USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 22 თებერვალი?
Date:  3641

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს აუცილებელია აქტივობა შეამციროთ და მუშაობაში მცირე შესვენება აიღოთ. ზედმეტი დატვირთვა და დაღლილობა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. გულწრფელობას უახლოეს მეგობრებთანაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან შეიძლება თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით - მალე მისი ასრულების დრო მოვა.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

სტრესული დღეა. მცირე უსიამოვნებები მუშაობაში მუდმივად ხელს გიშლით. გეგმის მიხედვით რომ იმოქმედოთ, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ და ბრაზი ახლობელ ადამიანებზე არ იყაროთ. ეცადეთ, ახალი ცოდნის დაუფლებით პროფესიული დონე გაიუმჯობესოთ - ეს კარიერულ წინსვლასა და ხელფასის ზრდაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

გამორიცხული არ არის, რომ წარმატების შანსი გამოგიჩნდეთ, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ, რათა მტრის მახეში არ გაებათ. მეგობრების რჩევა დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთვის სასარგებლოდ მოაგვაროთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, თქვენი სამუშაო მაგიდა და სამუშაო გრაფიკი მოაწესრიგოთ. ზუსტად შედგენილი სამოქმედო გეგმა თქვენს თავდაჯერებას გაზრდის და მუშაობაში დაგეხმარებათ. სცადეთ მნიშვნელოვანი ამოცანები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, საღამოს კი ძალების აღდგენაზე იზრუნოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ ყველაფერი თავად აკეთოთ. სხვების დახმარება შეიძლება შეცდომით დასრულდეს და შემდეგ ყველაფრის თავიდან კეთება მოგიწევთ. ეცადეთ, ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ - შეიძლება შემოსავალს გასავალმა გადააჭარბოს.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

დღეს დაშვებული შეცდომა დღესვე უნდა გამოასწოროთ. ამ საქმის სამომავლოდ გადადება პრობლემას თოვლის გუნდასავით გაზრდის. ვარსკვლავები გირჩევენ, ფინანსური საკითხების მოგვარებისგან დღეს თავი შეიკავოთ. სხვა ადამიანების მუშაობასა და მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯი გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოთ, რომ მოგებიანი შესაძლებლობა არ დაკარგოთ. ნუ გააზვიადებთ საკუთარ პრობლემებს ან შეცდომებს, რათა ეს თქვენს ჯანმრთელობაზე არ აისახოს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ - სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის. ხვალ პრობლემა თავისთავად გამოსწორდება.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

შეამცირეთ საქმიანი აქტივობა, რათა სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. დაე, ვითარება თავისთავად, დაძაბულობისა და აჩქარების გარეშე განვითარდეს. პრობლემები უფრო სწრაფად მოგვარდება, თუ არასტანდარტულ მიდგომას გამოიყენებთ და ალტერნატიულ გზას იპოვით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შეამცირეთ საქმიანი აქტივობა, რათა სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. დაე, ვითარება თავისთავად, დაძაბულობისა და აჩქარების გარეშე განვითარდეს. პრობლემები უფრო სწრაფად მოგვარდება, თუ არასტანდარტულ მიდგომას გამოიყენებთ და ალტერნატიულ გზას იპოვით.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

პიროვნული მოქნილობა და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტური ვითარება დაზავებით დაასრულოთ. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, ნაკლები ინერვიულოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

პიროვნული მოქნილობა და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტური ვითარება დაზავებით დაასრულოთ. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, ნაკლები ინერვიულოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

პიროვნული მოქნილობა და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ, რომ კონფლიქტური ვითარება დაზავებით დაასრულოთ. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, ნაკლები ინერვიულოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

world
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ებრაული მედიის, TIMES OF ISRAEL-ის თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს საათებში ოფიციალურად შევა ძალაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
შეთანხმების პირობები ამგვარია:
ისრაელმა ლიბანიდან ჯარები 60 დღის განმავლობაში სრულად უნდა გაიყვანოს.
ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან მდინარე ლიტანამდე ( 20-23კმ-ის მიღმა) უნდა გაიყვანოს ჯარები და სრულად გაანადგუროს ე.წ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
10 000 ლიბანელი ჯარისკაცი განლაგდება ისრაელ-ლიბანის საზღვრებთან- იქ, სადაც აქამდე ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა და საჯარისო ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
აშშ და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები გააძლიერებენ ლიბანის არმიის სამხედრო შესაძლებლობებს, რათა ისინი ძალებით მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ“ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობებს.
შეთანხმების დარღვევის შეთმხვევაში ისრაელს ექნება უფლება, ხელახლა წამოიწყოს სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე- შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებისა და მხარდაჭერის ფონზე.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way