USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 23 თებერვალი?
თარიღი:  4277

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ენერგიით სავსე ხართ და დილიდან აქტიურად მოქმედების სურვილით გაქვთ. დროა, თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. სავარაუდოდ ამ დღეს მოგებიან შეთავაზებას მიიღებთ, რომელსაც უნდა დაეთანხმოთ. ეცადეთ, ეს დღე მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას - ის გიკარნახებთ, მოულოდნელ სიტუაციებში, როგორ უნდა იმოქმედოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დღის პირველ ნახევარში თავს ხალისიანად და თავდაჯერებულად გრძნობთ. ეცადეთ, საქმეები და მნიშვნელოვანი შეხვედრები დილისთვის დაგეგმოთ, შუადღე კი ოჯახს ან მეგობრებს დაუთმოთ. ჭორებს ნუ დაუჯერებთ და ეცადეთ, ყველა ინფორმაცია გამოყენებამდე გადაამოწმოთ. ახლობელი ადამიანების გარემოცვაში სასიამოვნოდ გატარებული დრო თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. რომ არ ელით, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მაშინ შემობრუნდება. ბედმა შეიძლება კონკურენტებზე გამარჯვების შესანიშნავი შანსი მოგცეთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, თორემ დიდხანს ინანებთ. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო სიურპრიზებისგან კი შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია გიხსნით.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს ინტუიციას არ უნდა ენდოთ. გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი გამოცდილებით ან მეგობრების რჩევით იხელმძღვანელეთ. ეცადეთ, პრობლემები გაჩენისთანავე მოაგვაროთ, რადგან მოგვიანებით მათთან გამკლავება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, ამ დღეს ვალები დროულად დაფაროთ და დაპირებები შეასრულოთ. მეგობარს თქვენით მანიპულირების უფლებას ნუ მისცემთ, რათა ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

23 თებერვალს განწყობის ხშირი ცვლა და არასტაბილური ემოციური ფონი გელით. საქმეს სამომავლოდ ნუ გადადებთ - შესაძლოა, გარემოებები თქვენთვის არასასურველად განვითარდეს. ახალი ნაცნობები თქვენს მომხიბვლელობას და მეგობრულ დამოკიდებულებას დააფასებენ, ამიტომ მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და თქვენთვის საჭირო კავშირები დაამყარეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეცადეთ, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ და ყველაფერში დადებითი მხარე დაინახოთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ, რაც თქვენს ცხოვრებაზე აისახება. ეცადეთ, ყველა სადავო საკითხი დროულად მოაგვაროთ და არ გადადოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთული საქმე ან დავალება სამომავლოდ გადადოთ და ეს დღე ისე გაატაროთ, როგორც გსურთ. თავი შეიკავეთ კამათისა და დაპირისპირებისგან და ეცადეთ, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

დილიდან გაღიზიანებული ხართ და გარშემომყოფებს უმიზეზოდ ეკამათებით, რაც შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ეცადეთ, მტკივნეულ თემებზე საუბარს მოერიდოთ და ემოციები აკონტროლოთ. იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. საქმეს უფრო სწრაფად დაასრულებთ, თუ მარტო იმუშავებთ და დროს უაზრო საუბრებზე არ დაკარგავთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. გირჩევთ, გადაწყვეტილებები სწრაფად და უყოყმანოდ მიიღოთ, თორემ ხელსაყრელ შანსს დაკარგავთ. ამ დღეს მეტი აქტიურობა და ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ხალხმრავალ ადგილებში მეტი დრო გაატაროთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს საჭირო ადამიანი გაიცნოთ ან მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ. სიახლეების და ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ. მცირე, თითქმის უმნიშვნელო წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და საკუთარ საქმიანობაში გაითვალისწინეთ. რთულ სიტუაციებში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ - ის ერთადერთ, ყველაზე სწორ მინიშნებას მოგცემთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ, ძველი ვალდებულებები შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ტვირთი თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ფიზიკური აქტივობა მოდუნებასა და სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, ძალები რაციონალურად გაანაწილოთ ძალა. პირველ რიგში, დაწყებული საქმე დაასრულეთ და საყვარელ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარეთ. ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ. კოლეგების რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

თბილისი
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.