი?
дата:  696

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მარტისთვის:

ვერძი

ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით და ლიდერობით დატკბებით. საშუალება გექნებათ, რომ საზოგადოება მრავალმხრივი ნიჭით გააოცოთ და მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღება მიიპყროთ. ეცადეთ, საკუთარი ვალდებულებები არ დაივიწყოთ და მიცემული პირობა შეასრულოთ.

კურო

ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ და მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთები შეიძინოთ. ფულის სიმცირეზე ფიქრისა და წუწუნის ნაცვლად, ყურადღება შემოქმედებით საქმიანობაზე გადაიტანეთ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი კომუნიკაბელურობა მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ. სავარაუდოდ, ახალ კავშირებს დაამყარებთ და საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. მოერიდეთ ადამიანს, რომელიც ცდილობს, საკუთარი აზრი თავს მოგახვიოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ უფრო ღია და მეგობრული იქნებით, შეიძლება ახალი მეგობრები და მოკავშირეები იპოვოთ. მთავარია, ემოციების მართვა ისწავლოთ.

ლომი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. საკუთარ ამბიციებს ნუ მისცემთ იმის უფლებას, რომ თქვენი თანაგრძნობის უნარი დაჯაბნოს.

ქალწული

ეცადეთ უფრო რეალისტურად იაზროვნოთ და ფანტაზიებში არ გადაეშვათ. თავდაჯერება დაგეხმარებათ, რომ „გარედან“ ზეწოლას გაუძლოთ. გახსოვდეთ - ცხოვრება მხოლოდ მუშაობა არ არის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება ემოციებით აგავსოთ.

სასწორები

ეცადეთ, თქვენი დიპლომატიური და კომპრომისების პოვნის უნარი გამოავლინოთ. ეს კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებასა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ დათმობებზე თქვენი ინტერესებისა და პრინციპების საზიანოდ არ უნდა წახვიდეთ.

მორიელი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას უფრო ღია და გულწრფელი იყოთ. გრძნობებსა და ემოციებზე საუბარი დაძაბულობის განმუხტვას და ურთიერთობების გაღრმავებაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგი საიდუმლო სამუდამოდ თქვენთან უნდა დატოვოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, სიახლეებისა და ცვლილებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოთ. შესაძლოა, სწავლისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი წარმატება შრომას და მოთმინებას მოითხოვს. თუ პირველივე სირთულეს არ დანებდებით, მიზნების მიღწევას შეძლებთ.

თხის რქა

სასურველია, რომ ამ დღეს მეტი სიბრძნე დ პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ეცადეთ სარისკო სიტუაციებს მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს ზოგ გადაწყვეტილებას შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოჰყვეს. მზად იყავით ცვლილებებისთვის.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ექსპერიმენტებისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ წინსვლისთვის ნაბიჯის უკან გადადგმაა საჭირო. ნუ ეძებთ მარტივ გადაწყვეტილებებს და წარმატებას მიაღწევთ.

თევზები

ეცადეთ საყვარელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა დაანახოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება მომზადებას და დაგეგმვას მოითხოვს. მზად იყავით მოულოდნელობისთვის.

ბლოგი
ვინ გახდება ახალი პაპი?
რომის პაპი არამხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური ინსტიტუციაცაა. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, მით უფრო რომ დიპლომატიურ მისიებში, ტრადიციულად, რომის ნუნციუსი - ელჩი - სხვა დიპლომატების კოლეგიაში მოწინავე პოზიციაზე დგას და დეკანის პატივსაცემ პოზიციას იკავებს ხოლმე. პაპის პოლიტიკურ პოზიციას მთელს ქრისტიანულ სამყაროზე აქვს გავლენა, შესაბამისად, თუ ვინ იქნება რომის შემდეგი ეპისკოპოსი (პაპობის კიდევ ერთი დასახელება) ძალიან მნიშვნელოვანია.
პაპის არჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ ხდება, რომელსაც კონკლავი ეწოდება. ის პაპის გარდაცვალებიდან მე-15 დღიდან მე-20 დღემდე შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა თუკი კარდინალები უფრო მალე ჩავლენ რომში მისი დაწყება ადრეც დაშვებულია.
მხოლოდ იმ კარდინალებს აქვთ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ვინც ასაკით 80 წლის ქვემოთაა. ახლა 135 კარდინალი იღებს კონკლავში მონაწილეობას. 90 ხმა ანუ ორი მესამედია საჭირო იმისათვის, რომ კარდინალი პაპად იქნას არჩეული. აღსანიშნავია ისიც, რომ 135-დან 108 კარდინალი პაპი ფრანცისკეს მიერაა დანიშნული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოზიციის გამზიარებელია, შესაბამისად პროგრესულ-ლიბერალური ფრთის გამარჯვების შანსი მაღალია.
მაგრამ ერთი ფრთის სრული გამარჯვება მეორე ფრთაზე ვატიკანის შიგნით შესაძლოა დაპირისპირების საგანი გახდეს. სწორედ ამიტომ ზომიერი და შემრიგებელი კანდიდატის გამარჯვებაც არაა გამორიცხული, მით უფრო რომ წინასწარ თავის კანდიდატურას არავინ ასე არ ასახელებს და ადგილზე ხმის პირველი მიცემისას ბევრი რამ ხელახლა ლაგდება.
ვინაა თითოეული ფრთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი?
1. კონსერვატიული ფრთის ყველაზე სასურველი კანდიდატი აფრიკიდანაა. იგი გვინეელი კარდინალი რობერტ სარაა. იგი ფრანგულენოვანი, მკაცრად კონსერვატიული ფიგურაა და რადიკალური ისლამისა და გენდერული იდეოლოგიისაგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. მას დიდი ხანია კონსერვატორი პოლიტიკური ფიგურები თუ კომენტატორები უჭერენ მხარს (არ აქვს მნიშვნელობა კათოლიკეები არიან თუ არა ისინი).
2. ლიბერალური ფრთის ყველაზე პოპულარული კანდიდატი ლუი ანტონიო ტაგალეა ფილიპინებიდან. მას აზიელ ფრანცისკესაც უწოდებენ ზედმეტსახელად, თუმცა ის კიდევ უფრო ლიბერალია ვიდრე ფრანცისკე იყო. იგი ეკლესიის შიგნით რეფორმების გატარებასა და მკაცრი დოქტრინების ლიბერალიზაციას ემხრობა.
3. ზომიერი ლიბერალების ყველაზე პოპულარული კანდიდატი ვატიკანის მოწინავე დიპლომატი და პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინია, რომელიც უკრაინაშიც არაერთხელ იმყოფებოდა და ღიად მოუწოდებს მსოფლიოს აქტიური ჩართულობისაკენ. ამ ეტაპზე მას პაპობის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილავენ.
4. ზომიერი კონსერვატორების სასურველი კანდიდატები ბევრია, მაგრამ მოწინავედ მაინც პიტერ ერდო - უნგრელი კარდინალი - სახელდება. მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და მაღალი ქარიზმითაც ხასიათდება.
ცხადია ესენი მხოლოდ მოწინავე შანსის მქონე კარდინალები არიან, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს მხოლოდ ადგილზე გადაწყდება კენჭისყრისას. არიან სხვა პოტენციური კანდიდატებიც, რომელთა გამარჯვების შანსი არსებობს და რაიმეს წინასწარ თქმა შეუძლებელია. მათ შორისაა იერუსალიმის ლათინი პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც შეიძლება ყველასათვის მისაღებ კანდიდატად ქცეულიყო, მაგრამ მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე - 60 წლისაა და ხანგრძლივი პაპობის შანსი მაღალია - შეიძლება მას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია და სრულიად დასაშვებია მივიღოთ შედარებით უცნობი ან ნაკლები შანსის მქონე პაპად არჩეული კარდინალი - ისტორიულად ასეთი შემთხვევები არაერთი ყოფილა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати