USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 აპრილი?
дата:  7330

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აპრილისთვის:

ვერძი

ეცდეთ, უფრო მეტად იაქტიუროთ და მოვლენებისა და ადამიანების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება თამამად გამოხატოთ. მაშინ თქვენი ყველა წამოწყება წარმატებული იქნება და ქებას დაიმსახურებს. არ იზარმაცოთ - სამომავლოდ ნუ გადადებთ საქმეს, რომლის დასრულება ახლა შეგიძლიათ.

კურო

თუ მიმდინარე საქმეებში მეტად იაქტიურებთ და ინიციატივას გამოიჩენთ, შეიძლება გავლენიანმა ადამიანმა შეგნიშნოთ. მუშაობის დროს გამოცდილი კოლეგების რჩევა და მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ. ნუ მოდუნდებით და ეცადეთ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ადამიანთან, რომელსაც დღეს გაიცნობთ, ხანგრძლივი და საინტერესო ურთიერთობა გელით.

ტყუპები

ეცადეთ, ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რადგან საღამოს ახალი, მნიშვნელოვანი პროექტის კეთება მოგიწევთ, რომელსაც დიდი ხანია ელით. სავარაუდოდ, ტელეფონით მოულოდნელ ამბავს შეიტყობთ. საღამოს ძველ პრობლემებთან გამკლავება მოგიწევთ, რომლებიც უკვე დასრულებული გეგონათ.

კირჩხიბი

რთული და დაძაბული დღე გელით. შესაძლოა, გარემოებები თქვენს საზიანოდ შეიცვალოს და შედეგის მისაღწევად მეტი ძალისხმევა დაგჭირდეთ. ეცადეთ პოზიტიურად იაზროვნოთ და მომხდარში სარგებელი იპოვოთ. გირჩევთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიტუაციაში ზომიერების დაცვა და უსიამოვნებების თავიდან აცილება შეძლოთ. ეს კვებასაც ეხება, გართობასაც და მუშაობასაც. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარმა თავშეუკავებლობამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ და ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ბოლოს და ბოლოს თქვენს ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებების დრო დადგა.

ქალწული

ამ დღეს ყველაზე მეტად კონფლიქტურ სიტუაციებს და ნერვიულობას უნდა ერიდოთ. ეცადეთ დღე მაქსიმალურად მშვიდად და მოდუნებულად გაატაროთ, სასიამოვნო ადამიანებს შეხვდეთ და მხოლოდ დადებითად იფიქროთ. ირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ.

სასწორი

აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. საკუთარმა შეცდომებმა და დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. ეცადეთ დამშვიდდეთ და თქვენი ყოველი მოქმედება საგულდაგულოდ დაგეგმოთ. კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის ან ახალი თანამოაზრეების მოსაძებნად.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება ბოლო დღეების დაძაბულობამ თავი იჩინოს და ნერვულ აშლილობად ჩამოყალიბდეს. თუ შესაძლებელია, რთულ და სანერვიულო საკითხებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ და დასვენებისთვის მეტი დრო გამონახოთ. მხიარულ და პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ.

მშვილდოსანი

თქვენმა ბობოქარმა ტემპერამენტმა და მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება სარგებელზე მეტი პრობლემა მოგიტანოთ. ეცადეთ საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და უსიამოვნო შემთხვევები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ეცადეთ უფროსობასთან ურთიერთობაში მეტი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ და საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.

თხის რქა

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ სახლსა თუ სამსახურში მიმდინარე საქმეები მშვიდად აკეთოთ და სარისკო ფინანსურ ტრანზაქციებსა და შესყიდვებს მოერიდოთ. საღამოს დიდი ხნის უნახავი მეგობრების ვიზიტი და სასიამოვნო ემოციების ზღვა გელით.

მერწყული

ამ დღეს წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ. გირჩევთ შესაძლებლობით ისარგებლოთ და პირველ რიგში, რთულ და უსიამოვნო საქმეებს გაუმკლავდეთ, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. დროა, ოდესღაც ყველაზე ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაარკვიოთ და შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ.

თევზები

თავს შესანიშნავად გრძნობთ და მზად ხართ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ. გამორიცხული არაა, რომ ვიღაცამ დაუფიქრებელი სიტყვით ან საქმით შეურაცხყოფა მოგაყენოთ. თქვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს თვალი ადევნეთ - შესაძლოა, გარემოებებმა თქვენგან ფსიქოლოგიური მოქნილობა და სამსახიობო უნარები მოითხოვოს.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати