USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 მაისი?
дата:  495

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ზოგადი მოლოდინი: დღე ხელსაყრელია ახალი წამოწყებებისთვის. ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ, წარმატებით განახორციელოთ დაგეგმილი საქმეები.
ჯანმრთელობა: ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება ხელს შეუწყობს საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ოჯახი: ოჯახური გარემო მშვიდი და ჰარმონიულია. შესაძლებელია, რომ ახლობლებთან ერთად დროის გატარება დადებითად აისახოს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე.
ბიზნესი და კარიერა: დღე ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებების დასაწყებად. შესაძლებელია, რომ ახალი პარტნიორობის შესაძლებლობები გაჩნდეს.
სიყვარული: პარტნიორთან ურთიერთობა სტაბილურია. სასურველია, რომ მეტი დრო დაუთმოთ ურთიერთობის გაღრმავებას.


კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ზოგადი მოლოდინი: დღე შესაძლოა მოიტანოს გარკვეული სირთულეები, თუმცა თქვენი მოთმინება და პრაქტიკულობა დაგეხმარებათ მათ დაძლევაში.
ჯანმრთელობა: გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ კვებას და დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ოჯახი: შესაძლებელია, რომ ოჯახის წევრებთან მცირე უთანხმოებები წარმოიშვას. სასურველია, რომ გამოიჩინოთ მეტი გაგება და მოთმინება.
ბიზნესი და კარიერა: დღე ხელსაყრელია ფინანსური საკითხების გადახედვისთვის. შესაძლებელია, რომ ახალი შემოსავლის წყაროები გამოჩნდეს.
სიყვარული: პარტნიორთან ურთიერთობა საჭიროებს მეტ ყურადღებას. სასურველია, რომ გამოხატოთ თქვენი გრძნობები და დააფასოთ ერთმანეთი.


ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ზოგადი მოლოდინი: დღე აქტიურია და სავსეა ახალი შესაძლებლობებით. შესაძლებელია, რომ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე.
ჯანმრთელობა: გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ნერვულ სისტემას და დაისვენოთ საკმარისად.
ოჯახი: ოჯახური გარემო სტაბილურია. შესაძლებელია, რომ ახლობლებთან ერთად დროის გატარება გააძლიეროს თქვენი კავშირები.
ბიზნესი და კარიერა: დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად და იდეების რეალიზებისთვის. შესაძლებელია, რომ მიიღოთ მხარდაჭერა კოლეგებისგან.
სიყვარული: პარტნიორთან ურთიერთობა სავსეა სითბოთი და გაგებით. სასურველია, რომ ერთად დაგეგმოთ მომავალი.


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
ზოგადი მოლოდინი: დღე შესაძლოა მოიტანოს გარკვეული ემოციური გამოწვევები. სასურველია, რომ გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.
ჯანმრთელობა: გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ემოციურ მდგომარეობას და დაისვენოთ საკმარისად.
ოჯახი: შესაძლებელია, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა საჭიროებდეს მეტ გაგებას და მხარდაჭერას.
ბიზნესი და კარიერა: დღე ხელსაყრელია მიმდინარე საქმეების დასრულებისთვის. სასურველია, რომ არ დაიწყოთ ახალი პროექტები.
სიყვარული: პარტნიორთან ურთიერთობა საჭიროებს მეტ კომუნიკაციას. სასურველია, რომ გულწრფელად ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე.


ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ზოგადი მოლოდინი: დღე სავსეა ენერგიით და მოტივაციით. შესაძლებელია, რომ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე.
ჯანმრთელობა: გირჩევთ, გამოიყენოთ ენერგია ფიზიკური აქტივობისთვის და დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ოჯახი: ოჯახური გარემო ჰარმონიულია. შესაძლებელია, რომ ერთად დაგეგმოთ მომავალი და გააძლიეროთ კავშირები.
ბიზნესი და კარიერა: დღე ხელსაყრელია ახალი პროექტების დასაწყებად და ლიდერული უნარების გამოვლენისთვის. შესაძლებელია, რომ მიიღოთ აღიარება კოლეგებისგან.
სიყვარული: პარტნიორთან ურთიერთობა სავსეა ვნებით და სითბოთი. სასურველია, რომ ერთად გაატაროთ მეტი დრო.


ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ზოგადი მოლოდინი: დღე ხელსაყრელია დეტალებზე ორიენტირებული სამუშაოსთვის. შესაძლებელია, რომ თქვენი სიზუსტე და პასუხისმგებლობა დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში.
ჯანმრთელობა: გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ კვებას და დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ოჯახი: ოჯახური გარემო სტაბილურია. შესაძლებელია, რომ ახლობლებთან ერთად დროის გატარება გააძლიეროს თქვენი კავშირები.
ბიზნესი და კარიერა: დღე ხელსაყრელია მიმდინარე საქმეების დასრულებისთვის და ახალი პროექტების დაგეგმვისთვის. შესაძლებელია, რომ მიიღოთ მხარდაჭერა კოლეგებისგან.
სიყვარული: პარტნიორთან ურთიერთობა საჭიროებს მეტ კომუნიკაციას. სასურველია, რომ გულწრფელად ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე.


სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ზოგადი მოლოდინი: დღე ხელსაყრელია ჰარმონიის და ბალანსის შენარჩუნებისთვის. შესაძლებელია, რომ თქვენი დიპლომატიური უნარები დაგეხმაროთ კონფლიქტების თავიდან აცილებაში.
ჯანმრთელობა: გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ემოციურ მდგომარეობას და დაისვენოთ საკმარისად.
ოჯახი: ოჯახური გარემო მშვიდია. შესაძლებელია, რომ ერთად დაგეგმოთ მომავალი და გააძლიეროთ კავშირები.
ბიზნესი და კარიერა: დღე ხელსაყრელია პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. შესაძლებელია, რომ მიიღოთ ახალი შეთავაზებები.
სიყვარული: პარტნიორთან ურთიერთობა სავსეა სითბოთი და გაგებით. სასურველია, რომ ერთად გაატაროთ მეტი დრო.


მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ზოგადი მოლოდინი: დღე შესაძლოა მოიტანოს გარკვეული სირთულეები, თუმცა თქვენი ინტუიცია და გამჭრიახობა დაგეხმარებათ მათ დაძლევაში.
ჯანმრთელობა: გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ემოციურ მდგომარეობას და დაისვენოთ საკმარისად.
ოჯახი: შესაძლებელია, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა საჭიროებდეს მეტ გაგებას და მხარდაჭერას.
ბიზნესი და კარიერა: დღე ხელსაყრელია მიმდინარე საქმეების დასრულებისთვის. სასურველია, რომ არ დაიწყოთ ახალი პროექტები.
სიყვარული: პარტნიორთან ურთიერთობა საჭიროებს მეტ კომუნიკაციას. სასურველია, რომ გულწრფელად ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ზოგადი მოლოდინი: 24 მაისი თქვენთვის აქტიური და ინტელექტუალურად მოტივაციური დღეა. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს ან იდეას, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობაში ახალ კარს გაგიხსნით. კარგია ნებისმიერი გეგმის დაწყება, რომელიც სწავლას, მოგზაურობას ან საზოგადოებრივ ჩართულობას ეხება.
ჯანმრთელობა: ფიზიკურად ენერგიულად იგრძნობთ თავს, თუმცა გადაჭარბებულმა ენთუზიაზმმა შეიძლება გადაღლილობამდე მიგიყვანოთ. არ დაგავიწყდეთ სითხეების მიღება და დღის ბოლოს სხეულის დასვენება.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან შეიძლება გაჩნდეს მცირე უთანხმოება შეხედულებების გამო. მთავარი — მოისმინოთ და არ აგრესიულად, არამედ მზრუნველად უპასუხოთ. საღამოს შეძლება დათბობა.
ბიზნესი და კარიერა: საქმეში გამოგადგებათ თქვენი ბუნებრივი ენთუზიაზმი და მოლაპარაკების უნარი. კარგი დროა პრეზენტაციებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ახალი იდეების წამოსაყენებლად. შეიძლება გაგახსენონ ძველი პროექტი, რომელიც ახლა სხვაგვარად გამოადგება სისტემას.
სიყვარული: პირად ურთიერთობებში იგრძნობა თავისუფლებისკენ სწრაფვა. თუ წყვილში ხართ — შესაფერისია ურთიერთობის განახლება, თავგადასავლების დაგეგმვა ან ღია საუბარი. თუ სინგლი ხართ — მოულოდნელი ნაცნობობა შეიძლება შთაგონებით აგავსოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
ზოგადი მოლოდინი: დღევანდელი დღე საკმაოდ კონსტრუქციულია. თქვენი დისციპლინა და გამძლეობა სათანადოდ დაგიფასდებათ. თუ რაღაც არ მიდის ისე, როგორც გეგმავდით — არ დაკარგოთ მოთმინება, შედეგი გზაშია.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს — გადაღლილობამ შეიძლება თქვენი პროდუქტიულობა შეამციროს.
ოჯახი: მშობლიურ გარემოში სიმშვიდე დაბრუნდება, თუ აჩვენებთ ინიციატივას და ემოციურ ჩართულობას. კარგი დღეა დიდების მოსანახულებლად.
ბიზნესი და კარიერა: პროფესიულად თქვენ დღეს პატივს გცემენ. შეიძლება მიიღოთ ახალი პასუხისმგებლობა ან მოიპოვოთ უფროსების ნდობა.
სიყვარული: პრაქტიკულობა შესაძლოა სიყვარულში გრძნობების გადაფარვას იწვევდეს. გამოიჩინეთ მეტი სითბო და ნაკლები კონტროლი. თქვენს პარტნიორს ეს ნამდვილად დასჭირდება.


მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
ზოგადი მოლოდინი: დღე იდეალურია არაორდინარული იდეებისთვის. შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ და არ შეგეშინდეთ კრიტიკის. რაც გონივრულად ჟღერს თქვენთვის — მალე რეალობად იქცევა.
ჯანმრთელობა: გადატვირთული დღის ფონზე საჭიროა მცირე განტვირთვა — მედიტაცია, სეირნობა ან უბრალოდ მარტო ყოფნა.
ოჯახი: მეგობრული შეხვედრები და ოჯახური საუბრები გაგახალისებთ. შესაძლოა, ერთი ძველი პრობლემა მოულოდნელად მარტივად გადაწყდეს.
ბიზნესი და კარიერა: შემოქმედებითი და ტექნოლოგიური ინიციატივები დღეს დაგიფასდებათ. განსაკუთრებით პროდუქტიული იქნებით გუნდურ პროექტებში.
სიყვარული: ურთიერთობებში თავისუფლება და სიახლე გჭირდებათ. ნუ დაიბნევით, თუ პარტნიორი უფრო კონსერვატიულად აზროვნებს — იყავით მაგალითი.


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ზოგადი მოლოდინი: ემოციური მგრძნობელობა ამ დღეს გამძაფრებულია, მაგრამ ეს არ არის სუსტი მხარე — პირიქით, თქვენი სიღრმე სხვებს შთააგონებს.
ჯანმრთელობა: არ გაგიკვირდეთ დაღლილობა ან ხასიათის რყევა — წყალი, ძილი და მუსიკა თქვენი საუკეთესო წამლებია.
ოჯახი: ოჯახში შეიძლება თქვენგან ელოდებიან შერიგებას ან გულისხმიერებას. ნუ გეშინიათ პირველ ნაბიჯის გადადგმის.
ბიზნესი და კარიერა: მიუხედავად ზოგადი აურზაურისა, კარგად გაუმკლავდებით ადმინისტრაციულ საქმეებს, განსაკუთრებით თუ ინტუიციას ენდობით.
სიყვარული: დღევანდელი დღე სიყვარულში მოითხოვს ნაზ დამოკიდებულებას და ნდობას. თუ მარტო ხართ — შესაძლოა, ინტერესი გაჩნდეს ისეთი ადამიანისკენ, ვისიც ადრე არ შეგემჩნიათ.

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати