USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 23 მაისი?
Date:  4189

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს ზღვარგადასული ემოციურობა მუშაობაში ხელს გიშლით. მცირე უსიამოვნებებიც კი გულთან ახლოს მიგაქვთ და მძაფრად რეაგირებთ. მოერიდეთ ემოციური გადაწყვეტილებების მიღებას და ეცადეთ, ფაქტებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. პრაგმატული მიდგომა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს გარშემომყოფებს თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. მათი პრობლემები გაიძულებთ, საკუთარ საქმეს მოწყდეთ და ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ. ემოციური ფონის გამო შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ და დაპირისპირება შეთანხმებით დაასრულოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

რთული და დაძაბული დღეა. ბევრი საქმე გაქვთ და ვადებში რომ ჩაეტიოთ, საკუთარი მოქმედებები სწორად უნდა დაგეგმოთ. ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ და თუ საჭიროა კითხვებიც დასვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომებს თავიდან ვერ აიცილებთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინოთ - რთული პერიოდი აქვთ და თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნათესავებთან ურთიერთობის გარკვევას მოერიდოთ, რათა კონფლიქტი და უსიამოვნება თავიდან აიცილოთ. ეცადეთ, პირადი ურთიერთობებიდან ყურადღება მუშაობაზე გადაიტანოთ. გახსოვდეთ, რომ სირთულეებს კოლეგებთან ან თანამოაზრეების გუნდთან ერთად უკეთ გაუმკლავდებით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დილიდან რთული და სტრესული სამუშაოსთვის უნდა მოემზადოთ. შეიძლება შექმნილმა ვითარებამ გეგმების შეცვლა და იმის გაკეთება გაიძულოთ, რაც არ გსურთ. გირჩევთ, პირველ რიგში საკუთარი ვალდებულებები შეასრულოთ და შემდეგ ახლობელი ადამიანის თხოვნა შეასრულოთ. იდეა, რომელიც ამ დღეს გეწვევათ, მალე ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ვალდებულებების დროულად შესრულებისთვის შესაძლოა, კოლეგების ან მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ. მათგან შეიძლება ღირებული რჩევა ან ინფორმაცია მოისმინოთ, რომელსაც მოგვიანებით თქვენ სასარგებლოდ გამოიყენებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესისგან გათავისუფლებასა და სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე ამაღლებულ ემოციურ ფონზე ჩაივლის. ყურადღების მოკრეფა და შექმნილი ვითარების ობიექტურად შეფასება გიჭირთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს საკუთარი გრძნობები და გამოცდილება გაუზიაროთ, უთხარით რა გახარებთ და რა გაწუხებთ. ეს სულიერი სიმშვიდის და კარგი განწყობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ არავის უამბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიღაც ამით ისარგებლებს. ამ დღეს საკუთარ სიმართლეს ნებისმიერ კამათში ადვილად დაამტკიცებთ. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, ეს შესანიშნავი დღეა ურთიერთობის გარკვევისა და შერიგებისთვის.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. შეხვედრები და მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. საკუთარი პოზიციის სისწორეში ადამიანების დარწმუნებას ადვილად ახერხებთ და შეგიძლიათ ოპონენტი მხარდამჭერად აქციოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პირად ურთიერთობებში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ემოციები აკონტროლოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვენიერი დღეა პარტნიორთან ურთიერთობების გარკვევის და შეთანხმების მიღწევისთვის. ბიზნესსფეროში ეცადეთ, პრობლემები, გონების გარდა, პიროვნული ხიბლის დახმარებითაც მოაგვაროთ. შესთავაზეთ ოპონენტს ყავა, ჩაი, ტკბილეული და ეცადეთ, მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ურთიერთობა როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ბიზნესში კარგად აეწყობა. ეცადეთ, სახლსა და სამსახურში პირადი სივრცის მოსაწესრიგებლად დრო გამონახოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

თქვენი სურვილი და ოცნება შეიძლება ახდეს, თუ ახალ შესაძლებლობებს და იღბლიან დამთხვევებს გამოიყენებთ. ხელსაყრელი დროა თამამი გეგმებისა და საინტერესო იდეების განხორციელებისთვის. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანთან მოლაპარაკებას და სადავო საკითხებში შეთანხმებას შეძლებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები აკონტროლოთ და პრაგმატულად იმოქმედოთ. მოსალოდნელი სირთულეების მიუხედავად, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას შეძლებთ. პარტნიორთან გულწრფელი საუბარი უთანხმოების მოგვარებასა და ურთიერთობების განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way