USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 მარტი?
Date:  1680

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს შეიძლება თავში ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალი მოგიტანთ, ამიტომ ხუმრობით ნუ მიუდგებით და, რომ არ დაგავიწყდეთ, სადმე ჩაიწერეთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში ტაქტი გამოიჩინოთ და საყვარელ ადამიანზე ზეწოლა არ მოახდინოთ. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანია.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

შესაძლოა, დიდი ხანია მუშაობთ პროექტზე, რომელმაც თანდათან აქტუალურობა დაკარგა. იქნებ დროა, ახალი მიზნები, სამოქმედო სტრატეგია და განვითარების გზები მოძებნოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს. სავარაუდოდ, ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც თქვენს მომავალზე აისახება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

კითხვების დასმის და ცნობისმოყვარეობის გამოჩენის ნუ შეგეშინდებათ. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ. მეგობრები ორიგინალურ იდეას შემოგთავაზებენ, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა - შესაძლოა, მომდევნო ეტაპზე გადახვიდეთ. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, დილიდან ენერგიით დაიმუხტოთ და მუშაობა დროულად დაიწყოთ. გირჩევთ, დაასრულოთ ძველი პროექტი, რომელზედაც დიდი ხანია, მუშაობთ. ახალი ნაცნობობა ძალიან გამოგადგებათ - შესაძლოა, საჭირო ადამიანებს შეხვდეთ და მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს აჩქარება საჭირო არ არის. შეგიძლიათ, მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედოთ. მთავარია, საკუთარი წარმატებების ან საინტერესო გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რადგან გამორიცხული არ არის, თქვენთვის ხელის შეშლა სცადონ. სავარაუდოდ, საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დახმარების იმედი ნუ გექნებათ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ. საღამოს ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გაზრდილი ემოციური ფონის გამო გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიჭირთ, ამიტომ ვარსკვლავები ურთიერთობების შეზღუდვას გირჩევენ. სანამ საინტერესო შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ. საღამოს ეცადეტ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დილიდან შფოთვას და გაურკვევლობას გრძნობთ. საკუთარ თავში „ნუ ჩაიკეტებით.“ თქვენი განცდების შესახებ ახლო ადამიანებს ესაუბრეთ და გამოცდილება გაუზიარეთ. შეგიძლიათ ცოტა ხნით სამსახურის პრობლემების შესახებ დაივიწყოთ და განიტვირთოთ. ეცადეთ, ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სიკეთე და სხვა ადამიანების დახმარების სურვილი, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ ამან თქვენი ინტერესები არ უნდა დააზარალოს. ეცადეთ, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ და პირადი საქმეები დროულად მოაგვარეთ. სასურველია, საღამო განმარტოებით გაატაროთ და ბოლო დღეების მოვლენები გააანალიზოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

შესაძლებელია, მოულოდნელად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როცა ორიენტირება და სწორი გადაწყვეტილების მიღება ძნელია. გამორიცხული არ არის, რომ გარშემომყოფებმა თქვენით მანიპულირება და ზეწოლა სცადონ. სიმტკიცე გამოიჩინეთ და არ დანებდეთ, თუ ეს თქვენს ინტერესებში შედის. შესაძლოა, რომელიღაც ახლობელმა იმედები გაგიცრუოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ნუ ეცდებით, ყველაფერი აკონტროლოთ, რაც ამ დღეს თქვენ გარშემო ხდება. უმჯობესია, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. თუ ახლობელმა ადამიანმა დახმარება გთხოვათ, ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ. ერთი შეხედვით მაცდურ წინადადებას სიფრთხილით მოეკიდეთ და დაუფიქრებლად არ დათანხმდეთ. ეცადეთ, მეტი მოისმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფებს თქვენი არ ესმით, მაგრამ ეს კონფლიქტის მიზეზი არ არის. აკონტროლეთ თქვენი ემოციები და მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან რთულ თემებზე საუბრებს. ეცადეთ, საკუთარი შეცდომები არ გაიმეოროთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way