USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 იანვარი?
თარიღი:  2341

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს შეგიძლიათ ფიზიკური და გონებრივი მუშაობა შეამციროთ და მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც სიხარულს განიჭებთ. სახლის ინტერიერის განახლება სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ. ძველი ურთიერთობები ისევ გაღელვებთ, მაგრამ დროა, დაასრულოთ ის, რასაც მომავალი არა აქვს.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს. ტენდენციური დამოკიდებულების გამო მომხდარის სრულ სურათს ვერ ხედავთ. გირჩევთ, უფროსებს და კოლეგებს ესაუბროთ და მეტი ინფორმაცია მოიძიოთ. არაფორმალური ურთიერთობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მიზნის მისაღწევად ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღოთ და გააქტიურდეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც სწორ რჩევას გაძლევთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თავადაც გრძნობთ, რომ ყველაფერს აზვიადებთ და ბუზისგან სპილოს ქმნით, მაგრამ დამშვიდება და ემოციების კონტროლი გიჭირთ. თუ საღამომდე არაფერი შეიცვალა, შესაძლოა დაძაბულობა საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტში გადაიზარდოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობა შეზღუდოთ და მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ. პლანეტების განლაგება დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ნუ ეცდებით, ყველა საქმის ერთდროულად კეთებას. გახსოვდეთ, რომ აჩქარებას შეცდომები მოჰყვება, რაც უამრავ პრობლემას გამოიწვევს. უარს ნუ იტყვით სამსახურის შეთავაზებაზე და ეცადეთ, გარშემომყოფებთან უფრო ტაქტიანი იყოთ. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ეცადეთ, ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. გახსოვდეთ, რომ გადაღლა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს და საშუალებას არ მოგცემთ, ნაყოფიერად იმუშაოთ. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით, გადაუდებელი საქმეები აირჩიეთ და მათი განხორციელება დაიწყეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბევრი ძვირფასი დრო დაკარგოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

სანამ განხორციელებას დაიწყებთ, ახალი იდეები თანამოაზრეების გუნდთან ერთად უნდა განიხილოთ და დაამუშაოთ. საქმის დასაწყისში მოულოდნელი სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ეცადეთ, მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ და შედეგს აუცილებლად მიაღწევთ. თუ ვინმეს დახმარებას დაჰპირდით, პირობა უნდა შეასრულოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

საბედისწერო შეხვედრა გელით. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს შეხვდებით, თქვენს ცხოვრებას მოულოდნელი მიმართულებით შეატრიალებს. შეთავაზებას, რომელსაც დღეს მიიღებთ, უნდა დათანხმდეთ - ის დადებით ცვლილებებს მოგიტანთ. მოერიდეთ ბრაზიან და ნეტგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას და ეცადეთ, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ახალი შეხვედრები საშუალებას მოგცემთ, საჭირო კავშირები დაამყაროთ და მოგებიანი შეთავაზებები მიიღოთ, მით უმეტეს, რომ ფიქრისა და დაგეგმვისთვის მშვენიერი დღეა. შექმნილი ვითარების ანალიზი დაგეხმარებათ გაიგოთ, რას ელით ამჟამინდელი ურთიერთობისგან და რის გაღებას აპირებთ მომავალში. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა ენდოთ და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

რთული და დაძაბული დღეა. დილიდან უამრავი პრობლემის გადაჭრა და სირთულის გადალახვა მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ და წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაგიხსენებენ და საყვედურებით აგავსებენ, თუმცა ხვალ ეს კამათი არავის ემახსოვრება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მოემზადეთ აქტიური და დატვირთული დღისთვის, როდესაც რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება მოგიწევთ. მოერიდეთ ყველაფერს, რაც თქვენს გაღიზიანებას და უარყოფით ემოციებს იწვევს. კამათის ნაცვლად, უმჯობესია სტრესის დონე სპორტდარბაზში შეამციროთ. დროა საყვარელ ადამიანს საკუთარი გრძნობების შესახებ გულწრფელად ესაუბროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რთული დღეა, თუმცა ეცადეთ, თქვენი უარყოფითი ბრაზი საყვარელ ადამიანებზე არ იყაროთ და დაძაბულობა ვარჯიშით ან სუფთა ჰაერზე სიარულით მოიხსნათ. ავტორიტეტული ადამიანების რჩევები სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.