USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 დეკემბერი?
дата:  347

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 დეკემბრისთვის:

 

ვერძი

თუ მოინდომებთ, საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით. თქვენი წარმატების გასაღები კარგად შედგენილი გეგმაა, რომელიც უმცირეს წვრილმანებსაც ითვალისწინებს. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. სულ ერთია, რაზეა საუბარი - დიეტაზე, შვებულებაზე თუ წვეულებაზე. ნებისმიერი მოქმედების წინასწარ დაგეგმვით წარმატებას მიაღწევთ.

კურო

საყოფაცხოვრებო თემები და შოუბიზნესის ჭორები არ გაინტერესებთ, თუმცა ინტელექტუალი თანამოსაუბრეს პოვნა ადვილი არაა. ასეთი საუბარი კუროსთვის სუფთა ჰაერივითა აუცილებელია, თუმცა სავარაუდოდ, იქ არ ეძებთ, სადაც საჭიროა.

ტყუპები

დისკუსიების მოყვარული არ ხართ, მაგრამ ამ დღეს შეიძლება გამონაკლისი დაუშვათ. ამასთან, რაც უფრო მწვავეა დისკუსია, მით უკეთესი! საკუთარ ინტელექტუალურ უპირატესობაში იმდენად დარწმუნებული ხართ, რომ ამის დემონსტრირებას არ ერიდებით.

კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს საკუთარი აზრების ლაბირინთში დაიკარგოთ. ეცადეთ, ცხოვრება არ გაირთულოთ და უფრო მეტი მეტი იმხიარულოთ. ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავს, დაგეგმეთ მეგობრების შეხვედრა ან კინოში წადით. გაუგზავნეთ სამყაროს პოზიტივი და მისგანაც იმავეს მიიღებთ.

ლომი

ყურადღებით დააკვირდით და მოუსმინეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება და შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე შეიტყოთ. ეს ყველაფერი სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ - ისწავლეთ, უსმინეთ, დაიმახსოვრეთ.

ქალწული

თუ გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, ეს მხოლოდ ინტელექტით უნდა მოახერხოთ. სულ ერთია, ვინაა თანამოსაუბრე: უფროსი, საყვარელი ადამიანი თუ შემთხვევითი თანამგზავრი, თქვენს გონიერებას ყველა ღირსეულად შეაფასებს.

სასწორები

გადაწყვიტეთ, რომ მოახლოებული დღესასწაულის წინ ოჯახის წევრებთან ერთად სახლის საფუძვლიან დალაგებას და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას შეუდგეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავად ხელმძღვანელობთ. ახლა მთავარია, რომ გეგმა არ გააფართოოთ და დიდი რემონტი არ წამოიწყოთ.

მორიელი

ამ დღეს მთელ ენერგიას ისეთ თემებზე საუბარში დახარჯავთ, როგორიცაა ადამიანის ფსიქიკა, სულიერი განვითარება, სამყაროს საიდუმლოები და ა.შ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანებს, რომლებთანაც ამ თემებზე საუბარი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. მთავარია, ღრუბლებში ფრენის დროს ფეხქვეშ მიწა არ დაკარგოთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანში ფინანსისტი გაიღვიძებს! თუ ამ დღეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრს დაუთმობთ, შესანიშნავ გეგმას შეიმუშავებთ, რომელიც ფულის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ურთიერთობებში, ლოგიკას ეყრდნობით და არა გრძნობებს. ახლობელი ადამიანებს გრძნობების შესახებ პირდაპირ ეკითხებით. თავადაც არასოდეს უმალავთ საკუთარ აზრებს და განზრახვებს გარშემომყოფებს. ამ დღეს ასეთი ქცევა საყოველთაო სიყვარულს მოგიტანთ.

მერწყული

ამ დღეს თავს ჭანჭიკად გრძნობთ ვიღაცის მექანიზმში – მთავარია, რომ ამ მექანიზმმა კარგად იმუშაოს და არ დაიჟანგოს. სხვისი ხელმძღვანელობით მუშაობა შესანიშნავად გამოგდით მხოლოდ მაშინ, როიცა ზუსტად იცით რას აკეთებთ, რატომ და რა როლი გაქვთ პროცესში.

თევზები

გხსოვდეთ, რომ ღრმა ურთიერთობებისთვის მხოლოდ სიმპათია საკმარისი არ არის, საერთო თემებისა და ინტერესების პოვნაა საჭირო. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენთვის საინტერესო პერსონასთან ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანოთ

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати