USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ასტროლოგი - რას გვპირდება 22 დეკემბერი?!
თარიღი:  2733

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 დეკემბრისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დადებითი ენერგიის დახმარებით, რომელსაც ასხივებთ, ბევრ ადამიანს ცხოვრებას ულამაზებთ, მაგრამ ცოტა ენერგია თქვენთვისაც დაიტოვეთ. ხელსაყრელი დღეა საკუთარი ცოდნისა და იდეების წარმოჩენისთვის. მეგობრებიც არ დაივიწყოთ და ეცადეთ, დრო მათთვისაც გამონახოთ. ელექტროხელსაწყოებთან კონტაქტის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

დილიდან ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, ამ დღეს რაც შეიძლება მეტი მოასწროთ. ბევრ კუროს მეგობრებთან შეხვედრა და დროის მხიარულად გატარება მოუნდება. შეეცადეთ, იპოვოთ ბალანსი თქვენს პირად საჭიროებებსა და პასუხისმგებლობებს შორის.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს ყველაზე საინტერესო პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება და მნიშვნელობა არ აქვს, ეს პირადი ურთიერთობაა თუ საქმიანი. მოემზადეთ სერიოზული საუბრებისთვის, შესაძლოა კამათისთვისაც კი. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს საიდუმლო შეიტყოთ, თუმცა ეს, უსიამოვნების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, სწრაფად დაივიწყოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, ამის თქმის ნუ შეგეშინდებათ. დღეს ყველა საქმის ერთდროულად კეთებას მოახერხებთ და თქვენი აქტივობით გარშემომყოფებსაც ენერგიით აავსებთ. ამ დღეს ნებისმიერი ფულადი ტრანზაქცია წარმატებული იქნება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

შეიძლება, ემოციური სიტუაცია შეიქმნას სამსახურში ან უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში. ეს არ ნიშნავს რომ ის უარყოფითი იქნება. მალე ბევრი მწვავე პრობლემა მოგვარდება, რაც საშუალებას მოგცემთ, ოდნავ დაისვენოთ და შფოთვაც შეამციროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ქალწულს კარგი დღე აქვს. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა და დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენა. ამის წყალობით ბევრი ადამიანი აღიარებს თქვენს კომპეტენციასა და უნარებს. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ნუ აირჩევთ ზედმეტად რთულ გზას, როდესაც გამოსავალი თქვენ წინაშეა და შეგიძლიათ, სიტუაცია მარტივად მოაგვაროთ. გამუდმებით საქმეებსა და პრობლემებზე ზრუნვა დიდ ენერგიას გართმევთ, ამიტომ ეცადეთ და ზოგჯერ გარკვეული დრო საკუთარ თავსაც დაუთმეთ. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, რომელიც მომავალში შესანიშნავ შედეგს მოგცემთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ რამე არ იცით, ნუ მოგერიდებათ, რომ რჩევა მეგობარს ან კოლეგას ჰკითხოთ. ეს ადამიანი შეძლებს თქვენს დახმარებასა და დამშვიდებას. თქვენი ცუდი განწყობა შეიძლება იმის ნიშანია, რომ დაღლილი ხართ და დასვენება გჭირდებათ. ჯობია, ცოტა ხანს აქტიურ მოქმედებებს მოერიდოთ და დამკვირვებლის პოზიციაზე დარჩეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

შესაძლოა, თქვენსა და თქვენს კოლეგებს შორის უთანხმოება წარმოიშვას. შეეცადეთ, პრობლემა მშვიდად საუბარში გაარკვიოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, იმოქმედეთ გააზრებულად, აწონეთ ყოველი ნაბიჯი და დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, რათა ვინმემ თქვენი ნათქვამი მომავალში თქვენ წინააღმდეგ არ გამოიყენოს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ნუ დადგებით განზე და ნუ დაელოდებით, ვინმეს როდის გაახსენდებით. უმნიშვნელო როლების თამაში არ არის თქვენი საქმე - ამ დღეს გამოიჩინეთ ინიციატივა, იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, მოახდინეთ შთაბეჭდილება და მიიღეთ ის, რაც თქვენ, როგორც ნიჭიერ ადამიანს გეკუთვნით.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

დღეს გუნდური მუშაობა სასურველი და პროდუქტიული იქნება. თუ რაიმეს ყიდვას აპირებთ, მაშინ დაგეგმეთ ყველაფერი ყურადღებით, დაფიქრდით, რა გჭირდებათ აუცილებლად და რაზე შეგიძლიათ უარი თქვათ. ოჯახის წევრებისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დღეს თევზებისთვის განსაკუთრებით აქტიური დღეა - ზოგიერთ საკითხში უმცირეს დეტალებსაც კი ამჩნევთ. ეს უნარი დაგეხმარებათ ისეთ რთულ სიტუაციებში, სადაც სხვები უძლურები იქნებიან. ისარგებლეთ ამ ხელსაყრელი პერიოდით, რათა მიმდინარე საკითხები მაქსიმალურად მოაწესრიგოთ. ეცადეთ, იყოთ პოზიტიური და დაეხმაროთ მეგობარს, რომელსაც ახლა თქვენი რჩევები ძალიან სჭირდება.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის