USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 23 იანვარი?
Date:  1237

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

თუ გამუდმებით ერთსა და იმავე პრობლემას ებრძვით, მის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ და განსხვავებული მეთოდებით იმოქმედოთ. ნუ მოდუნდებით - ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ. თუ რომელიმე უფროსი ნათესავი დიდი ხანია არ გინახავთ, ყველა საქმე გადადეთ და მოინახულეთ - გამორიცხული არ არის, რომ თქვენი დახმარება სჭირდება.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

წარმატებული დღეა. ცხოვრება თქვენგან პირდაპირ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების დამსახურებით, ბევრი პრობლემა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ეცადეთ, ურთიერთობებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - სავარაუდოდ, ორმხრივი წყენა და პრეტენზიები დაგროვდა, ამიტომ პარტნიორთან გულწრფელი საუბრის დროა.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

თუ მიზანს მიაღწიეთ, მოდუნების ნაცვლად, ახალი მიზანი უნდა დაისახოთ და მოქმედების გეგმა შეადგინოთ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებისა და სიახლეების დროა. სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ყველაფერს, რასაც მომავალი არ აქვს და აქტიურად განიხილეთ პროექტები, სადაც წარმატების დიდი შანსი გაქვთ. მთავარია, სიტუაცია არ გაართულოთ - თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სიმარტივეშია.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დილიდან სევდიან განწყობაზე ხართ და მიზეზებს ეძებთ, რომ მუშაობაზე უარი თქვათ. დატვირთული კვირის შემდეგ უფლება გაქვთ, საკუთარ თავს მოდუნების უფლება მისცეთ. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა და პრეტენზიებია, რასაც შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდით, ეცადეთ „გვერდიდან“ შეხედოთ. ეს შეცდომების დანახვას გაგიადვილებთ და შესაძლოა, მათი დროულად აღმოფხვრაც შეძლოთ. ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები - ძველი გამოცდილების გამო გარშემომყოფებს არ ენდობით და მათგან გამუდმებით ხაფანგის დაგებას ელით. დროა, საკუთარ აზრებსა და გრძნობებში გაერკვეთ და მომავალზე იფიქროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მშვენიერი გარეგნობისა და საუკეთესო პიროვნული თვისებების დამსახურებით ადამიანების მოხიბვლას ადვილად ახერხებთ. ეცადეთ, ეს უპირატესობა თქვენთვის სასარგებლო გამოიყენოთ, თუმცა, ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას - სასურველია, რომ მტკივნეულ თემებს მოერიდოთ და ნეიტრალურ საკითხებზე ილაპარაკოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, ეს დილა აუჩქარებლად გაატაროთ და მშვიდი სამუშაოსთვის განეწყოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ მეგობრების დახმარებით, ყველაფერს დაძლევთ. შესაძლოა, ფანტასტიკურმა იდეებმა და გეგმებმა სერიოზულად გაგიტაცოთ, მაგრამ ეცადეთ, ღრუბლებიდან დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს ურთიერთობაში მეტი ტაქტი და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ, რათა საყვარელი ადამიანი უხეშობით ან შეურაცხმყოფელი შენიშვნით არ გაანაწყენოთ. გახსოვდეთ, თუ რჩევას არ გთხოვენ, საკუთარი აზრი თქვენთვის უნდა შეინახოთ. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯები თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

თქვენი განწყობა და მუშაობის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაატარებთ დილას. ეცადეთ დილა მარტოობაში, მშვიდად გაატაროთ და სამუშაო რიტმში თანდათან ჩაერთოთ. შესაძლოა, ადამიანებმა, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი მოლოდინი არ გაამართლონ, სამაგიეროდ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანებზე ზეწოლა და თქვენი თვალსაზრისის თავზე მოხვევა სასურველი შედეგების მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ. თქვენთვის ჯობია, რომ გარშემო მყოფებს თავაზიანად მოექცეთ და თქვენ მიმართ კეთილად განაწყოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ პროფესიონალებს უამბობთ და მათ რჩევებს მუშაობაში გაითვალისწინებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ხელსაყრელი დღეა სახლისა და ნივთების მოწესრიგებისთვის. ეცადეთ, საკუთარ აზრებსა და სურვილებში გაერკვეთ - ზოგმა საკითხმა აქტუალობა დაკარგა და დროსა და ენერგიას ტყუილად ხარჯავთ. სამსახურში აქტიურობა კარიერაში დადებით ცვლილებებს მოგიტანთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს თქვენს მრავალმხრივ ნიჭს შეიძლება უამრავი გამოყენება მოუძებნოთ. საქმეს ჩვეულებრივზე ადვილად უმკლავდებით, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები სიმარტივით და ეფექტურობით გამოირჩევა. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან ვიღაც თქვენთან კონფლიქტისთვის მიზეზს ეძებს.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way