რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის :
ვერძი
სავარაუდოდ, გარემოებების განვითარება გეგმების შეცვლას და სრულიად სხვა საქმის კეთებას გაიძულებთ. ნუ ინერვიულებთ, ეს შეიძლება სასიამოვნო ცვლილებები იყოს - სასურველი სტუმრების ვიზიტი ან ხელსაყრელი შეთავაზება. მოემზადეთ პოზიტიური სიახლეებისთვის და სარისკო საქმიანობას მოერიდეთ.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ და წუთიერი ახირებების გამო ოჯახის ბიუჯეტი არ დააცარიელოთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების ოჯახის წევრებთან განხილვას. წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ტყუპები
ემოციური დაძაბულობა დილიდან პიკზეა. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი შეხვედრა ან სიტყვის წარმოთქმა გელით. ეცადეთ დამშვიდდეთ და, თუ შესაძლებელია, განიტვირთოთ. გახსოვდეთ, რომ გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. ფრთხილად - თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნებმა შეიძლება საყვარელი ადამიანები შეურაცხყოს.
კირჩხიბი
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ მოთმინებით და შრომისმოყვარეობით მიაღწევთ. სამუშაო დროს უმნიშვნელო საქმეებზე და კოლეგებთან საუბარზე ნუ დაკარგავთ. ეს სარგებელს არ მოგიტანთ და უფროსის კეთილგანწყობას დაგაკარგვინებთ. თქვენი მთავარი მიზანი ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს.
ლომი
თუ რთული საქმეების სამომავლოდ გადადება გიყვართ, ახლა დროა ამ საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. პლანეტების განლაგება და იღბალი რთულ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. უსარგებლო საუბრებმა თუ შეხვედრებმა შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ და მთავარ საკითხებს მოგწყვიტოთ.
ქალწული
გირჩევთ, დილიდან დეტალური სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თანმიმდევრულად მიჰყვეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ დაგეგმილ საქმეებს დროულად გაუმკლავდეთ და უფროსის ქება დაიმსახუროთ. რთული სამუშაოსგან, რომელიც ამ დღეს ბევრია, პერიოდულად უნდა შეისვენოთ და პირადი ცხოვრებისთვის დრო გამონახოთ.
სასწორი
ამ დღეს სასწორის აზრი ყველასთვის მნიშვნელოვანია. ადამიანებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ, უარს ნუ ეტყვით. სასურველია, რომ შეხვედრები მშვიდ, არაფორმალურ გარემოში გამართოთ. თუ მენეჯმენტზე ან პარტნიორებზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობთ, ურთიერთობის ჩვეული ფორმა ოდნავ უნდა შეცვალოთ.
მორიელი
თქვენს ინიციატივას და ენთუზიაზმს ზემდგომები შენიშნავენ და აუცილებლად დააფასებენ. შესთავაზეთ ამ ადამიანებს თქვენი საინტერესო იდეები და პერსპექტიული გეგმები. ნუ დანებდებით, თუნდაც პირველი მცდელობა წარუმატებელი იყოს. ამ დღეს იღბალი უამრავ ხელსაყრელ შანსს შემოგთავაზებთ, მთავარია ხელიდან არ გაუშვათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს აღიარება და კომპლიმენტები ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. ყოველთვის იმას ვერ ვიღებთ, რაც გვსურს, მაგრამ ეს მოწყენის მიზეზი არაა. თქვენი დახმარება უამრავ ადამიანს სჭირდება, ამიტომ დეპრესიის დრო არ გაქვთ - ახლობელ ადამიანებზე უნდა იზრუნოთ.
თხის რქა
თუ არ გსურთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ფინანსური პრობლემები გელით, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია. შეზღუდეთ ხარჯები და დიდი შესყიდვები სხვა დროისთვის გადადეთ.
მერწყული
გსურთ, რომ ყველაფერი ახლავე და ერთდროულად მიიღოთ. თუ ეს რაიმე მიზეზით შეუძლებელია, ბრაზს გარშემო მყოფებზე იყრით. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და გარშემო მყოფებთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ.
თევზები
შეიძლება მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვათ, რომელიც თქვენს მომავალზე აისახება, ამიტომ ეცადეთ, ყურადღება სამსახურზე გაამახვილოთ და შემოსული ინფორმაცია საგულდაგულოდ შეამოწმოთ. თქვენი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩება. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურებრივი პოზიცია გაიუმჯობესოთ.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/