USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 24 აგვისტო?
თარიღი:  3642

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ნაყოფიერი და წარმატებული დღეა, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. უარყოფითი ტენდენციების გავლენა თანდათან იზრდება, რაც პირველ რიგში ურთიერთობაზე აისახება - გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა სულ უფრო გიჭირთ. არახელსაყრელი დღეა ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სამკაულების შესაძენად - ფულს ტყუილად გადაყრით და იმედგაცრუებული დარჩებით.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ამ დღეს მოსალოდნელზე მეტს მიაღწევთ. თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს არა მხოლოდ სამსახურს, არამედ პირად ურთიერთობებსაც ეხება. ზოგი კურო ძვირფას საჩუქრებს მიიღებს. ხელსაყრელი დღე ახალი სამსახურის დაწყების, კარიერული წინსვლის და ახალი სფეროების ათვისებისთვის.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

რთული დღეა, მაგრამ სწორად მოქმედების შემთხვევაში, მისგან სარგებელს მიიღებთ. ეცადეთ, საღი აზრით იხელმძღვანელოთ და დისციპლინა არ დაივიწყოთ. ახლა თქვენ კაპრიზების დრო არაა. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ ძალისხმევას დახარჯავთ, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობაში ფამილიარობას უნდა ერიდოთ. ეცადეთ, ტაქტიანად და დელიკატურად იმოქმედოთ. თავშეკავება დღეს განსაკუთრებით გჭირდებათ.

.კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

 

გირჩევთ, ამ დღეს, პარტნიორებთან ერთად, ახალი იდეები და სამომავლო გეგმები განიხილოთ. სავარაუდოდ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან.

ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდება, ასე, რომ თუ ახალ საქმეში ძალების მოსინჯვას გადაწყვეტთ, არ ინანებთ. ფრთხილად იყავით საქმიან ქაღალდებთან ურთიერთობის დროს - უმცირესმა შეცდომამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ მოგატყუებთ. იდეებმა, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დილით შანსი მოგეცემათ, რომ სწრაფად გაუმკლავდეთ საქმეებს, რომლებიც რთული გეჩვენებოდათ. გირჩევთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ.

შესაძლოა, პროფესიულ სფეროში სირთულეები შეგექმნათ იმის გამო, რომ შექმნილ სიტუაციას სწორად ვერ აფასებთ და პრობლემებს იქ ხედავთ, სადაც არ არის. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე წარმატებული იქნება, თუ წესებს არ დაარღვევთ. ექსპერიმენტებს და, მით უმეტეს, გარისკვას ჯობია, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ - ეს უსაფრთხოცაა და ეფექტურიც. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ისინი ბევრს გპირდებიან, მაგრამ პირობას თითქმის არასოდეს ასრულებენ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, რადგან ისე ჩანს, რომ საკუთარი საქმეების გარდა არაფერი გაინტერესებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღეა სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრებისთვის. საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოთ - ჭკვიანური თვითრეკლამა ძალიან შედეგიანი იქნება.

გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. ამ დღეს მოგებიანი გარიგებების დადების და დიდი ფულის ადვილად შოვნის შანსი მოგეცემათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. საკუთარი და კოლეგების საქმეების ერთდროულად კეთება მოგიწევთ. ეს, ერთი მხრივ, რთული და დამღლელი, მეორე მხრივ კი, საინტერესოა. გარშემომყოფები თქვენს მონდომებას ამჩნევენ და გეგმის განხორციელებაში სიამოვნებით გეხმარებიან. ფინანსური მდგომარეობა დიდი შესყიდვების საშუალებას გაძლევთ - შეძენილით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარში უჩვეულო და მაცდურ შეთავაზებას მიიღებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს სირთულეების მიუხედავად, სერიოზული პრობლემები არ გელით, რადგან ყველაფერს გაუმკლავდებით. საშუალება გექნებათ, რომ სამსახურებრივი პრობლემები მოაგვაროთ, რომლებზეც დიდი ხანია თავს იმტვრევთ. ლიდერის თვისებები თანამოაზრეთა გუნდის შეკრებაში დაგეხმარებათ. რომანტიკული პაემანი დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

 

ხელსაყრელი დღეა. თითქმის ყველაფერში გაგიმართლებთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. შანსი მოგეცემათ, რომ პროფესიულ მიზნებს მიაღწიოთ, მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და მენეჯმენტისა და გავლენიანი ადამიანების პატივისცემა დაიმსახუროთ. შესაძლოა, წვეულებაზე მოხვდეთ, სადაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

 

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, წარმატებას მიაღწიოთ და კარგად გაერთოთ. შუადღის შემდეგ ჯერ უმნიშვნელო, შემდეგ კი სერიოზული პრობლემები გელით. გირჩევთ, მეგობრების რჩევებს მოუსმინოთ და ოჯახის წევრების აზრი გაითვალისწინოთ. სხვისი შეცდომების გაანალიზება საკუთარი შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაუგეგმავ შესყიდვებს და ფინანსური ვალდებულებების აღებას.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის