USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 ივლისი?
Date:  4067

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თქვენი ცნობისმოყვარეობა, ბოლოს და ბოლოს, ნაყოფს გამოიღებს - ღირებულ ინფორმაციას ან თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს მიიღებთ. გაზრდილი ემოციურობა მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ ნაკლები ინერვიულოთ და რაციონალურად იფიქროთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ ვინმეს უკეთ გაცნობას ცდილობთ, დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროთ - შეიძლება რაღაც არასწორად გაიგოთ ან სასურველი რეალობად მიიჩნიოთ. ამ დღეს უპირატესობა მიანიჭეთ საქმეს, რომელიც სწრად სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ საყვარელი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ - ის სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს გარემოებები თქვენ წინააღმდეგაა, თუმცა ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. აჩქარება ვერ გიშველით - ეცადეთ, სიტუაცია მშვიდად აკონტროლოთ და საკუთარი ქმედებები წინასწარ გათვალოთ. თუ დამატებით სამუშაოს შემოგთავაზებენ, მიიღეთ - ის კარგ შემოსავალს მოგიტანთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გულწრფელობა და პატიოსნება შესაძლო გაუგებრობას თავიდან აგაცილებთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. იგივე თვისებები თქვენს პროფესიულ საქმიანობასაც დაამშვენებს და კარიერულ წინსვლას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში განწყობა შეიძლება ძლიერმა ემოციებმა გააფუჭოს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შედეგების შეჯამების და დასკვნების გამოტანის დროა. ეცადეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მეტი იფიქროთ და თუ საჭიროა, გეგმა შეცვალოთ. აქტიური მოქმედებებისთვის არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მარტო არ დარჩეთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანებისგან მხარდაჭერა მიიღოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხებისა და ფულთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ მენეჯმენტს ხელფასის მომატებაზე ან დაწინაურებაზე ესაუბროთ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა შეიძლება მალე დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს. ამ დღეს მოცემულ დაპირებებს არ უნდა დაუჯეროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

უამრავი შეხვედრა, საუბარი და დისკუსია მთელ დღეს წაგართმევთ. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები წუთითაც არ გტოვებენ. თუ ხვდებით, რომ ასეთი რაოდენობით ურთიერთობა თქვენს საქმეს აზარალებს, სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ და უარი თქვით. ეცადეთ, საღამო განმარტოებით გაატაროთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მთელ თქვენს ყურადღებას მოითხოვს და სხვა მოვლენების გაკონტროლება გიჭირთ. ეცადეთ ამ დღის სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. გირჩევთ, რთული და უსიამოვნო საუბარი თავიდან აიცილოთ და სარისკო შეთავაზებები არ მიიღოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დილა რთული ამოცანების ამოხსნით დაიწყოთ. ენერგიის მარაგი და მებრძოლი სულისკვეთება საშუალებას მოგცემთ, ის აკეთოთ, რისი გაკეთებაც აქამდე არ შეგეძლოთ. შესაძლოა, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ან ახალ ტანსაცმელზე დიდი ფული დახარჯოთ. ამ დღეს ფულის ვალად მიცემა არასასურველია.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, დამხმარეები მოძებნოთ და თანამოაზრეების წრეში იტრიალოთ. ინტუიცია ზუსტად გეტყვით ვისთან უნდა გააბათ ურთიერთობა და ვის უნდა მოერიდოთ. წარსული გამოცდილება და საკუთარი შეცდომები არ უნდა დაივიწყოთ.არსებობს თქვენგან წასული ადამიანის დაბრუნების შანსი.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ეცადეთ საკუთარი ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ და წამიერ ახირებებზე ფული არ დახარჯოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ და ზოგადად, ფინანსურ საკითხებს მოერიდოთ. ამ დღეს შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ ან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მზად იყავით იმისთვის, რომ ბევრ კრიტიკას და ცოტა ქებას მიიღებთ. საინტერესო ადამიანის გაცნობა ან მოულოდნელ სიტუაციაში მოხვედრა გელით. ამ დღის მოვლენები დაგეხმარებათ სასიყვარულო ურთიერთობას ან საქმიან პარტნიორობას ახალი თვალით შეხედოთ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way