USD 2.7263
EUR 3.1870
RUB 3.4187
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 23 აგვისტო?
Date:  3424

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსათვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

სირთულეების მიუხედავად, ამ დღეს წარმატებას მაინც მიაღწევთ, მაგრამ ამისთვის, გამძლეობის გარდა, გამომგონებლობის გამოვლენა, რისკი და ექსპერიმენტების ჩატარება დაგჭირდებათ. გარშემომყოფებისგან, მხარდაჭერაზე მეტად, კრიტიკას გრძნობთ, თუმცა ეს ხელს არაფერში გიშლით. სავარაუდოდ, საღამოს ძველ ნაცნობს შეხვდებით, რომელიც კარგ რჩევას მოგცემთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს საერთო ენას მტრებთანაც კი ადვილად პოულობთ. საშუალება მოგეცემათ, რომ სასარგებლო კავშირები დაამყაროთ და პროფესიული პოზიციები გააძლიეროთ.
ყველაზე მოხერხებულებმა შეიძლება კარიერული მდგომარეობაც გაიუმჯობესონ, თუმცა ამისთვის კონკურენტებთან გამკლავება მოუწევთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, ამიტომ შეგიძლიათ იშოპინგოთ - ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს გასიამოვნებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობის, მეგობრებთან შეხვედრისა და სამომავლო გეგმების განხილვისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს მიღწეული შეთანხმებები და გადაწყვეტილებები საბოლოო არ არის.

სავარაუდოდ, ახალი იდეების წყალობით საინტერესო ნაცნობობას გააბამთ. შესაძლებელია მოგზაურობები, მათ შორის - დაუგეგმავიც. შესაძლოა, დიდი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ.

.კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ხელსაყრელი დღეა თანამოაზრეების საპოვნელად. გირჩევთ, თქვენი იდეები იმ ადამიანებს გაუზიაროთ, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ. არ არის გამორიცხული, რომ ბიზნესგეგმის განხორციელებისთვის ფინანსური დახმარება მიიღოთ - შესაძლოა, მოგებიანი გარიგებების დადება შეძლოთ.

პირადი ურთიერთობები კი გაცილებით დაძაბულია. ყველაზე მეტად საერთო ენის პოვნა საყვარელ ადამიანებთან გიჭირთ. დღის ბოლოს შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

სირთულეები ან სხვა ადამიანების მცდელობები ვერ გაიძულებთ, რომ არჩეულ გზას გადაუხვიოთ. დაწყებული საქმის დასრულებისთვის სიმტკიცე და ნებისყოფა დაგჭირდებათ, მაგრამ შედეგი მოლოდინს გაამართლებს.
ამ დღისთვის შეგიძლიათ მნიშვნელოვანი შეხვედრები, საჯარო გამოსვლები და საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები დაგეგმოთ.
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას - მშვენიერი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. საღამოს მოულოდნელი სტუმარი ან სასიამოვნო სიახლე გელით.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ორიგინალური იდეების დღეა. ბევრი ლომი მოულოდნელად აღმოაჩენს მიზნის მიღწევისა და პრობლემების გადაჭრის მარტივ გზას.

საშუალება გექნებათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაარკვიოთ და მიხვდეთ, ვინაა თქვენი მტერი და ვინ მოყვარე. ეცადეთ, გარემო შეიცვალოტ და თუნდაც ძალიან ხანმოკლე მოგზაურობაში გაემგზავროთ.
სწავლაში, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მეცნიერებები მიმართულებით წარმატება გელით.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ხელსაყრელი დღეა ოჯახური საქმეებისა და პირადი პრობლემების მოგვარებისთვის. საშუალება გექნებათ, რომ ყოველგვარ უთანხმოებას ბოლო მოუღოთ და ურთიერთგაგება აღადგინოთ.

სამსახურში შესაძლებელია პრობლემები, არასწორი გათვლები და ფინანსური ზარალი. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელზედაც თქვენი შემდგომი კარიერაა დამოკიდებული.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები მოულოდნელად განვითარდება, სიტუაციას აკონტროლებთ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. გარშემო მყოფები ყურადღებით გისმენენ და თქვენს აზრს ითვალისწინებენ. ეცადეთ, ამ შანსით ისარგებლოთ, რათა მენეჯმენი თქვეენთვის ხელფასის მომატებაზე დაფიქრდეს.
მარტოხელა სასწორებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. თუ სერიოზულ ურთიერთობას ეძებთ, მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

რთული დღეა. ყველაზე მარტივ საქმეებშიც კი პრობლემები იჩენს თავს. სირთულეებს მხოლოდ მეგობრების ან ძველი მოკავშირეების დახმარებით გაუმკლავდებით.

ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებთ, რადგან ისინი ბევრს გპირდებიან და ცოტას ასრულებენ. სამსახურში თუ გსურთ, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოთ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს მიზნების მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველა სირთულეს გაუმკლავდებით. შესაძლოა, სასურველის მისაღებად ეშმაკობა მოგიწიოთ, მაგრამ სხვა ადამიანების ნდობას და სიკეთეს ბოროტად არასოდეს გამოიყენებთ.

ხელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობის დასაწყებად. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფინანსური და ქონებრივი საკითხები მოაგვაროთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მშვენიერი დღეა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის და ახალი პარტნიორების შეძენისთვის. თუ ფრთხილად იქნებით და შეცდომებს არ დაუშვებთ, კარიერული ზრდა გელით. საშუალება ექნებათ, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.

ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა გაგახარებთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეს დღე უფრო შესაფერისია ფიქრისა და დაგეგმვისთვის, ვიდრე კონკრეტული მოქმედებისთვის. სანამ საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლით, დარწმუნდით, რომ სიტუაცია კარგად შეაფასეთ და ემოციებით არ ხელმძღვანელობთ.

დღის მეორე ნახევარში საინტერესო ნაცნობობა და სასიამოვნო შეხვედრები გელით, მაგრამ ურთიერთობა, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, საეჭვოა, რომ სერიოზული იყოს.

analytics
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way