USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 23 ივლისი?
 467

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მშვენიერი დღეა დასვენებისთვის. თუ შესაძლებელია, გირჩევთ, ყველა საქმე სამომავლოდ გადადოთ და შეეხმიანოთ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობაც სიამოვნებას განიჭებთ. შესაძლოა, უმნიშვნელო წარუმატებლობამ განწყობა გაგიფუჭოთ. არ ინერვიულოთ წვრილმანებზე და ეცადეთ, პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. იმისთვის, რომ ზამთარი გრიპის და გაციების გარეშე გაატაროთ, იმუნიტეტის ამაღლებაზე ახლა უნდა იზრუნოთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ტრადიციების პატივისცემა და კონსერვატიული აზროვნება გამოუსწორებელი შეცდომისგან დაგიცავთ. გირჩევთ, ნებისმიერ ინოვაციურ წინადადებას უნდობლობით შეხედოთ და ყოველი ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმოთ. ამ დღეს ექსპერიმენტებს სამზარეულოშიც კი უნდა ერიდოთ და ახალი კერძების დაგემოვნებაზე უარი თქვათ. სამაგიეროდ, მშვენიერი დროა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობის აღსადგენად.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შესაძლოა, კამათში მონაწილეობის მისაღებად მიგიწვიონ. რთულ ვითარებაში აღმოჩნდებით - თქვენი გადაწყვეტილება ერთ მხარეს გაახარებს, მეორეს კი გაანაწყენებს, ამიტომ აგრესიის მოგერიებისთვის უნდა მოემზადოთ. თუ მოვლენების ასეთი განვითარება თქვენს ინტერესებში არ შედის, მიწვევაზე უარი თქვით და თავაზიანად განმარტეთ, რომ სხვა ადამიანების საქმეებში ჩარევა არ გსურთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თქვენი გარემოცვიდან ვიღაც დილიდან სკანდალის პროვოცირებას ცდილობს. ეცადეთ, უარყოფით ემოციებს არ აჰყვეთ. გახსოვდეთ, რომ ჩხუბი მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიას წაგართმევს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად გჭირდებათ. ზოგადად კი ამ დღეს ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და დამოუკიდებლად დაასრულოთ საქმე, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს დღე დიდხანს არ დაგავიწყდებათ. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ხანგრძლივი დასვენება, მოგზაურობა ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა იქნება. ახლა ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ. სასიყვარულო ურთიერთობებში ეცადეთ, ინიციატივა ხელში აიღოთ და ჩანაფიქრი განახორციელოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს. ამჯერად უთანხმოებას სწრაფად მოაგვარებთ, მაგრამ მომავალში მეტი სიფრთხილე გმართებთ. მკაფიოდ შედგენილი გეგმა სამსახურებრივ საკითხებში გარკვევას გაგიადვილებთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ჩიხური ვითარებაა, ეს დღე მისგან გამოსვლის შანსს მოგცემთ.

ჰოროსკოპის შიგთავსი

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ადამიანებს ენდობით, თუმცა ამის გამო ხშირად მოტყუებული რჩებით. როგორც ჩანს, ამ დღეს მორიგი იმედგაცრუება გელით და ვიღაც თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. სხვა მხრივ, მშვიდი და სასიამოვნო დღეა. მოერიდეთ რთული საქმეების დაწყებას, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ეცადეთ, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ სამოგზაუროდ წასვლას გეგმავთ, გახსოვდეთ, რომ ფხიზლად უნდა იყოთ და გზაზე უსაფრთხოება გამუდმებით აკონტროლოთ. ემოციური დღეა, მოვლენები ერთმანეთს სწრაფად ცვლის, ამიტომ საღამოს შეიძლება თავი ძალიან დაღლილად იგრძნოთ. საკუთარი წარმატებებით ნუ იტრაბახებთ, რათა შურიანი ადამიანების ყურადღება არ მიიქციოთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღეა ოჯახური წვეულებისა და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. გირჩევთ, პარტნიორს გულწრფელად ესაუბროთ, საერთო პრობლემები და გეგმები განიხილოთ და გამოცდილება გაუზიაროთ. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება, რამაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ეცადეთ, საკუთარ ცხოვრებას „გვერდიდან“ შეხედოთ და მიხვდებით, რა გიშლით ხელს წინსვლასა და განვითარებაში. ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელოთ. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მოიპოვებთ, რომლებიც პროექტს დაგიფინანსებენ. შეწყვიტეთ ერთდროულად ათი საქმის კეთება, ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა აირჩიეთ და ეცადეთ, დაასრულოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

იმას, რაც გუშინ რთული ჩანდა, დღეს ადვილად გაუმკლავდებით. შესაძლოა საყვარელმა ადამიანმა მნიშვნელოვანი ღონისძიებაში მონაწილეობა გთხოვოთ. გირჩევთ დაეთანხმოთ, თუნდაც შეთავაზება არ მოგწონდეთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სხვის სურვილებსაც ანგარიში უნდა გაუწიოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

სიახლეებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა. ეცადეთ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გულახდილობისგან თავი შეიკავეთ. ერთმა დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. მადლიერი იყავით ყველაფრისთვის, რაც გაქვთ და ადამიანების მიმართ კეთილი სიტყვები არ დაინანოთ.

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way