USD 2.7227
EUR 3.1910
RUB 3.4642
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 22 აპრილი?
 2289

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
საქმეებზე წნეხი მოიმატებს, მაგრამ შენც გეცოდინება, სად და როგორ გაუწიო წინააღმდეგობა.
ჯანმრთელობა: ენერგია გაქვს, მაგრამ ნერვულ სისტემას გაუფრთხილდი – ჩაის წვენი არ გაწყენს.
ოჯახი: მოსალოდნელია გაუგებრობა სახლში – განსაკუთრებით უფროს თაობასთან. დააკვირდი, რამ გადაუარათ.
ბიზნესი: კრიტიკული აზროვნება დღეს გადაგარჩენს ფულის დაკარგვას. ზედმეტი ინვესტიციებისგან თავი შეიკავე.
სიყვარული: გრძნობები შეიძლება გაიფანტოს, თუ პარტნიორთან არ იპოვი ერთ ენას. არ ითამაშო დუმილის თამაში.
კარიერა: მოსალოდნელია პროვოკაციები – შენზეა დამოკიდებული, იგლიჯავ თუ იგნორით გადაუვლი.


კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
დაფიქრებული ნაბიჯები დღეს მომგებიანია. წარსული გამოცდილება ზუსტად იმ წამს დაგჭირდება, როცა გგონია, დასრულდა.
ჯანმრთელობა: ჭამის რეჟიმზე ყურადღება – მუცელი არ გაპატიებს უყურადღებობას.
ოჯახი: ოჯახში წარსული წყენები შეიძლება გამოიწვიოს კამათმა – მაგრამ ისიც გაწმენდს ჰაერს.
ბიზნესი: ფულის თემა დღის წესრიგშია – უყურადღებობა შეიძლება ძვირი დაგიჯდეს.
სიყვარული: მშვიდი, სტაბილური ურთიერთობები დღეს ბევრ სხვა საქმეს გაგიადვილებს.
კარიერა: ხელმძღვანელობა შენს იდეებს მიაქცევს ყურადღებას, თუ სწორად და დროულად წარმოადგენ.


ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
გონება სწრაფად მუშაობს, მაგრამ სხეულს დრო და დასვენება უნდა. ნუ აურევ.
ჯანმრთელობა: გადაღლილობამ შეიძლება თავი შეგახსენოს თავბრუსხვევით ან უძილობით.
ოჯახი: ოჯახის წევრი შენგან მხარდაჭერას ელის – სიტყვაც კი საკმარისია.
ბიზნესი: მოსალოდნელია სპონტანური წინადადებები – სანამ დათანხმდები, კითხვა დაუსვი: „რატომ ახლა?“
სიყვარული: სიყვარული შეიძლება არ იყოს გეგმის ნაწილი, მაგრამ დღეს თავხედი შეგახსენებს თავს.
კარიერა: სამუშაო გარემოში მცირე დაპირისპირება მოსალოდნელია – შენგან ელიან სიმშვიდეს, აჩვენე კლასი.


კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
დღეს ემოციები და რეალობა ერთმანეთს გადაეჯახება. ჯობია ემოციას თავი არ დაუთმო.
ჯანმრთელობა: იმუნიტეტს მოუარე – განსაკუთრებით ყელი და კუჭი.
ოჯახი: ოჯახში შესაძლოა გაგიჩნდეს განცდა, რომ მარტო ხარ – მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია.
ბიზნესი: ძველი კლიენტი ან პარტნიორი შეიძლება ისევ გამოჩნდეს – ზუსტად ახლა გაარკვიე, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება.
სიყვარული: სიყვარული შეიძლება უფრო საჭირო გახდეს, ვიდრე გეგონებოდა – მაგრამ პირველ ნაბიჯს შენგან ელიან.
კარიერა: კარგი დღეა შეკრებებისა და სტრატეგიული საუბრისთვის – შენი მოსაზრება შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.


ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ენერგია მაქსიმუმზე გაქვს, მაგრამ ნუ დახარჯავ ყველას დასანახად. სტრატეგია წამოიღე.
ჯანმრთელობა: შაქრის ან წნევის პრობლემა თუ გაწუხებს – აკონტროლე.
ოჯახი: ოჯახში შენს აზრს ითვალისწინებენ, თუმცა ისწავლე მოსმენა – დღეს განსაკუთრებით.
ბიზნესი: კარგი დღეა ახალი იდეების პრეზენტაციისთვის.
სიყვარული: ქიმია თუ იგრძენი – ნუ გადადებ საუბარს. დაურეკე. ახლა.
კარიერა: შეგიძლია წინ წაიწიო – თუ სხვებს არ გადააბიჯებ. კოლეგასთან კონკურენცია შეიძლება გადაგაქციოს არასწორ გზაზე.


ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
დეტალებში ეშმაკია – შენთვის ეს სიახლე არ არის, მაგრამ დღეს კი გამოგადგება.
ჯანმრთელობა: ძილი და წყალი – ორი მთავარი რესურსი. ნუ ჩათვლი წვრილმანად.
ოჯახი: ოჯახის წევრი შეიძლება უაზრო შენიშვნებით გაგაღიზიანოს – სიწყნარით დაუბრუნე პასუხი.
ბიზნესი: ფული შეიძლება ნელა მოვიდეს, მაგრამ დაგეგმვის საშუალება მაინც გექნება.
სიყვარული: სიყვარული თუ შენს გეგმებში არ ჯდება – მაინც გამოჩნდება, შენს წესებს არ ჰკითხავს.
კარიერა: კარგად შესრულებული საქმე მაღალ შეფასებას მოიტანს – ბონუსიც არ გამოირიცხება.


სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ბალანსი დაგჭირდება – სხვების პრობლემებს თუ ზედმეტად მოიკიდებ, საკუთარი დაგემსხვრევა.
ჯანმრთელობა: ზურგის ტკივილი ან გადაღლა – დროა ფიზიკური აქტივობაც განაახლო.
ოჯახი: სახლში სიმშვიდეა – შენ თუ არ ჩარევ.
ბიზნესი: პარტნიორობის წინადადება ან ახალი თანამშრომლობა შეიძლება რეალურად დაფიქრდეს. მაგრამ ნუ იჩქარებ.
სიყვარული: ძველი გრძნობა შეიძლება ისევ ამოტივტივდეს – ეს ტესტია, არ იფიქრო, რომ ბედი აკაკუნებს.
კარიერა: სიჩუმე ზოგჯერ ბევრს ნიშნავს – იყავი დაკვირვებული სხვის ნაბიჯებზე.


მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
დღე სიმტკიცეს მოითხოვს. თუ შენ არ დაარეგულირე სიტუაცია, სხვები დაგირეგულირებენ.
ჯანმრთელობა: ფსიქოლოგიური სტრესი შეამცირე – წერა ან ხეტიალი კარგი გამოსავალია.
ოჯახი: ოჯახში შენგან მოითხოვენ ერთდროულად ყველაფერს – არ შეგეშინდეს სიტყვა „არა“-ს.
ბიზნესი: გააკეთე მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გიღირს – სხვა ყველაფერი გადადე.
სიყვარული: ურთიერთობებში დაძაბულობა მოსალოდნელია – პროვოკაციებზე არ წამოეგო.
კარიერა: კარიერულად წინსვლის მომენტი ახლოსაა – თუ არ გაგტაცებს მარშრუტიდან პატარა წვრილმანები.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
გეგმების შეცვლა შეიძლება დღის მთავარი თემა გახდეს. მობილური იყავი.
ჯანმრთელობა: თუ საჭმლის მონელება გაწუხებს – იფიქრე რაციონზე.
ოჯახი: ოჯახური თემები შეიძლება უცებ აქტუალური გახდეს – გჭირდებათ ღია საუბარი.
ბიზნესი: შესაძლოა დღეს დაგადგეს ბიუროკრატიული პროცედურების ჯაჭვი – მოთმინება გადაგარჩენს.
სიყვარული: ადამიანი, ვისაც თითქოს ივიწყებდი, შეიძლება სიზმარშიც კი შეგახსენოს თავი.
კარიერა: მოგეცემა შანსი, აჩვენო შენი მრავალმხრივობა – გამოიყენე.


თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
წესი და დისციპლინა დღეს მუშაობს. თუ სხვები დანებდებიან – შენ გააგრძელე.
ჯანმრთელობა: ხერხემლის ან სახსრების გაძლიერება არ არის ზედმეტი. იოგაც არ გაწყენს.
ოჯახი: ოჯახში დღეს შენ ხარ მენეჯერი – და ნუ შეგეშინდება პასუხისმგებლობის.
ბიზნესი: ფულის ეკონომიური მართვა მოგიტანს დიდ შედეგს.
სიყვარული: გრძნობებში შეიძლება ცოტა გაყინვა იგრძნოს – მაგრამ შენ შეგიძლია გალღო ყველაფერი, თუ მოინდომებ.
კარიერა: ახალი პასუხისმგებლობა – გამოცდაა, მაგრამ სარგებელიც მოყვება. ნუ თქვამ უარს.


მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
გონება გაფანტულია – დროა ყურადღება დაიბრუნო საკუთარ მიზნებზე.
ჯანმრთელობა: დაიძინე ადრე – ძილი გადარჩენს შენს დღის ენერგიას.
ოჯახი: ოჯახის წევრის დახმარება საჭირო გახდება – ნუ გადადებ ხვალისთვის.
ბიზნესი: მოლაპარაკებები რომ არ გაწელდეს, წინასწარ მოამზადე არგუმენტები.
სიყვარული: უცნაური მიმოწერა შეიძლება დაიწყო – ნუ ჩათვლი, რომ თამაშია. იქნებ საინტერესოა?
კარიერა: იფრთხილე კოლეგებთან – ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ წინააღმდეგ.


თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ინტუიცია მაღალ დონეზეა – არ უგულებელყო შინაგანი ხმა.
ჯანმრთელობა: მცირე სისუსტე შეიძლება იყოს – წყალი, ციტრუსები და ცოტა მეტი სეირნობა.
ოჯახი: შინაური გარემო სიმშვიდეს მოგიტანს, მაგრამ იქნებ შენც ეცადო ამის შენარჩუნებას?
ბიზნესი: არ არის ცუდი დღე შემოქმედებითი იდეებისთვის – რაღაც არასტანდარტულს შეგიძლია ფასი მისცე.
სიყვარული: რომანტიკული ჟესტი შეიძლება ბევრს ნიშნავს – განსაკუთრებით შენთვის.
კარიერა: რაღაც მნიშვნელოვანი მიდის ფონს – დაინახე, რაში უნდა ჩაერთო, სანამ დაგავიწყდა.

analytics
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way