USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 23 ივლისი?
дата:  2597

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

შეიძლება ადამიანზე, მოვლენაზე ან პრობლემაზე აზრის შეცვლა მოგიწიოთ - ახალ ფაქტები გაჩნდება, რომლებსაც ანგარიში უნდა გაუწიოთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ მოულოდნელი ინფორმაციის მიღებისთვის მოემზადოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ნებისმიერ ურთიერთობაში საკუთარი პოზიციის დაცვას ჯიუტად ცდილობთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დილიდან უჩვეულოდ გაღიზიანებული და ემოციური ხართ, გასაკვირი არ არის, რომ ყველგან კონფლიქტებს იწვევთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი აზრები თქვენთვის შეინახოთ და კომპრომისზე წასასვლელად მოემზადოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გსურთ, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი იდეალურად იყოს. ამისთვის ცდილობთ რიგში სული, აზრები და სამუშაო მაგიდა მოაწესრიგოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად გარშემო მყოფთა არაორგანიზებულობა და სიზარმაცე გაბრაზებთ და შესაძლოა, ამის შესახებ პირდაპირ სახეში მიახალოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ცდილობთ, საგნების არსს ატომებსა და მოლეკულებამდე ჩასწვდეთ, თუმცა ამან შეიძლება ახალ, მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანოთ. გამჭრიახ კირჩხიბს შანსი აქვს, რომ უმარტივეს ყოველდღიურ საქმეებშიც კი საინტერესო სიახლეები აღმოაჩინოს. გამონახეთ დრო დიდი ხნის უნახავი ნათესავების მონახულებისთვის.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ვიღაცამ შეიძლება საქმეში ჩაგითრიოთ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფულს უკავშირდება. ეს შეიძლება უფროსებთან ხელფასის მომატებაზე საუბარი ან მეუღლესთან ფულის ფლანგვის გამო დაწყებული კამათი იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ასეთი საუბრების დროს ემოციები აკონტროლოთ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით არავინ გაანაწყენოთ - უკმაყოფილება და ორმხრივი პრეტენზიები შეიძლება ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

თქვენს ხმაში დროდადრო მბრძანებლური ნოტები ჟღერს - ცდილობთ გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოთ. საკუთარ თავში იმდენად დარწმუნებული ხართ, რომ მათი მხრიდან დახმარების თხოვნაზე უარის თქვას დივერსიად აფასებთ. მთელმა დღემ რომ უაზრო კამათში არ ჩაიაროს, ეცადეთ ვნებები დაიცხროთ და გარშემო მყოფებზე ზეწოლა შეამციროთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

მშვენიერი დღეა ვინმესთან ურთიერთობის გასარკვევად თუ ასეთი საჭიროება არსებობს. ის რაზეც ადრე ლაპარაკს ვერ ბედავდით, კითხვები, რომელთა დასმას ვერ ახერხებდით - ამ დღეს ყველაფერზე თამამად საუბარი შეგიძლიათ და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ზოგ საკითხში თქვენს რწმენას შეიძლება ბზარი გაუჩნდეს. ის, რაშიც ის 100%-ით დარწმუნებული იყავით, შეიძლება განსხვავებული აღმოჩნდეს. გამორიცხული არ არის, რომ რაღაც საკითხზე აზრი თავად შეიცვალოთ. ასეა თუ ისე, გირჩევთ ცვლილებისთვის მოემზადოთ, თუნდაც ეს წარმოსახვითი ცვლილება იყოს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო საკითხში ბოლომდე გარკვევას ცდილობთ! საქმეებში ან სიტყვებში უმცირესი გაურკვევლობაც კი გაღიზიანებთ და გაიძულებთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ. იმდენ კითხვას დასვამთ, რომ გარშემო მყოფებს თავს მოაბეზრებთ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ყველა გაგირბით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს უნდა გადაწყვიტოთ, ცხოვრებიდან რა უნდა მოიცილოთ, რომ ახლისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. შესაძლოა, ეს მოძველებული იდეები, არარეალური გეგმები, შეუძლებელი ვალდებულებების ტვირთი, ძველი ავეჯი ან რაღაც სხვა იყოს. დროა დაემშვიდობოთ იმას, რაც განვითარებაში ხელს გიშლით და რეალურ პერსპექტივებს მიესალმოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს კომპრომისებისკენ განწყობილი არ ხართ. მზად იყავით იმისთვის, რომ სამყაროს შავ-თეთრად დაყოფის მცდელობა გარშემო მყოფთა წინააღმდეგობას წააწყდება. თქვენი ემოციურობა და სამართლიანობისკენ სწრაფვა შეიძლება ურთიერთობების გარკვევით და კამათით დასრულდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, გათავისუფლდით ილუზიისგან, რომ ვინმესთვის რამის დამტკიცებას შეძლებთ - ხვალ ეს ნამდვილად არ გამოგივათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას არ იჩქაროთ. სავარაუდოდ, რაღაც ვერ გაითვალისწინეთ ან ყველა ინფორმაციას არ ფლობთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ გამოცდილ ადამიანებს ესაუბროთ, საჭირო ლიტერატურას გაეცნოთ და ფაქტები შეისწავლოთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ბრძოლაში თამამად ჩაერთოთ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати