USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 22 ოქტომბერი?
Date:  2100

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბერისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ყურადღებით უსმინეთ ყველაფერს, რასაც თქვენ გარშემო ამბობენ - შესაძლოა, რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ ცხოვრებაზე. გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა - სასურველ შედეგს თანამოაზრეებთან ერთად უფრო სწრაფად მიაღწევთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

გირჩევთ მუშაობის დროს ექსპერიმენტებზე უარი თქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრა უამრავ დროს გართმევთ, ამიტომ ეცადეთ, მეგობრებთან შეხვედრისთვის დრო გამონახოთ

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ყველაზე რთულ საქმეებსაც წარმატებით გაუმკლავდებით, ამიტომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. სავარაუდოდ, საინტერესო ნაცნობობა გელით. ეცადეთ, ამ ადამიანთან გულწრფელი იყოთ და მისი სახით საუკეთესო მეგობარს შეიძენთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შესაძლოა, თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ. ეცადეთ, გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებათ. საღამოს ემოციური ფონი გაიზრდება. სავარაუდოდ, ამის გამო საერთო ენის პოვნა უახლოეს ადამიანებთანაც კი გიჭირთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

რაც უფრო მეტ ახალ ადგილს მოინახულებთ, მით უფრო მეტი შანსია, რომ ახალი პარტნიორები იპოვოთ. რისკისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ წესები დაიცავით და საზღვრებს ნუ გადახვალთ, რათა რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მთელ დღეს ფინანსური პრობლემების გადაჭრაზე ფიქრში გაატარებთ. შესაძლოა, შემოსავლის დამატებითი წყაროების ძებნა ან ახალი პროექტების განხილვა მოგიწიოთ. გახსოვდეთ, რომ წუწუნით და ბუზღუნით სიტუაციას უფრო გაამწვავებთ, პრობლემას კი ვერ გადაჭრით, ამიტომ მოდუნდით და ბედს მიენდეთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ცვლილებების დღეა - საინტერესო ამბები, მოვლენები ან ახალი გეგმები გელით, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ და თქვენი მონაწილეობა და მხარდაჭერა აჩვენოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

გირჩევთ, ნაკლები იაქტიუროთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ. დღეს ბევრი საკითხი თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ და არაფერში ჩაერიოთ. მარტოხელა მორიელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მთელ დღეს ოთხ კედელში არ გაატარებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შესაძლოა, ახლობელ ადამიანში აქამდე უცნობი თვისებები აღმოაჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კარგად ნაცნობი საქმეების საზღვრებს არ გასცდეთ. ექსპერიმენტების ნებისმიერი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი არაეფექტური.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

გირჩევთ, დასვენების დღე დასვენებისთვის გამოიყენოთ, მით უმეტეს, რომ ნებისმიერი რისკი და ინიციატივა შეცდომებს გამოიწვევს. თუ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა რამედ გიღირთ, ეცადეთ, უფრო მოქნილად იმოქმედოთ. გახსოვდეთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება არ გამოდგება.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული - ეცადეთ, უმიზეზოდ არავინ გააკრიტიკოთ და ურთიერთობაში უფრო რბილი და ტაქტიანი გახდეთ. ახლობელი ადამიანი საინტერესო იდეას მოგაწოდებთ, რომლის განხორციელება ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ. მთავარია, სამოქმედო გეგმა შეიმუშაოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ, წესების საზღვრებში იმოქმედოთ და შემოვლითი გზები არ ეძებოთ. მოზღვავებული ემოციები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ, კომუნიკაცია კი სასიამოვნო და სასარგებლო იქნება.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way