USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 მაისი?
Date:  5367

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ეცადეთ, დილიდან პოზიტიურად განეწყოთ და თქვენს ირგვლივ მეგობრული ატმოსფერო შექმნათ. ეს კონფლიქტური სიტუაციებისა და პროვოკაციების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს პარტნიორთან გულწრფელ საუბარს უნდა მოერიდოთ - შესაძლოა, უნებურად საკუთარი საიდუმლო გაამხილოთ და ურთიერთობა გაიფუჭოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დროა, პირადი ცხოვრება და ურთიერთობები მოაწესრიგოთ. თქვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ენერგიას გაცლიან და წინსვლაში ხელს გიშლიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სანამ გათავისუფლებულ ვაკანსიას დაიკავებთ, კარგად დაფიქრდეთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

სირთულეებით სავსე, არახელსაყრელი დღეა. დილიდან გაღიზიანებული ხართ და განწყობა შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა გაგიფუჭოთ. ამ დღეს კონფლიქტი ფაქტობრივად, ცარიელ ადგილზე წარმოიქმნება. ეცადეთ ურთიერთობები მინიმუმამდე შეზღუდოთ, ნაკლები ისაუბროთ და კამათში არ ჩაერიოთ. ჯობს განმარტოვდეთ და დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დაღლილი და ძალაგამოცლილი ხართ, ამიტომ ახალი რთული საქმის დაწყება სამომავლოდ უნდა გადადოთ - თქვენი ენთუზიაზმი სწრაფად დასრულდება და საქმის შუა გზაზე მიტოვება მოგიწევთ. გაცილებით ნაყოფიერი იქნება გუნდური მუშაობა ან უკვე დაწყებული საქმეების დასრულება. გირჩევთ, საკუთარი ფინანსები აკონტროლოთ - მოსალოდნელია დანაკარგი ან ზარალი.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

გამორიცხული არ არის, რაღაც ავანტიურაში გაეხვიოთ ან დაუფიქრებელი მოქმედება ჩაიდინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით იმოქმედოთ. შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა - ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას გაჩუქებთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ახლობელ ადამიანებს თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მიეცით მათ დრო, რომ საკუთარ გრძნობებსა და სურვილებში გაერკვიონ. ამ დღეს შეიძლება ძველი იდეები და გეგმები წარმატებით განახორციელოთ. ახალი ადამიანების გაცნობა და შეხვედრები შეიძლება სასარგებლო იყოს, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე საქმიან შეხვედრებზე გაატაროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

კამათისა და დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ. დღევანდელ წყენას დიდხანს ვერ დაივიწყებთ, რაც ურთიერთობას გააფუჭებს. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან მისი დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ და დროს ტყუილად დაკარგავთ. გირჩევთ მთელი ყურადღება სახლის საქმეებზე გადაიტანოთ, რაც სტრესისა და უარყოფითი ემოციებისგან გაგათავისუფლებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ რთული საკითხები მოაგვაროთ და დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელოთ. მთავარია, არ გადაიღალოთ, რადგან ძალების აღდგენა გაგიჭირდებათ. დიდი ხნის უნახავ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სხვა ადამიანებისგან გამუდმებით რაღაცის მოთხოვნა და პრეტენზიები შეიძლება გუნდურ მუშაობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, კოლეგების მიმართ უფრო ლმობიერი და კეთილგანწყობილი იყოთ. პირად თემებზე საუბარი შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს, ამიტომ გირჩევთ საუბრისთვის ნეიტრალური ან საქმიანი თემები აირჩიოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეცადეთ, ძველი პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე მარტივი, მაგრამ გონივრული გზა აირჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე ზედმეტი ემოციების გამოვლენას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტყოთ, რომლებიც თქვენს მომავალს მთლიანად შეცვლის.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს შესაძლოა, ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ, ამიტომ მათთან ურთიერთობისთვის დრო უნდა გამონახოთ. მოლაპარაკებების ან ახალი პროექტების დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. უმჯობესია ის პროექტები გააგრძელოთ, რომლებზეც დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯეთ. სურვილის შემთხვევაში შეიძლება დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დაასრულოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რთული დღეა, რომელიც თქვენგან ყურადღების მოკრეფას და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. ეცადეთ თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ და მნიშვნელოვანი სიახლეები არ გამოგრჩეთ. გავლენიანი ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way