USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 22 აპრილი?
Date:  1312

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

პრობლემებს ზურგს ნუ აქცევთ და ეცადეთ, საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ, წინააღმდეგ შრმთხვევაში შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა რთულ და უსიამოვნო საქმეებზე მუშაობისთვის. გირჩევთ, ექსპერიმენტებზე უარი თქვათ და კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. დაეხმარეთ ყველას, ვისი დახმარებაც შეგიძლიათ და უამრავ მხარდამჭერს შეიძენთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. ეცადეთ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ და ყურადღებას მეორეხარისხოვან საკითხებზე ნუ გადაიტანთ. თუ საყვარელი ადამიანების მოქმედების მოტივები არ გესმით, სცადეთ მასთან გულწრფელად დალაპარაკება. ნუ დაიჯერებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ ჭორებს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

შესაძლოა, ამ დღეს ახლობელმა ადამიანმა სარისკო და საეჭვო ქმედებებისკენ გიბიძგოთ. ეცადეთ, ცდუნებას გაუძლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გირჩევთ, ყველაზე რთული ამოცანები დილისთვის დაგეგმოთ - ამ დროს წარმატების მეტი შანსი გაქვთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ პროფესიულ უთანხმოებებს შესანიშნავად დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

თავდაჯერება და აქტიურობა ურთულესი საქმეების სწრაფად და წარმატებით მოგვარებაში დაგეხმარებათ. მოემზადეთ ნაყოფიერი დღისთვის და დავალებები ისე დაგეგმეთ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამოგრჩეთ. თუ საკუთარ იდეებს კოლეგებს გაუზიარებთ, მათგან საჭირო დახმარებას და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებთ. უარი თქვით სასიყვარულო ურთიერთობაზე, რომელიც, გაკიცხვისა და საყოველთაო უარყოფის გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ეცადეთ, ახალი ინფორმაციის ნაკადი შეზღუდოთ და ყურადღება იმაზე გადაიტანოთ, რაც თქვენს საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. სავარაუდოდ, საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, იმოქმედეთ ისე, როგორც შინაგანი ხმა გიკარნახებთ და ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ადამიანებმა, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, შეიძლება სცადონ თქვენი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ამიტომ გულწრფელობას მოერიდეთ, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც სასიამოვნო კომუნიკაციებით იქნება დატვირთული. თქვენი პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, სწრაფად მოაგვაროთ ყველა პრობლემა. ყურადღება მიაქციეთ საბუთებს და სამუშაო სივრცე მოაწესრიგეთ. ახლა სასწორებისთვის საუკეთესო პერიოდია მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად და ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის ნაკადიდან თქვენთვის ყველაზე საჭირო ფაქტები შეარჩიოთ. სავარაუდოდ, თქვენ გარშემო ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანია, ამიტომ ურთიერთობაში თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. შანსი გაქვთ სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს პროექტებს დააფინანსებს. ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ საკუთარი იდეები და გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ. ამ დღეს კოლექტიურ მუშაობაზე ნაყოფიერი ინდივიდუალური მუშაობა იქნება. მოემზადეთ იმპროვიზაციისთვის - დღეს ძველ ჩვევებსა და ტრადიციებზე უარის თქმა მოგიწევთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას უნდა მოერიდოთ. ასევე, არ უნდა დაიწყოთ საქმე, რომლის დასრულება გაგიჭირდებათ. ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრის რჩევას და რთული ვითარებიდან გამოსავალს იპოვით. პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან ნაყოფიერი დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შესანიშნავი დღეა შერიგებისთვის, კომპრომისების პოვნისა და სხვადასხვა დავის მოგვარებისთვის. ეს ეხება როგორც საქმიან კონტაქტებს, ისე პირად ურთიერთობებს. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ინტუიცია გიკარნახებთ, საკუთარ ცხოვრებაში რა უნდა შეიცვალოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ვარსკვლავები წარმატებულ დღეს გპირდებიან. შესაძლოა, თქვენთვის ახალი, საინტერესო შესაძლებლობები გამოჩნდეს, რომლებიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ახალი პროექტების დაწყებას შეიძლება პრობლემები მოჰყვეს, ამიტომ გირჩევთ, ეს საქმე სამომავლოდ გადადოთ. თავდაჯერება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში არ დანებდეთ. ასე გააგრძელეთ!

world
"Le Monde" (საფრანგეთი): კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ

მაშინ, როდესაც უკრაინაში კონფლიქტი ესკალაციის ახალ ფაზაში შევიდა, კვლავ გააქტიურდა დისკუსიები უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარებისა და კერძო თავდაცვითი კომპანიების გაგზავნის შესახებ, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროებზე დაყრდნობით.

„დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროპაში მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის შექმნის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია უკრაინასა და უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებაზე“, - განუცხადა Le Monde-ს ბრიტანულმა სამხედრო წყარომ.

ფრანგული გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების ან კერძო კომპანიების გაგზავნის შესახებ დისკუსიები 2023 წლის ბოლოდან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების გაზრდის ფონზე განახლდა.

წყაროების განცხადებით, უკრაინელებს არ შეუძლიათ ამ ტიპის რაკეტების გამოყენება ადგილზე დასავლური მხარდაჭერის გარეშე.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way