USD 2.6964
EUR 3.1367
RUB 3.3786
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 23 აპრილი?
Date:  1097

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

იღბლიანი დღეა. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ვარსკვლავები დაგეხმარებიან. კარგად გააზრებული დღის გეგმა შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ თქვენი პიროვნული ხიბლი სწორად გამოიყენოთ და ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ადამიანსაც კი დაარწმუნებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არც დასვენების შესახებ დაივიწყოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ - გამორიცხული არ არის, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ფინანსური სირთულეები შეგექმნათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი შეიკავოთ ფულის სესხად აღებისგანაც და მიცემისგანაც. იდეა, რომლის განხორციელებაც გსურთ, ჯერ კიდევ უნდა დაამუშაოთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ყურადღებით მოუსმინეთ რას ამბობენ სხვა ადამიანები თქვენზე. ავტორიტეტულმა აზრმა ან კონსტრუქციულმა კრიტიკამ შეიძლება მუშაობის უფრო ეფექტიანი მეთოდებისკენ გიბიძგოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალმა გატაცებამ სიამოვნების გარდა, დამატებითი შემოსავალიც მოგიტანოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

აუცილებელი არ არის საკუთარი მიზნისთვის ყველაფერი გაწიროთ. უბრალოდ, ეცადეთ ნაკლები იაქტიუროთ და სიტუაციას „გარედან“ შეხედოთ. 23 ნოემბერს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ. საყვარელი ადამიანების რჩევები ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარება სთხოვოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ძველი პრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ, საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყოთ და საკუთარი გრძნობების შესახებ უამბოთ. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ ძველი პრობლემები საბოლოოდ დაასრულოთ და აღარასოდეს დაუბრუნდეთ. სანამ ამ პრობლემას არ გაუმკლავდებით, მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება უკიდურესად რთული იქნება. ეცადეთ, სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

დღეს სასწორს წარმატებული და ნაყოფიერი დღე ელის - სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც. შეგიძლიათ ხელსაყრელი გარემოებებით ისარგებლოთ და თამამად დაიწყოთ რთული პროექტი, რომელიც ადრე გაშინებდათ. საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

რთული და ემოციურად არასტაბილური დღეა - განწყობა სწრაფად იცვლება და მარტივი საკითხების მოგვარებაც კი დროში ჭიანურდება. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ, რათა ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. თუ აუცილებელი არ არის, შოპინგისგან თავის შეკავება ჯობს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დილიდან უმიზეზო შფოთვას ებრძვით - მცირე პრობლემებიც კი ძალიან რთული გეჩვენებათ და საკუთარი შესაძლებლობები გაეჭვებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ და ჯერჯერობით, ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დაძაბული დღეა. სიჩქარის ან უყურადღებობის გამო შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ. მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობების აღებას. სჯობს, საკუთარი ვალდებულებები მშვიდად შეასრულოთ და საღამოს განმარტოებით დაისვენოთ. შეიძლება გარკვეულ საკითხებში გასარკვევად ძველი ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ, რას სასურველ შედეგებს მოგიტანთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ დაგეგმილი იდეის განხორციელებისთვის. საყვარელი ადამიანების რჩევა პროფესიულ საქმიანობაში ძალიან დაგეხმარებათ. მოერიდეთ დაუფიქრებელ შესყიდვებს, რათა ფულის სესხება არ მოგიწიოთ. გირჩევთ, საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და იმპულსურად არ იმოქმედოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

გაძლიერებული ემოციური ფონი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს გიშლით. გარშემომყოფების უწყინარ შენიშვნასაც კი შეიძლება ურთიერთობების გარკვევა და კონფლიქტი მოჰყვეს. უმჯობესია, დღის უმეტესი ნაწილი მარტომ გაატაროთ და დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ. წლის ბოლომდე სულ ცოტა დრო დარჩა, ამიტომ ეცადეთ უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ.

analytics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way