USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 22 მაისი?
Date:  4941

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს თქვენ გარშემო გაზრდილია ემოციური ფონი. საუბრის დროს ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და საკუთარი სიმართლე ფაქტებით გაამყაროთ. პრობლემის დროს დახმარებას ახლობელი ადამიანები გაგიწევენ. დაგროვილი სტრესის მოხსნას ვარჯიშით ან სუფთა ჰაერზე სეირნობით შეძლებთ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს თქვენი განწყობა ისე სწრაფად იცვლება, რომ გარშემო მყოფები ვერ ხვდებიან, დეპრესიაში ხართ თუ მხიარულებას ეძებთ. შესაძლოა ახლობელ ადამიანთან ურთიერთგაგების პრობლემა შეიქმნას. სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური აქტივობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და ყურადღებიდან უმცირესი წვრილმანიც არ გამოგეპაროთ. გახსოვდეთ, რომ „ეშმაკი დეტალებში იმალება“. სავარაუდოდ, მენეჯმენტი თქვენს მონდომებას შენიშნავს და ფულადი ბონუსით ან დაწინაურებით დაგაჯილდოებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დაგროვილი სტრესი თავს იჩენს და შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. ამ დღეს ზედმეტად აქტიურობას და დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას უნდა მოერიდოთ. თავი აარიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას და განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ფულის ხარჯვას. ნუ ეცდებით საყვარელ ადამიანებს რამე დაუმალოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ფრთხილად იყავით - ამ დღეს შეცდომის ან მოტყუების ალბათობა მაღალია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უცნობ ადამიანებს არ ენდოთ და სანამ რამეს გააკეთებთ, ყველა ფაქტი გადაამოწმოთ. ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა გელით და შესაძლოა, დამატებითი პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწიოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

სიმტკიცე და შეუპოვრობა სირთულის გადალახვასა და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. მთავარია, არ დანებდეთ, თუნდაც მოვლენები თქვენთვის საზიანოდ განვითარდეს. ნუ მისცემთ ადამიანებს თქვენით მანიპულირების ან თქვენს პირად სივრცეში შეჭრის უფლებას.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ გრძნობებზე ღიად და თავისუფლად ისაუბროთ და საყვარელ ადამიანთან პირადი ცხოვრების პრობლემები განიხილოთ. მოსაწყენი სამუშაო ემოციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ და ცუდი აზრებისგან ყურადღებას გადაგატანინებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

მორიელების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ახლოვდება, რისთვისაც მზად უნდა იყოთ. ეცადეთ შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ და ახლავე განსაზღვრეთ მთავარი მიზნები. დღის დაგეგმვა და მკაფიო განრიგი მთავარზე ფოკუსირებასა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს თქვენ გარშემო გაზრდილი ემოციური ფონია. დილიდან შინაგან შფოთვას და ნერვიულობას ებრძვით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, უფრო ხშირად დაისვენოთ და სპორტით დაკავდეთ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ცდილობთ, მიზანს ნებისმიერი დაშვებული თუ დაუშვებელი გზით მიაღწიოთ და თუ დაგჭირდათ, გარშემომყოფებზე ზეწოლასაც არ ერიდებით. მზად იყავით, რომ ამან შეიძლება კონფლიქტური სიტუაციები გამოიწვიოს. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ. სტრესის შემცირებას მხოლოდ ფიზიკური აქტივობით შეძლებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

მოზღვავებული ემოციების გამო შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის გაიფუჭოთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ საქმით დაკავდეთ და ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანს საკუთარ გრძნობებზე უფრო ხშირად ესაუბროთ და ლამაზი საჩუქრებით გაანებივროთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ეცადეთ, მთელი ყურადღება მუშაობაზე და საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე გადაიტანოთ - ამ შემთხვევაში შეიძლება მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. რთულ ვითარებაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ - ის ერთადერთ, ყველაზე სწორ პასუხს გიკარნახებთ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way